როგორ მოვაწყოთ კომფორტულად 22 კვ.მ ფართობის სტუდიოს ტიპის ბინა

როგორ მოვაწყოთ კომფორტულად 22 კვ.მ ფართობის სტუდიოს ტიპის ბინა
როგორ მოვაწყოთ კომფორტულად 22 კვ.მ ფართობის სტუდიოს ტიპის ბინა

ქალაქში მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური ხდება საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის საკითხი. სრულფასოვანი ბინის შეძენის ფინანსები ყველას არ აქვს, ბევრს მცირედით დაკმაყოფილება უწევს. სწორედ ამიტომ ბევრი დიზაინერული ფირმა ძალიან მცირე ფართობის ბინის ფუნქციურად მოწყობაზე არის სპეციალიზებული. როგორც აღმოჩნდა, 22 კვ.მ. ფართობის სივრცეც შეიძლება სრულყოფილ ბინად გარდაქმნათ. თუ როგორ, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

როგორც წესი, სწორედ დედაქალაქი იტანჯება მოსახლეობის სიჭარბით და ტაიბეი (ტაივანი) გამონაკლისს არ წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქში დიზაინერულმა კომპანიამ A Little Design კომპაქტური და სრულყოფილი ბინის პროექტი შექმნა და განახორციელა კლიენტის სურვილით, რომელიც მარტო ცხოვრობს და ხშირად სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფება.

არქიტექტორების წინაშე რთული ამოცანა იდგა, რადგან არა მხოლოდ მყუდრო, არამედ ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვილი სრულყოფილი ბინა უნდა შეექმნათ. იმის წყალობით, რომ ბინის სიმაღლე 3,3 მეტრი იყო, დიზაინერებმა სივრცის ორ ნაწილად გაყოფა მოახერხეს.

პირველი სართულის სივრცე ისე დაგეგმეს, რომ აქ სრულყოფილი სამზარეულო, დასასვენებელი კუთხე, სააბაზანო მოაწყვეს, ხოლო მეორე სართულზე საძინებელი და ბიბლიოთეკა. სტუდიის ტიპის ბინის ასეთი პროექტი დამკვეთს მოეწონა, რადგან ყოველი სანტიმეტრი პროექტში სასარგებლოდ ჩართული იყო, ყველა აუცილებელი კუთხე გათვალისწინებული და მოფიქრებული იყო.

სივრცის ცენტრში ფართობის მაქსიმალურად გასათავისუფლებლად, ყველა კუთხე კედლის გასწვრივ განათავსეს, რაც მეორე სართულზე თავისუფლად წვდომის საშუალებას იძლეოდა.

თეთრი ფერის და ნატურალური მუხის შეხამებამ ფართობი ვიზუალურად გაზარდა და სივრცე სინათლით აავსო, მთელ ინტერიერს ხიბლი და სტილი შემატა.

1.სასტუმრო კუთხე

დასასვენებელ კუთხეში გამოიყენეს ნიშა, რომელიც წინა მფლობელის მიერ აივნის ოთახთან მიერთების ხარჯზე წარმოიქმნა. მასში მცირე ზომის დივანი მოათავსეს, რომელსაც ნივთების შესანახი გამოსაწევი ყუთები მოათავსეს.

გვერდით კედლებზე კარადა და ღია თაროები მოაწყვეს, რითაც სივრცის რაციონალურად გამოყენება შეძლეს. ხოლო გლუვი ფანჯარა, რომელიც მზის პირდაპირ სხივებს ახშობს, მყუდრო და სახლის სითბოს ატმოსფეროს ქმნის.

2.სამზარეულო

სამზარეულო პატარა გამოვიდა, მაგრამ ის ყველა აუცილებელი ტექნიკით აღჭურვილი არის – სარეცხელი, გაზის ღუმელი, სამზარეულოს მაგიდა სამუშაო კუთხით, მაცივარი და სარეცხი მანქანაც კი. სამუშაო კედელზე კარადა დააყენეს, რომელიც სამზარეულოს ნივთების და პროდუქტების შესანახად გამოიყენება.

3.სასადილო და სამუშაო კუთხე

სივრცე ზედმეტი ავეჯით რომ არ გადატვირთულიყო, ორი წვრილი მაგიდა გამოიყენეს, რომლებიც კედელთან მიადგეს. პრაქტიკულად ადგილს არც იკავებს. ერთ-ერთ მაგიდასთან ორიგინალური ჭაღი დადგეს, რომელიც სამუშაო კუთხეს გამოყოფს.

აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ჭაღი ისე დადგათ, რომ მაგიდა სასადილოდ ან ბარის დახლად გადაიქცეს.

4.სააბაზანო ოთახი

სააბაზანო ძალიან პატარა რომ არ გამოჩენილიყო, კედლები თეთრი პრიალა ფილებით გააფორმეს და სარკიანი თაროები დაკიდეს. სანტექნიკა მცირე ზომის შეარჩიეს, რომ ოთახი ძალიან გაჭედილი არ ყოფილიყო.

ბოილერის და ყველა მილის დამალვის ორიგინალური მეთოდი გამოიყენეს და ისინი სარკის კარადაში დამალეს.

5.საძინებელი

რადგან ჭერის სიმაღლემ მეორე სართულის გაკეთების საშუალება მისცათ, საძინებელი კუთხე ზემოთ მოაწყვეს. ასე დიდი ზომის ლოგინი, გვერდზე კი დიდი ზომის ნივთების შესანახი კარადა მოათავსეს.

მეორე სართულის ნაწილს თავად ლოგინი იკავებს, დანარჩენი ნაწილი კი საძინებლის სხვა ნივთებით ან დასასვენებელ კუთხედ შეიძლება გამოიყენოთ. თითოეული კედელი რომ მაქსიმალურად გამოეყენებინათ, დიზაინერებმა წიგნის თაროები და მცირე ზომის ჟურნალის მაგიდა განათავსეს, რომელიც  საღამოობით შეგიძლიათ სამუშაო ადგილად გამოიყენოთ.

6.კიბე

მეორე სართულზე რომ მოხვდეთ, ძალიან კომფორტული კიბე შექმნეს, რომლის შიდა კუთხეებიც შეგიძლიათ დამატებითი ნივთების შესანახად გამოიყენოთ.

წიგნებს რომ ადვილად მიწვდეთ მეტალის მცირე ზომის კიბე დააყენეს, რომელიც კარადის წინ მოათავსეს.

ამ მცირე ზომის ბინის ინტერიერი მინიმალისტურ სტილში არის გაფორმებული, მაგრამ ძალიან პრაქტიკული, კომფორტული და მოდური გამოვიდა.

მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.