
რეალობა ისეთია, რომ ჩვენი სააბაზანოების უმეტესობა იმდენად პატარა არის, რომ მობრუნებაც კი გაგიჭირდებათ. თუმცა ჯობს პოზიტიურად იფიქროთ. თანამედროვე დიზაინერები სააბაზანოს ყველა საჭირო ფუნქციით მოწყობის უამრავ ვარიანტს გთავაზობთ. ჩვენ გთავაზობთ 17 იდეას. რომლებიც პატარა სააბაზანოს მაქსიმალურად მოდურად და ფუნქციურად მოაწყობს.
1.ფორმებით თამაში
პატარა სააბაზანო გაიძულებთ იყოთ გამომგონებელი. მაგ., უჩვეულო ფორმის თარო, სწორად შერჩეული სანტექნიკა და შენახვის სისტემა თაროს ქვეშ სააბაზანოს მაქსიმალურად ფუნქციურად დატვირთულს გახდის.
2.აქცენტი კედელზე
პატარა სააბაზანო თანამედროვე თეთრი-ნაცრისფერი გაფორმებით და ერგონომიული სანტექნიკით. ამ სივრცეში არის აქცენტი კედელზე და ზედმეტი არაფერი, ხოლო ყველა დეტალი თითოეული კვადრატის რაციონალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
3.მდიდრული სააბაზანო
მცირე ზომის სააბაზანოს მფლობელები ხშირად აბანოს სრული მოწყობილობის ყიდვაზე უარს ამბობენ, რადგან თვლიან, რომ პატარა სივრცეში უბრალოდ არ დაეტევა. კომფორტზე უარის გარეშე პრობლემის მოგვარებას არასტანდარტული ფორმის სააბაზანოთი შეძლებთ. მსგავსი მოდელი ამ კლასიკურ სააბაზანოში არის მოწყობილი, რომელიც თეთრი და მწვანე ფერებით არის გაფორმებული.
4.გაზაფხულის ფერები
დიზაინერული სააბაზანო თეთრ-იასამნისფერ ფერებში ლამაზი ყვავილების გამოსახულებით კედელზე, კუთხური საშხაპე კაბინით და მოდური პირსაბანის კუთხით.
5.განთავსების საიდუმლო
სალათისფერი დეტალები და სწორად განთავსებული ერგონომიული სანტექნიკა უჩვეულოდ მოდურ და გაჯერებულ სივრცეს შექმნის.
6.ეფექტური დეტალი
პატარა სააბაზანო თეთრი ფერის კედლებით, მინიმალისტური საშხაპე კაბინით, ხელსაბანი კლასიკური ხის თაროთი და შავ-თეთრი იატაკი, რომელიც ამ მცირე სივრცის ეფექტური დეტალი გახდა.
7.მუქი ელფერები
მცირე ზომის სააბაზანო მუქი-ნაცრისფერი კედლით, თეთრი იატაკით და ჭერით, საშხაპე კუთხე გამჭირვალე კარებით, კლასიკური უნიტაზი და შავი სარეცხი მანქანა, რომელიც ასევე ხელსაბანის სადგამს წარმოადგენს.
8.ნეიტრალური ელფერი
პატარა სააბაზანო კლასიკური კვადრატული ფილებით კრემისფერი და ყავისფერი ელფერით, სადაც კლასიკური აბანო, ხელსაბანი, ხის ტუმბა მოთავსდა – ყველაფერი, რაც კომფორტისთვის არის საჭირო და არაფერი ზედმეტი!
9.კომპაქტურობის სასწაული
ძალიან პატარა მოსაზღვრე სველი წერტილები ღია ელფერებით, რომელშიც მცირე ზომის მიუხედავად სრულყოფილი საშხაპე გამჭირვალე საზღვრით, უნიტაზი და ტუმბო ხელსაბანით მოაწყვეს.
10.კუთხური აბაზანა
პატარა კუთხური აბაზანა – მცირე სააბაზანოს შესანიშნავი გადაწყვეტილება. დანარჩენი ავეჯის და სანტექნიკის სწორი განლაგების შემთხვევაში კომფორტული გარემოს და სივრცის ილუზიის შექმნასაც შეძლებთ.
11.თეთრი და ყავისფერი
თეთრი და ყავისფერი ფილების შეხამება შესანიშნავი ვარიანტია მცირე სააბაზანოს გასაფორმებლად, სადაც აბაზანის ნაცვლად საშხაპე კაბინა თაროების კუთხით, სკამით და ცოცხალი მცენარეებით მოაწყვეს.
12.ვიწრო სველი წერტილი
ვიწრო სველი წერტილი კერამიკის ფილებით, რომლებიც აქტიური ზოლებით არის გაფორმებული. სააბაზანოში კლასიკური აბაზანა, თანამედროვე უნიტაზი და ზემოთ და ქვემოთ განთავსებული კარადები მოაწყვეს.
13.ჯაკუზი
პატარა სააბაზანო კედელზე თეთრი კაფელის ფილებით, ნატურალური ხის დეტალებით და დიდი კვადრატული ჯაკუზით, რომლებიც ამ სივრცის ხიბლს წარმოადგენს.
14.ნათელი დეტალი
ნათელი ელფერი სივრცის საზღვრებს ვიზუალურად გააფართოებს, რაც უბრალოდ აუცილებელია, თუ პატარა სააბაზანოზე ვსაუბრობთ. ხოლო ფერადი ფილები იატაკზე სივრცეს გააცოცხლებს და დინამიკას შემატებს.
15.მხატვრული ნაწილი
პატარა სააბაზანოს განსაცვიფრებელი ინტერიერი, რომლის მთავარ ხიბლს კედელზე თეთრი და ცისფერი ფილების ორიგინალური განლაგება წარმოადგენს.
16.აღმოსავლური სტილი
პატარა სააბაზანოს საინტერესო ინტერიერი ერთ-ერთ ქათქათა კედელზე მოზაიკით, ტუმბა-ხელსაბანით, მასიურ ჩარჩოში ჩასმული სარკით და მცირე ხის დეტალით, რომლებიც სივრცეში მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის.
17.შემოქმედებითი გაფორმება
მოსაზღვრე სველი წერტილები თანამედროვე სტილში, გაფორმებული მწვანე ელფერით, პანო კერამიკული ფილებით, სრულყოფილი აბაზანით, მოდური მინის თაროებით და ერგონომიული ხელსაბანით.
ვიდეო-ბონუსი:
მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.