სამზარეულოს დიზაინის 16 იდეა მათთვის, ვინც ხრუშჩოვკებსა და მცირე ზომის ბინებში ცხოვრობენ

სამზარეულოს დიზაინის 16 იდეა მათთვის, ვინც ხრუშჩოვკებსა და მცირე ზომის ბინებში ცხოვრობენ
სამზარეულოს დიზაინის 16 იდეა მათთვის, ვინც ხრუშჩოვკებსა და მცირე ზომის ბინებში ცხოვრობენ

ბევრმა ჩვენგანმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს პატარა სამზარეულო. მისი მცირე ზომის ფართობი დიასახლისს აიძულებს კარგად მოიფიქროს, თუ ესა თუ ის ნივთი სად განათავსოს. თუმცა, ყველაფრისთვის ადგილი მაინც არ რჩება. დამწუხრება არ იჩქაროთ. ეს სამზარეულოს დიზაინის 16 იდეა აუცილებლად გამოადგება მათ, ვინც ხრუშჩოვკებსა და მცირე ზომის ბინებში ცხოვრობენ.

1.ნარინჯისფერი გარნიტურა

მცირე ზომის თეთრი სამზარეულო ღია ფერის ნარინჯისფერი კუთხური გარნიტურით, პრიმიტიული სტილის საინტერესო ნახატებით და მრგვალი მაგიდით – მცირე საოჯახო სამზარეულოს მოწყობის შესანიშნავი ვარიანტია.

2.მთლიანი სამუშაო მაგიდა

ორიგინალური სამზარეულო მუქი ფერის კედლებით და სამზარეულო გადმობრუნებული L ფორმის გარნიტურით, რომელიც საკიდი მაგიდით მთავრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრადიციული დახურული კარადის ნაცვლად ღია თაროები და ნივთების შესანახი მცირე ზომის სისტემა.

3.ღია ფერის აქცენტი

პატარა, ღია ფერის სამზარეულო კუთხური თეთრი გარნიტურით, მრგვალი სასადილო მაგიდით და ღია ფერის დეტალებით, როგორიცაა ფერადი სავარძლები და მწვანე ფერის მაცივარი, რომლებიც სივრცის მთავარი დეტალები გახდნენ.

4.თანამედროვე სტილი

მცირე ზომის სამზარეულოში თავისუფალი სივრცის შენარჩუნება და თანამედროვე მოდური დიზაინის ტენდენციის გამოყენება მოახერხეს. კედლების ნეიტრალური ფერი, მოთეთრო-მონაცრისფერო ფერის ნახევრად მრგვალი გარნიტურა, ორიგინალური სამზარეულოს კუნძული, რომელიც სასადილოს მაგიდის ფუნქციას ასრულებს და უნიკალური გამჭირვალე გრძელსკამი.

5.სკანდინავიური სტილი

მცირე ზომის ქათქათა თეთრი ფერის სამზარეულო ბევრი კარადით, მცირე ზომის სასადილო მაგიდით, ორიგინალური სანათებით და ბევრი ყვავილების ლარნაკით და ქოთნებით.

6.დეტალებზე აქცენტი

მცირე ზომის სამზარეულო, უპირატესად თეთრი ფერის სტილში გაფორმებული, ღია-ნარინჯისფერი საფარველის და ეფექტური ფერადი ფარდების დეტალით.

7.თავშეკავებული ნაცრისფერი

მოდური პატარა სამზარეულო, რომელიც ნაცრისფერ ფერში არის გადაწყვეტილი, თეთრი ფერის კუთხური გარნიტურით, ნაცრისფერი ზედაპირით, ჩაშენებული ტექნიკით, საფარველის ზონაში აგურის ფილების იმიტაციით და კომპაქტური კვადრატის ფორმის მაგიდით, სადაც ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება.

8.ღია სამზარეულო

ორიგინალური დიზაინის პატარა ღია სამზარეულო L ფორმის გარნიტურით და ორი სივრცის საზღვარზე ბარის დახლით.

9.ნარინჯისფერი კარადები

პატარა სამზარეულო ღია ნარინჯისფერი კარადებით, კლასიკური სასადილო მაგიდით და ერგონომიული კედელზე დამონტაჟებული შენახვის სისტემებით – ხრუშჩოვკის ბინის სამზარეულოს მოწყობის შესანიშნავი ვარიანტი.

10.ვიწრო სამზარეულო

ძალიან მოდური ვიწრო სამზარეულო, რომელიც ნეიტრალური კრემისფერი ზედაპირით, ორიგინალური ლურჯი ფერის გარნიტურით და კომპაქტური საკიდი მაგიდით არის გაფორმებული.

11.საფარველი

სტანდარტული სამზარეულო კუთხური თეთრი ფერის გარნიტურით, ზემოთ დამონტაჟებული კარადებით, მრგვალი სასადილო მაგიდით და ორიგინალური საფარველით, რომელიც ამ სივრცის მთავარ აქცენტს წარმოადგენს.

12.ფანჯრის რაფის გადაკეთება

ძალიან პატარა ზომის სამზარეულო ნაცრისფერ-ყავისფერ ფერებში, ერთ კედელზე დამონტაჟებული კლასიკური სამზარეულოს გარნიტურით და არასტანდარტული ფორმის ფანჯრის რაფა, რომელიც სასადილო მაგიდის ფუნქციას ასრულებს.

13.ნათელი სამზარეულო

ნათელი სამზარეულო თეთრი კედლებით და ზედაპირით, რომლებიც კარგი განათების პირობებში თითქმის უმნიშვნელოდ ჩანს სალათისფერი სამზარეულოს გარნიტურით, ცენტრში სასადილო მაგიდით და ღია ფერის ფილებით საფარველის ზონაში.

14.ლაკონური დიზაინი

პატარა სამზარეულოს მოდური და ლაკონური ინტერიერი კომპაქტური მრგვალი მაგიდით ხის ზედაპირით, თანამედროვე ტექნიკით და ეფექტური შავ-თეთრი ფილებით.

15.ახალი ფერები

პატარა ზომის სამზარეულო ჯადოსნური სალათისფერი გარნიტურით, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კარადას და თაროებს, არამედ ბარის დახლს, რომელსაც მცირე ზომის სასადილო მაგიდის ჩანაცვლება შეუძლია.

16.პროვანსი

შესანიშნავი სამზარეულო ვინტაჟური კარადებით, ხის სასადილო მაგიდით, კომფორტული დივნით და ეფექტური საფარველით, რომელიც იასამნისფერის სხვადასხვა ელფერის ფილებით არის დაფარული.

მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.