განახლებული თანამედროვე ავეჯი, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტთ

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელში საკმოდ აქტუალური იყო მინა, რომლებშიც დიასახლისებს გამოფენილი ჰქონდათ, სხვადასხვა სახის ჭურჭელი მათ შორის უცვლელი მადონას სერვისი, კლასიკური მწერლების წიგნები, ძველი ტელევიზორი და მაგნიტოფონი, რომელიც უცვლელი და აუცილებელი ატრიბუტი იყო ძველებური მისაღები ოთახის შუშის კარადებისათვის. საბჭოთა ავეჯი გამოირჩეოდა მოსაწყენი და ერთფეროვანი დიზაინით, განსხვავებით თანამედროვე ავეჯისგან, რომელიც მკვეთრად განსხვავდება თავისი თანამედროვე, დიზაინით მსუბუქი კონსტრუქციითა და რაც ყველაზე მთავარია მრავალფუნქციურობით.

თუ ინტერიერის განახლებას ფიქრობთ, ყურადღება მიაქციეთ მისაღები ოთახისთვის განკუთვნილ კარადას, როგორ ასოციაციებსაც არ უნდა იწვევდეს ის თქვენთვის , თანამედროვე ავეჯის სამყარო გთავაზობთ ფართო არჩევანს ყველა ტიპის კონსტრუქციის, სტილის და ფორმის გარნიტურებს, რომელიც არა მხოლოდ გაალამაზებს თქვენს ინტერიერს, არამედ ფუნქციურად მნიშვნელოვნად დატვირთავს მას.

იმისათვის, რომ ინტერიერისთვის განკუთვნილმა ნივთმა არა მხოლოდ დაამშვენოს და გაალამაზოს სახლი, არამედ საჭირო და კომპაქტური გამოყენება ნახოს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი სახის რჩევები:

1. თავისებურებანი

კარადას ყოველთვის შეუძლია შექმნას მოდური და კონფორტული სივრცე მისაღებ ოთახში რაც შემდეგი გარემოებების დამსახურებაა:

– ფუნცქციონალურობა

ავეჯის ეს სახეობა საშუალებას გაძლევთ მოათავსოთ ყველა სახის სახლში არსებული საოჯახო ნივთები, ვინაიდან იგი საკმაოდ ტევადია და შესაძლბელია მოთავსდეს როგროც დიდი ასევე პატარა ზომის სხვადასხვა ნივთები, დაწყებული პაწაწინა სუვენირებით დამთავრებული დიდი მულტიმედიის ცენტრით. ყველაფერიიმაზეა დამოკიდებული თუ როგორი სტილისა და აგებულებისაა კარადა.

– პრაქტიკულობა და სივრცის ეკონომიურობა

კარადა შესაძლებელია შეირჩეს სხვადასხვა ზომისა და ფორმის მისაღები ოთახისთვის , მთვარია – შეირჩეს სწორი ფორმისა და ზომის ავეჯი, აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს ოთახის სხვა ავეჯის სტილსა და ფერებთან შეხამება.

თუკი ოთახი პატარაა მაქსიმალურად რაციონალურად უნდა განაწილდეს ოთახის სივრცე, განსაკუთრებით მაშინ თუ სახლში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, რადგან ყველა ოჯახის წევრს კარადაში სჭირდება მისი პირადი ნივთებისათვის განკუთვნილი სივრცე, ასეთ შემთვევაშიი საჭიროა შეირჩეს მრავალუჯრიანი, კომოდიანი და მრავალთაროიანი კარადა.

მაშინ როდესაც ოტახს გააჩნია საკმარისი სივრცე, ასეთ დროს უმჯობესია ავარჩიოათ მცირე ზომის კედლის გრანიტურები , სადაც მოთავსდება სხვადასხვა ლამაზი ფორმის ნივთები მათ შორის ვიდეო/აუდიო სისტემა, თუმცა ყოველივემ არ უნდა გადატვირთოს ყველა თაროს სირვცე.

– ფერი და სტილი

თუკი სწორად შევარჩევთ ავეჯის შესაბამის დიზაინს, შეძებთ გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი სახლი . მთავარია არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და აარჩიოთ ნებისმიერი ფერი, ფორმა და ფაქტურა.

2. სახეობა და მოდელი

იმისათვის რომ სწორად არიჩეს შესაბამისი ავეჟი , აუცილებელია სწორად ერკვეოდეთ თანამედროვე გარნიტურებში.

– მოდულის მსგავსი

ასეთი სტილის ვარიანტები ყოველვის იქნება ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელი, ვინაიდან ისინი სხვდასხვა სექციისგან შედგებიან , რომებიც მზად არიან სხვადასხვა დანიშნულებით იქნენ გამოყენებულნი . ასეთი კონსტრუქციის მთავარი ღირსება იმაში დგომარეობს, რომ შესაძლებელია მისი გადაადგილება განცალკვება ან სულაც შეერთება ძირითად ავეჯთან.

– ჩაშენებული

ასეთ ფორმას აქვს თავისი უდიდესი დადებითი მხარეები , თუმცა აქვს თავისი ნაკლი. მისი მთვარი ღირსებაა სივრცის მნიშვნელოვნად დაზოგვა, ვინაიდან ის კედლის მნიშვნელოვან ნაწილ იყნებს.

