
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა რომ 15 კვ.მ. ფართობის ოთახი სრულფასოვან ბინად გადაკეთდეს? ნაკლებად სავარაუდოა, იტყვის ბევრი. თუმცა იტალიელმა დიზაინერმა Silvana Citterio ყველა მოლოდინს გადააჭარბა და სივრცის ისე მოწყობა შეძლო. რომ ნამდვილი საცხოვრებელი მიეღო. კომფორტული სააბაზანო ოთახით, ფუნქციური სამზარეულოთი, მყუდრო საძინებლით, ფართო კარადებით და პატარა სასადილოთი. ასეთი მეტამორფოზის წარმოდგენა რთულია, ხოლო ამ სურათების საშუალებით ამ გენიალური გარდასახვის ნახვას შეძლებთ.
სილვანას დიდებული მილანის ცენტრში, ძველი შენობის პატარა ოთახის გადაკეთების ბედნიერება ხვდა წილად. თავად სახლი უკვე ასი წლისაა და სავარაუდოდ, ეს მოხეტიალე ბერების სასტუმროს წარმოადგენდა.
ასეთი გარდასახვის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ისტორიული არქიტექტურის, ლამაზი მაღაზიების და მყუდრო რესტორნების გარემოცვაში მდებარეობს, თან თავად მფლობელის სამუშაო ადგილთან ახლოს მდებარეობს.
როგორც პროფესიონალს, ასეთი პატარა ბინის გადაკეთების პროექტი მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მთავარია, სწორად და ზუსტად გათვლა, თუ სასარგებლო ფართობის თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურად რაციონალურად როგორ გამოეყენებინა. რადგან ეს ძველი შენობაა, მის მთავარ უპირატესობას მაღალი ჭერი წარმოადგენს. ამის წყალობით დიზაინერმა ფანტასტიკური შედეგის მიღება შეძლო.
რა თქმა უნდა, ფართო ოთახების შექმნას ვერავინ შეძლებს, მაგრამ სივიწროვის და უკიდურესი შებოჭილობის შეგრძნების თავიდან აცილება სილვანამ ელეგანტური სიფაქიზით და ჰარმონიულობით შეძლო.
მან სახლი ორ სართულად გაყო: პირველზე სამზარეულო, სააბაზანო, გარდერობი, მისაღები და კიბე განლაგდა, მეორეზე კი დიდი ორსართულიანი ლოგინი და მცირე ზომის სასადილო ორიგინალური მაგიდით და სკამებით.
უკეთ რომ გავიგოთ, როგორ მოახერხა სილვანამ ბინის ასე უჩვეულოდ გადაკეთება, რიგის მიხედვით დავათვალიეროთ.
საერთო ფართობის მესამედი შემოსასვლელი იკავებს მისაღებიდან სააბაზანომდე. ამ ადგილას სილვანამ კომპაქტური სამზარეულო განათავსა, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკით და ნივთებით აღჭურვა. ორიგინალური დიზაინისთვის ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ავეჯი გამოიყენა. რად ღირს მხოლოდ მაგიდა, რომელიც სავსეა მოძრავი თაროებით, სამზარეულოს ონკანით, გაზის კარადით, გაზქურით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით და მინი-მაცივრით, ასევე განსაკუთრებული თავსახურით.
მას იყენებენ მაშინ, როცა ვახშამი ან საუზმე უკვე მზად არის და დროა ტრაპეზს შეუდგეთ. განსაკუთრებული კონსტრუქციის წყალობით, თავსახური ეხურება და მაგიდა სასადილოდ გარდაიქმნება, სადაც რომანტიული ვახშმის მოწყობა შეიძლება. თავსახურის შიდა ნაწილიც ფუნქციურად არის გამოყენებული, აქ მაგნიტის სამაგრებზე დანები და სუფრის მოწყობილობები არის მოთავსებული, ასევე დიდი რაოდენობით ყველა საჭირო სანელებლების ქილა.
ასეთი ინსტრუქციის ერთადერთი დისკომფორტი არის – თუ დიასახლისი სადილს ამზადებს, ქმარს საძინებლიდან თავისუფალი გამოსვლა არ შეუძლია, გამოსასვლელი გადაკეტილი იქნება. ასეთი მცირე ზომის ბინის კონსტრუქცია თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს და ეს უნდა გაითვალისწინოთ.
სამზარეულოს ზონის გვერდით სააბაზანო ოთახი არის განლაგებული, რომელიც მხოლოდ უნიტაზს და საშხაპე კაბინას მოიცავს, ასევე ბიდეს. კედლები ღია ფერის ფილებით არის მოპირკეთებული, ასევე სარკიანი კედლებით, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, მას უფრო მყუდროს და ორიგინალურს ხდის.
მეორე სართული იატაკიდან 1 მეტრში იწყება – ეს ზონა საძინებელი და სასადილოა.
მასზე მოთავსებულია დიდი ზომის თეთრი ლოგინი, თეთრი გადასაფარებლით, რამდენიმე ღია ფერის ბალიში და ორიგინალური ლარნაკით – ყველაფერი ეს მთელი ინტერიერის დიზაინერულ გაფორმებას დახვეწილობას მატებს.
ლოგინის გვერდით ფრანგულ სტილში ჩაის მაგიდა და ორიგინალური ფორმის სკამები არის მოთავსებული, რაც სივრცეს გრაციოზულობას და სიფაქიზეს მატებს.
კედლები დიდი ზომის სარკეებით არის გაფორმებული, რომელმაც ინტერიერს არა მხოლოდ ეფექტურობა შემატა, არამედ საძინებლის ირგვლივ სივრცე გააფართოვა, ილუზიურად გაზარდა. მთელი სივრცის მაქსიმალურად გამოსაყენებლად კედლის მცირე ნაწილებიც კი თაროებით გააფორმა, სადაც წიგნები, სურათები და მცირე ზომის სანათები მოათავსა.
როგორც აღმოჩნდა, საძინებელს ასევე ფარული შესაძლებლობები აქვს, მის ქვეშ მთელი თავისუფალი სივრცე გამოიყენება როგორც გარდერობის ოთახი. აქ კომპაქტურად არის მოწყობილი თაროები და საკიდები ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და საძინებლის მოწყობილობისთვის.
კიბესაც კი ფარული ყუთები აქვს, სადაც დიდი რაოდენობით წვრილმანი ნივთები ინახება.
ბინის მთავარ ხიბლს ფრანგული აივანი წარმოადგენს, რომლის წყალობით ბინა მზის სხივებით ივსება. მასზე დიასახლისი არა მხოლოდ ყვავილებს აწყობს, არამედ სანელებლების ბალახებს, რომელთაც საყვარელი კერძების მოსამზადებლად იყენებს.
მთავარი ხრიკი, რომელსაც სილვანა პატარა ბინის დასაგეგმად და მოსაწყობად იყენებს – რაციონალური გათვლაა, ორი ან რამდენიმე იარუსის გამოყენება. ასევე სხვადასხვა ზონების თანმიმდევრული გამოყენება. ასე მან არა მხოლოდ თავისი პატარა ოთახიდან სრულფასოვანი ბინის შექმნა შეძლო, არამედ ბევრი სხვა მსგავსი პროექტიც განახორციელა. რამდენიმე მისი წარმატებული პროექტი შესულია დიზაინის წიგნში „Modular Micro Apartaments” და “Small and Smart Iteriors”.
მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს გაუზიარეთ.