11 მოქმედი მეთოდი, რომლებიც პატარა ბინას ვიზუალურად გაზრდის

11 მოქმედი მეთოდი, რომლებიც პატარა ბინას ვიზუალურად გაზრდის
11 მოქმედი მეთოდი, რომლებიც პატარა ბინას ვიზუალურად გაზრდის

როგორც ცნობილია, ნებისმიერი პატარა სივრცე ვიზუალურად უფრო ფართო შეიძლება გავხადოთ, თუ ყველაზე ეფექტურ და ხელმისაწვდომ მეთოდს – ოპტიკურ ილუზიას გამოვიყენებთ. ბევრი მეთოდი, ხრიკი და ტექნიკა არსებობს, რომლებიც ძალიან ვიწრო სივრცეს ფართოდ გადააქცევს. პატარა ბინის მფლობელებს, რომელთაც ვიზუალურად ფართო სივრცის შექმნა სურთ, ეს 11 ნამდვილად მოქმედი დიზაინერული რჩევა სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.

ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი მეთოდი შეიქმნა, რომელიც ძალიან პატარა ოთახს უფრო ფართოს, მაღალს, ნათელს ხდის ისე, რომ უკვე არსებულ ნიშას და კედლებს, ასევე ძვირადღირებულ დაგეგმვას და რემონტს არ ეხება. ამ მეთოდების გამოყენებით პრობლემას თავად გაუმკლავდებით და სპეციალისტების დახმარება არ დაგჭირდებათ. თუმცა მთავარი წესის დაცვა მოგიწევთ – პროპორციები არ დაარღვიოთ და ზედმეტი არ მოინდომოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო შედეგს მიიღებთ.

1.კონტრასტული ლაქა

ყველასთვის ცნობილია, რომ ინტერიერში ფერს მთავარი როლი აქვს და თუ მისი არჩევის დროს შეცდომას დაუშვებთ, არასწორად შერჩეული ფერების გამა უკვე არსებულ ფართობს უბრალოდ „შთანთქავს“. ეს კი პატარა სივრცისთვის დაუშვებელი ფუფუნება არის.

დიზაინერების საიტზე ან ჟურნალებში ხშირად ღია ფერის გამოყენებას გირჩევენ. თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ 8 კვ.მ-ზე მეტ ფართობზე მუშაობს, უფრო ნაკლებ ფართობზე კი ასეთი გაფორმებით ოთახი საავადმყოფოს პალატას ან სააბაზანოს მსგავსი იქნება.

სწორედ ამიტომ არსებობს ძალიან საინტერესო დიზაინის გაფორმება – ერთი ან რამდენიმე კედლის ჩამუქება. მაგ., თუ უკანა კედელზე აქცენტს გააკეთებთ და მას მუქ ფერში შეღებავთ, ოთახი ვიზუალურად ღრმა გამოჩნდება და უფრო მეტი სივრცის ეფექტს მოგცემთ. ასეთი მეთოდი სწორად უნდა გამოიყენოთ, ყურადღება ოთახის ფორმასა და სიმაღლეს უნდა მიაქციოთ, რადგან შეუსაბამო გამოყოფა სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს.

2.მომგებიანი ნახატიანი შპალერი

გონივრულად შერჩეული შპალერი ოთახს წამიერად ნათელს და ფართოს გახდის იმ პირობით, რომ თქვენ ოთახის ფორმა და სიმაღლე გაითვალისწინეთ.

თუ ოთახს დაბალი ჭერი აქვს, მაშინ ვერტიკალური ზოლების მქონე შპალერი გამოიყენეთ, ასე სივრცე ვიზუალურად უფრო გაიზრდება.

თუ ერთ-ერთ კედელზე დიდი გეომეტრიული ნიმუშების შპალერს გააკრავთ, დანარჩენზე კი ერთი ფერის შპალერს, ვიზუალურად ოთახი უფრო ფართო გამოჩნდება.