მისი დიდი მინუსი ისაა, რომ არ არის შესაძლებელი ასეთი ავეჯის გადატანა, ან მასზე რაიმე ახლის დამატება, რაც მთვარია მისი გამოყენება მაღალსართულიან მცირე ფართიან ბინაში ნამდვილად კომფორტული და კარგი გამოსავალია.

– კუთხე

კუთხის კარადები დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი სტილის ავეჯია, რაც ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ასე, ვინაიდან პირველ რიგში ის ძალიან მოდურად და თანამედროვედ გამოიყურება , ამასთანავე ის მნიშვნელოვნად უწევს ეკონომიას ოთახის სივრცეს.

– დაკიდული

ავეჯი, რომელიც კედელზეა დაკიდული, ყველა ტიპის ავეჯს, უხდება და ქმნის საოცარ ჰარმონიულ და ჰაეროვან შეგრძნებებს. მისი ნაწილის განთავსება შესაძლებელია კედელზე მიმაგრებთ , ნაწილი ასევე თაროების სახით , ასეტი სტილის ავეჯი სივცეს მეტად ადიდებს და ამსუბუქებს ოთახს.

– სლაიდები

ასეთი სტილის კარადებისთვის დამახასიათებელია განსაკუთრებული თავისებურების მქონე კონსტრუქცია გამოყენებული სხვადასხვა ელემენტებისაგან, მისი ძრითადი ღირსება მისი ტევადობაა, აგრეთვე იგი შესაძლებელია განთავსდეს , როგორც მცირე ისე დიდ სივრციან ოთახებში.

– კარადა ტრანსფორმერი

ასეთი ჭვკიანური სტილის კარადები გამოდგება, მცირე ზომის ოთახებსა და სტუდიური ტიპის ბინებში. მასზე შემუშევებული სპეციალური მექანიზმის საშუალებით, კარადას შეუძლია გადაიქცე სავარძლად, ხან მაგიდად, ხანაც კი საწოლად. მისი მთვარი დადებით თვისება მისი უნარია მოკლე დროში და კომპაქტურად შეძლოს ბინის მოწყობა, თუმცა მისი შეძენა არც ისე იაფი ჯდება, თანაც მისი მექანიზმის მწოყბრიდან გამოსვლა მაღალი რისკის ქვეშაა.

– მასალა

თანამედროვე ავეჯი სხვადასხვა სახის მასალისაგან მზადდება. ისინი ერთანეთისგან განსხვავდებიან ხარისხით, ფასით, ვიზუალით და გამძლეობით.

– ბუნებრივი ხე

მისგან მზადდება ყველაზე ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე ავეჯი, რომელიც დიდი ხნით განმავლობაში მოაწონებს თავს მის მფლობელს. არ დაგავიწყდეთ ასეთი მასალისგან დამზადებულია ავეჯი საკმაოდ ძვირადღირებულია.

– MDF

ყველაზე ფართოდგავრცელებული მასალა ემდიეფ, ასევე წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმს. მისი გარეგნული მხარე დამოკიდებულია მის გარე მატერიალზე, ამ მასალისგან მზადდება კრეატიული და ეკონომიური ტიპის მოდელის ავეჯი, რომელიც საკმაოდ ხემისაწვდომ ფასად შეგიძლიად შეიძინოთ ავეჯის მაღაზიაში.

– გიპსოკარდონი

ამ მასალას ძრიტადად იყენებენ ე.წ ტიხრიანი სტილის თაროებისა და კედლის კარადის დასამზადებლად, ის საკმაოდ მარტივი დასამუშავებელია და სასურველი ფორმისა და ზომის ავეჯის შექმნაა შესაძლებელი.

მას აქვს თავის უარყოფითი თვისებები, იგი აგ გამოგადგებათ ხაგრძლივი დროით, ასევე გიფსოკარდონი ვერ უძლებს მიწისძვრებს.

– დე ეს პე ან დე ვე პე

იგი წარმოადგენს ეკონომ კლასის მასალას, რომელიც არის ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული პროდუქტი, მისი ვიზუალის შესაქმნელად მასზე აკრავენ სხვა სახის პროდუქტს, ან ამუშავებენ მის ზედაპირს შესაბამისი საშუალებებით. მისგან საკმაოდ მყარი კონსტრუქციის ავეჯს აზადებენ.

როგორც ხედავთ თანამედროვე ავეჯის ფართო არჩევანი საშუალებას იძლევა, აირჩიოთ იგი არა მხოლოდ სტილის მიხედვით, არამედ იმისათვის ,რომ კომპაქტურად და სრულყოფილად მოთავსდეს თქვენი კუთვნილი ნივთები ამ ავეჯში. ერთს გირჩევთ, დიდად ნუ აყვებით მეგობრებისა და ნაცნობების რჩევებს ავეჯის აჩევის პროცესის დროს, ვინაიდან მთავარია თქვენ და თქვენმა ოჯახის წევრებმა იგრძნოთ კონფორტი და სითბო, ვინაიდან სახლი მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის ბუდეა სახლი , რომლის მოწყობაც გსურთ.