
ყოველწლიურად დიზაინერები ასობით მოწყობილობას ქმნიან, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად არის საჭირო. უმეტეს შემთხვევაში ეს უსარგებლო ნივთებია, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება შეუძლებელია, თუმცა მათ შორის საინტერესო ნიმუშებიც არსებობს. ეს 19 პრაქტიკული და ლამაზი ნივთი სახლისთვის, აუცილებლად სურვილების სიას უნდა დაუმატოთ.
1.თავსახური
ჯერ კიდევ 5-10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გახსნილი ცელოფანის შეფუთვის დახურვას სპეციალური თავსახურით შეძლებდნენ. მაგრამ 21 საუკუნეში ფანტასტიკა რეალობად იქცა. ახლა სამაგრები ნამდვილმა თავსახურმა ჩაანაცვლა, რომელიც შეფუთვას ადვილად ეცმევა და ჩიფსის, მარცვლეულის და სხვა წვრილი პროდუქტის შეფუთვის ჰერმენტულად დახურვის საშუალებას იძლევა.
2.ფუნქციური ლანგარი
რა არის საჭირო კარტოფილის გასათლელად? ჩვეულებრივ ჩვენ ვიღებთ წყლით სავსე ქვაბს, ცელოფანს ნათალის ჩასაყრელად და მაგიდასთან ვჯდებით. მაგრამ ტექნოლოგია ერთ ადგილას არ ჩერდება, ჩვენ კი სიახლეებს გაგაცნობთ. ერთ-ერთი მათგანი არის ფუნქციური ლანგარი ცენტრში ჩაღრმავებით კარტოფილისთვის და საკმაო სივრცით გვერდებზე გასათლელად. გარდა ამისა, ლანგრის ფორმა მის მუხლებზე კომფორტულად მოთავსების საშუალებას იძლევა, რაც კარტოფილის ნებისმიერ ოთახში გათლის საშუალებას მოგცემ.
3.ყინულის ფორმა
ფორმა წყლით აავსეთ, მაგრამ სანამ საყინულამდე მიიტანეთ წყალი დაგესხათ? ეს კლასიკური ყინულის ფორმის სტანდარტული პრობლემაა. ამ ფორმის უჯრები გვერდიგვერდ არის განთავსებული და მათ შესავსებლად პატარა ხუფი წყლით უნდა აავსოთ, შემდეგ კი ფორმაში ჩადოთ და საყინულეში შედგათ.
4.კექსის ფორმა
ადამიანებს, ვისაც გამოცხობა უყვართ, ყოველთვის კულინარიული ექსპერიმენტები, ახალი ფორმა და შიგთავსი სწყურიათ. მათთვის საუკეთესო საჩუქარს ორიგინალური ფორმები წარმოადგენს, რომელიც ჩვეულებრივ კექს პატარა ზომის ტორტად გადააქცევს.
5.მაშა სალათისთვის
ბევრი მწვანილის მქონე ბოსტნეულის სალათის კოვზით თეფშზე გადატანა კომფორტული არაა. ამოცანას ღია ფერის ფართო, პლასტმასის მაშა გაგიმარტივებთ. რა თქმა უნდა, ეს პირველი აუცილებლობის ნივთი არაა, მაგრამ აბსოლუტურად უსარგებლოს მას ვერ ვუწოდებთ.
6.უნიტაზის საწმენდი
ვინ თქვა, რომ უნიტაზის საწმენდი შეუხედავი უნდა იყოს. მთავარია, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და სხვა ყველაფერი სისულელეა. როგორც არ უნდა იყოს! სააბაზანოს აქსესუარი არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ მომხიბლავიც შეიძლება იყოს. მაგ., ასეთი სასაცილო კაქტუსი ქოთანში.
7.კარაქის დისპენსერი
ეს არის უნიკალური მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს პლასტმასის კონტეინერს კარაქისთვის მცირე მექანიზმით და დანით. მსუბუქი დაჭერით კარაქის ნაჭერი პირდაპირ პურზე მოხვდება ჩანგლის ან დანის გამოყენების გარეშე.
8.დამცავი ეკრანი
ადამიანებმა, რომელთაც მაღალ ცეცხლზე და ბევრ ზეთში შეწვა უყვართ, იციან თუ რამდენად რთულია ზეთის შხეფების გაწმენდა. სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოიგონეს საფარველი, რომელიც კედლის მსგავსად გაზქურას დაბინძურებისგან დაიცავს.