წვრილ ნახატებიანი შპალერის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ მან თვალების დაღლა არ გამოიწვიოს. ასევე ძალიან დიდი ნახატის, ან სხვადასხვა ფერის ნახატების მქონე შპალერი ოთახს არც სივრცეს შემატებს და არც სილამაზეს.

3.ფოტოშპალერი ან ფრესკა

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ძალიან ხარისხიანი და ორიგინალური ფოტოშპალერი გამოჩნდა, ასევე წარმოუდგენელი ფოტო-სურათები, რომლებიც ოთახის არა მხოლოდ გარეგნულ მხარეს შეცვლის, არამედ წარმოუდგენელ სივრცეს შექმნის.

ძალიან პატარა ზომის 1 კვ.მ ფართობის სააბაზანოც კი წარმოუდგენლად შეიცვლება.

4.3D – თანამედროვე ტექნიკა

შპალერის შექმნის თანამედროვე ტექნიკა ნებისმიერი სფეროს ძალიან რეალისტურ სურათებს ქმნის და ინტერიერის გაფორმება გამონაკლის არ წარმოადგენს. 3D ტექნოლოგია სივრცეს ვიზუალურად უფრო ზრდის, ვიდრე ჩვეულებრივი სარკე, ფერი და ა.შ.

თუ 3D ტექნოლოგიის შპალერს, ჭერს ან იატაკს შეარჩევთ ოთახს არა მხოლოდ ვიზუალურად გაზრდით, არამედ ინტერიერის განსაცვიფრებელ შედეგს მიიღებთ.

5.სარკის ზედაპირები

ყველასთვის ცნობილია, რომ სარკეს ფერის გამრავლების უნარი და ირგვლივ არსებული ნივთების არეკვლა შეუძლია, რითაც სივრცეს ვიზუალურად ზრდის. სწორედ ამიტომ, პატარა ბინის გასაფორმებლად სარკე მთავარი ელემენტი უნდა იყოს, რომელიც ოთახს არა მხოლოდ გააფორმებს, არამედ ვიზუალურად ფართობს გაზრდის.

თუ ფანჯრის მოპირდაპირედ დიდ სარკეს ან კარადას სარკიანი ზედაპირით დააყენებთ, მაშინ სინათლე და სივრცე გარანტირებული გექნებათ. მთავარია, დარწმუნდით, რომ მზის პირდაპირი სხივები სარკეს არ ხვდება, რადგან ეს ზედაპირის დაზიანებას და ლაქების გაჩენას გამოიწვევს.

თუ ერთ კედელზე სარკიან ზედაპირს დაამონტაჟებთ, შესანიშნავ ეფექტს მიაღწევთ – ოთახი უფრო ნათელი და დიდი გახდება.

6.განათება

ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული ინტერიერიც კი ჩაქრება, თუ ოთახი შესაბამისი განათებით უზრუნველყოფილი არაა. ყველა კუთხის გონივრული განათების წყალობით პატარა ოთახი შეგიძლიათ ფართო დარბაზად გადააქციოთ. ამასთან გარკვეული წესები უნდა დაიცვათ.

როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ სწორედ პატარა ოთახში დიდი ჭაღის დამონტაჟება შესანიშნავ ვარიანტს წარმოადგენს. მისი ნათელი და მოცულობითი ფერი ინტერიერს არა მხოლოდ კარგად შეერწყმება, არამედ სივრცის ილუზიას შექმნის.

ძალიან საინტერესო და ღრმა ეფექტს იძლევა LED და ჰალოგენური განათება, რომლებიც ქვედა თაროებზე, კარადებსა და სარკებზე მონტაჟდება. ისინი ოთახს შესანიშნავად ანათებენ და ვიზუალურად ზრდიან.

თუ განათებას კედლის გასწვრივ დაამონტაჟებთ, ოთახის სიღრმე და სივრცე გარანტირებული გექნებათ.

ოთახის ყველა ჩამუქებული ადგილი უმჯობესია ცალკე გაანათოთ, ამისთვის ტორშერი ან იატაკის ჭაღი გამოიყენეთ. ასეთი ხრიკი პატარა ოთახს მოცულობას შემატებს და მას უფრო მყუდროს გახდის.

