
აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ინჟინრებმა უამრავი კემპერი შექმნეს, რომლებიც არა მხოლოდ დანიშნულების ადგილას გადაადგილების, არამედ კომფორტულად დასვენების საშუალებასაც გაძლევთ. დღეს ბორბლებზე ორსართულიანი სახლის საინტერესო ვარიანტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც სერფერების საბაზო ბაზას, კომფორტულ ოთახებს და დასვენების კუთხეს მოიცავს.
ერთი მოგზაურობით გატაცებული და აქტიური დასვენების მოყვარულმა წყვილმა, დანიელ კარნეირმა და ედუარდ რიბეირომ, Mercedes Actros სატვირთო მანქანის გადაკეთება გადაწყვიტეს ისე, რომ ყოველთვის ჰქონოდათ არა მხოლოდ თავზე სახურავი, არამედ სერფინგისთვის აუცილებელი ყველა საჭირო მოწყობილობა.
იმის გამო, რომ წყვილი ბევრს მოგზაურობს ევროპის, აზიის და აფრიკის უცნობ ადგილებში, შეძლეს სახლის ისეთი კონცეფციის შემუშავება, რომელიც ცივილიზაციის და კომფორტის მოყვარული ადამიანის ყველა მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებდა.
მათი პროექტის მიხედვით სატვირთო მანქანა ისე გადააკეთეს, რომ ახლა ის კომპანია მერსედესი ყველაზე წარმატებულ და კომფორტულ პროექტად ითვლება. ისინი ამ ტრანსფორმაციით ძალიან ამაყობენ.
თავად დამკვეთებმა კი ერთობლივი შემოქმედების საბოლოო შედეგის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს ახალი ბიზნესის დაწყება. ისინი ორგანიზებას უწევენ Truck Surf Hotel-ს, რომელიც პორტუგალიასა და მაროკოში დაუვიწყარ სერფინგ-ტურს გთავაზობთ.
ნამდვილად, დიზაინერების შემოქმედების ნახვის შემდეგ, შეგვიძლია ამ მობილური სახლის მფლობელების მხოლოდ კეთილი შურით გვშურდეს. მათ სახლის ისე აღჭურვა მოახერხეს, რომ უცნობ ადგილებში მოგზაურობა დიდ სიამოვნებას მოგიტანთ, ამასთან ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემები არ შეგაწუხებთ.
იმის წყალობით, რომ სივრცის ორ სართულად გადაკეთება გადაწყვიტეს, ისეთი სრულყოფილი ოთახის, ინტერიერის და ფართობის შექმნა შეძლეს, რომ პატარა კვადრატული ბინის მფლობელს შეშურდება. ამასთან მეორე სართული ავტოსადომზე პარკირების შემდეგ, სპეციალურად შემუშავებული სისტემის დახმარებით ფართო სივრცის სასტუმრო ოთახად გარდაიქმნება, რომელსაც აივანზე გასასვლელიც აქვს.
იმის გათვალისწინებით, რომ სატვირთო მანქანა და მისი კედლები ტემპერატურის დიდ ცვლილებაზე ადაპტირებული არ არის, გადაწყვიტეს შიდა ინტერიერი ექსკლუზიურად ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მასალებისგან მოეწყოთ, ასევე ისეთი თბოიზოლაცია მოეწყოთ, რომელიც როგორც მაღალ, ასევე დაბალ ტემპერატურას გაუძლებდა.
კედლის ნატურალური ნაწილები მთელი ინტერიერის ჰარმონიულობას ხაზს უსვამს და მთლიან ატმოსფეროს და ბუნებასთან ერთობას არ არღვევს.
ოთახის მოწყობის დროს განსაკუთრებული სისტემა და ავეჯი გამოიყენეს, რის წყალობითაც ბევრი თავისუფალი სივრცის შენარჩუნება მოახერხეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დასაძინებელ და დასასვენებელ ზონად გარდაიქმნება.
მეორე სართულზე ხუთი საძინებელი არის მოთავსებული, ამათგან ოთხს ორსართულიანი ლოგინი აქვს, ერთს კი დიდი, რომელიც შეიძლება ჭერზე ასწიოთ და დამალოთ.
თითოეულ ოთახს აქვს ფანჯარა, რომელიც საოცრად ლამაზი ოკეანის და გარშემო ბუნებით აღფრთოვანებით საშუალებას მოგცემთ. მთლიანობაში ინტერიერი მინიმალიზმის სტილში არის გაფორმებული, ასეთი მობილური სამსახურის შესასრულებლად უზარმაზარი ავეჯი საჭირო არ არის. ასევე თითოეულ ნომერს კონდიციონერის სისტემა აქვს, რაც კომფორტულ ტემპერატურაში დასვენების საშუალებას მოგცემთ. საერთო ჯამში, ასეთი ორიგინალური სასტუმრო 10 დასაძინებელ ადგილს მოიცავს.
ქვემო სართულზე საერთო სარგებლობის ზონა განათავსეს. დიდი სასტუმრო ოთახი არა მხოლოდ ერთმოაზროვნეების ადგილია, არამედ კომფორტული სასადილო ოთახი. აქვე მოთავსებულია კარგად აღჭურვილი სამზარეულო, სადაც ყველა მსურველს გემრიელი საუზმის ან სადილის მომზადება შეუძლია.
ასევე, ბუნებრივია სააბაზანო ოთახიც აღჭურვეს.
მანქანას აქვს სატვირთო განყოფილება, სადაც ბარბექიოს ავეჯი, ჩამოსახსნელი საჩიხი, ყველა აღჭურვილობა და კვადროციკლიც ინახება.
როცა დამსვენებლების სურვილის მიხედვით ავტოსადგომის ადგილს შეარჩევენ, მფლობელები დასასვენებელ ადგილს ქმნიან. მცირე სარკმლის დახმარებით მცირე ზომის ფარდულს აყენებენ, რაც ღია ცის ქვეშ სასიამოვნო მეგობრული შეხვედრების მოწყობის საშუალებას იძლევა, აქვე შეგიძლიათ გრილზე საკვებიც შეწვათ.
სატრანსპორტო საშუალებების სასტუმროდ, დასასვენებელ ცენტრად ან საცხოვრებელ სახლად გადაკეთების იდეა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს გაუზიარეთ.