9.პირსახოცის გასათბობი
ელექტრული გამათბობელი პირსახოცისთვის – სახლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი. მერწმუნეთ, სანამ არ გამოცდით, ვერ გაიგებთ. მოწყობილობა არა მხოლოდ ათბობს, არამედ პირსახოცს სტერილიზაციას უკეთებს, ბევრ მიკრობს კლავს, რომლებიც სააბაზანოს სველ სივრცეში ცხოვრობენ.
10.კალათა სარეცხისთვის
საოცარი ბადის კალათა, რომელიც ონკანზე მოხერხებულად ფიქსირდება, საშუალებას მოგცემთ ხილი, კენკრა, ბოსტნეული, სოკო და მწვანილი გარეცხოთ. გარეცხვის შემდეგ, ონკანზე დაკიდული დატოვეთ, ასე პროდუქტი გაშრება.
11.უჩვეულო ტაფა
ტაფა მცირე სექციებით – შესანიშნავი გამოგონება კვერცხის ან ბლითების გამოსაცხობად. თუ პერფექციონისტი ხართ, ასეთი ტაფა და მასზე მომზადებული კერძი ნამდვილად სულის მოთქმის საშუალება იქნება.
12.ტორტის დანა
უჩვეულო მოწყობილობა, რომელიც ტორტის ფრთხილად დაჭრის და თეფშზე დადების საშუალებას მოგცემთ.
13.თავსახური
თუ გაზქურაზე დადგმულ ქვაბს ერთი წამით მარტო დატოვებთ, შეიძლება ქვაბში მოთავსებული პროდუქტი გადმოვიდეს. ეს სამწუხაროა, რადგან კერძის მომზადების შემდეგ გაზქურის გაწმენდაც მოგიწევთ. თუმცა, ზედმეტ ხლაფორთს თავიდან აიცილებთ, თუ ფერად ჩაღრმავებულ დასვრეტილ თავსახურებს გამოიყენებთ, რომლებიც სითხეს საზღვრიდან გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.
14.წინსაფარი
მარტივი წინსაფარი სუფრის მოწყობილობის, სალფეთქის და პირსახოცის ჯიბეებით არა მხოლოდ ლაქებისა და მტვრისგან დამცველი, არამედ სამზარეულოს „თანაშემწე“ გახდება.
15.კონტეინერი გასაშრობად
ეს ლამაზი კონტეინერი ონკანზე ადვილად მაგრდება, რაც სხვადასხვა პროდუქტის ან ჭურჭლის გაშრობის საშუალებას იძლევა.
16.აქანდაზი
ნებისმიერმა დიასახლისმა იცის, რომ დალაგების დროს ცოცხზე ბევრი თმა, შინაური ცხოველების ბეწვი და სხვადასხვა კონკები გროვდება. მათი მოშორება შეგიძლიათ ხელით ან კბილებიანი აქანდაზით, რომელსაც ცოცხის თავად გასუფთავება შეუძლია.
17.საჭრელი დაფა
როცა დაფაზე ბევრ სხვადასხვა პროდუქტს ჭრით, აუცილებლად სივრცის სიმჭიდროვეს გადააწყდებით. მაშინ დაგჭირდებათ გამოიყენოთ პროდუქტი, რომლებიც შემდგომ უნდა გარეცხოთ. ამ პრობლემას თანამედროვე და ფუნქციური ხის დაფა გადაჭრის, რომელსაც დაჭრილი პროდუქტისთვის სამი პლასტმასის კონტეინერი ახლავს.
18.მაგნიტი
ეს უნიკალური მოწყობილობა მაგნიტის მსგავსად ცხიმს იზიდავს. მისი გამოყენება შეგიძლიათ ბულიონიდან ცხიმოვანი ფენის მოსაშორებლად ან შემწვარი ხორციდან ზეთის ნარჩენის შესაგროვებლად.
19.კონსერვის დანა
თუ ჯერ კიდევ ძველი საბჭოთა კავშირის დროინდელი კონსერვის სახსნელით იტანჯებით, დროა ის ფუნქციური დანით ჩაანაცვლოთ. Joseph Joseph-ის კომპაქტური მოწყობილობა ერთი დაჭერით კონსერვის თავსახუზე მაგრდება, შემდეგ კი თავსახურის მოსახსნელად უბრალოდ ირგვლივ უნდა შემოატაროთ.
ვიდეო-ბონუსი:
მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.