7.ტექსტილის პროდუქცია

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფარდებზე ან პორტიერაზე უნდა იზრუნოთ, რომლებიც ოთახს ასევე ვიზუალურად უფრო გაზრდის. აქედან გამომდინარე, მუქი ფერის ფარდებზე უარი თქვით და ნათელი და ჰაეროვანი ფარდები გამოიყენეთ.

ოთახს ვიზუალურად გაზრდით, თუ ფარდებს გარმონის სახით შეკრავთ, ამასთან ფარდა აუცილებლად იატაკამდე დაშვებული უნდა იყოს. კარნიზი უმჯობესია ფართო დააყენოთ და სიგრძე ფანჯრის თარომდე უნდა ჰქონდეს.

თუ თქვენ პატარა ოთახი გაქვთ, მაგიდას სუფრა არ გადააფაროთ. ის აქცენტზე მასზე ამახვილებს. რაც სივრცეს ვიზუალურად უფრო ავიწროებს.

8.ხალიჩა

თუ სითბო და კომფორტი გიყვართ, ხალიჩა ინტერიერის აუცილებელი ნაწილი გახდება. მის ფერსა და ზომაზე ოთახის საბოლოო შედეგი არის დამოკიდებული. მუქი ყვავილები და მასიური ნახატები ინტერიერს არა მხოლოდ ამძიმებს, არამედ სივრცეს შთანთქავს.

ზომის არჩევანი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ხალიჩას რომელი ოთახისთვის იყენებთ. თუ ეს საძინებელი ოთახია, ის იატაკის მთელ ფართობზე უნდა იყოს, თუ სასტუმრო ოთახია უმჯობესია ვიზუალურად დასასვენებელი ზონა გამოყოთ და ამ სივრცეში რბილი ავეჯი განათავსოთ.

ვიწრო შემოსასვლელში უმჯობესია პატარა სიგანის გრძელი ხალიჩა გამოიყენოთ, რომელიც იატაკის ზედაპირს ბოლომდე ფარავს.

9.ყვავილოვანი გადაწყვეტა

როგორც არ უნდა გსურდეთ, მრავალფეროვანი ან მუქი ფერის კარადების ქონა, უმჯობესია ამ იდეას უარი თქვათ, თუ პატარა ოთახები გაქვთ. მუქი ფერები სივრცეს შთანთქავს.

ხოლო თუ ექსპრესია გსურთ, შეგიძლიათ რამდენიმე ბალიში ან მოსაფარებელი დადოთ, ეს ვარიანტი სივრცეს დანაკარგის გარეშე ხიბლს შემატებს.

10.გამჭირვალე ავეჯი

პატარა ბინაში ძალიან საინტერესო და მომგებიანი ვარიანტია გამჭირვალე მაგიდის ან სკივრის გამოყენება ჟურნალის მაგიდის ნაცვლად. ისინი პირდაპირი ფუნქციის შესრულების გარდა ოთახიდან სივრცეს არ იღებენ, რადგან მინა საშუალებას გაძლევთ მისი გავლით ნივთებს შეხედოთ.

11.ავეჯის ზომა

ავეჯის ზომას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მცირე ზომის ფართობის ავეჯით გადტვირთვა რეკომენდებული არაა. სწორედ ამიტომ მასიური კარადები, დივანი ან სავარძელი ჯობს დაივიწყოთ, მაშინაც კი თუ დიდი ზომის ფორმები გიყვართ.

ასეთი ფართობები უმჯობესია HI-TECH სტილში მოაწყოთ, რომელიც მინიმალურ ავეჯს, სწორ ხაზებს, პრიალა ზედაპირს ქრომირებული აქსესუარებით და ღია ცივ ფერებს მოიცავს. სწორედ ამიტომ ლაკონური, კომპაქტური ზომის, მსუბუქი მასალისგან დამზადებული, სარკის ან პრიალა ზედაპირის მქონე ავეჯი შეარჩიეთ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.