
ხანდახან ყველაზე უმნიშვნელო დეტალს რადიკალურად შეუძლია შეცვალოს სახლის მთლიანი ინტერიერი. ასეთ დეტალს სამზარეულოში წარმოადგენს სამზარეულოს კედელი, რომელზეც სწორი მასალის, ზომის და ფერთა გამის შერწყმის შემთხვევაში მას შესძენთ ინდივიდუალურობას და თქვენი სახლის მთავარი სილამაზე გახდება. ამ მიზნით, ჩვენ წარმოგიდგენთ თანამედროვე სამზარეულოს სამშენებლო მასალას, რომელიც ქვენს სამზარეულოს დაიცავს ჭუჭყისა და საჭმლის სხვადასხვა ცხიმისგან.
სამზარეულოს ამ კედლის დახმარებით , თქვენ არა მხოლოდ ყურადღებას გადაიტანთ სამზარეულოს ზონაზე ან გარნიტურაზე, არამედ გამოყოფთ მას ცალკე. სილამაზესა და ორიგინალურობაზე სანამ აგდავალთ, არ დაივიწყოთ მთვაარი – სამზარეულოს ეს ნაწილი განსაკუთრებით დაიცვათ ტენიანობისა და სინესტისგან, შესაბამისად კედელში დაამატოთ თერმო და ხმის იზოლაციის მასალა. იმისათვის, რომ სწორად მოაწყოთ თქვენი სამზარეულო, საჭიროა მოისმინოთ თანამედროვე დიზაინერებისა და არქიტექტორების რჩევები, რომელსაც სპეციალურად შეგროვებულსა და დამუშავებულს გთავაზობთ.
– პირველ რიგში გასათვალისწინებელია ზომები
სამზარეულოს მოსაწყობი კედელი იწყება ჭურჭლის სარეცხი ნიჯარიდან განლაგებულია სამზარეულოს დასაკიდი თაროების ქვეშ და მთავრდება გაზქურის კედელთან. კედლის მონტაჟის ასეთი ვარიანტი უფრო პრაქტიკული და საიმედოა, ვინაიდან სამზარეულოში სწორედ აღნიშნული ნაწილის გადახურების ან დაზიანების რისკი მეტია შესაბამისად როდესაც განსხვავებული მასალითაა აგებული კედლის ეს ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლაც საკმაოდ მარტივია.
მეორე ვარიანტი უფრო პრაქტიკული და შედარებით ძვირადღირებულია, კედელზე მასალა გაკრულია მთლიან სამზარეულს ნაწილში. ასეთ შეთხვევაში კედელი მთლიანად საიმედოდაა დაცული გადახურებისგან განსაკუთრებით კი გაზქურისგან. ასეთი ტიპის კედლის პირვანდელი სახის შენარჩნება და მისი გაწმენდა საკმაოდ მარტივია.
– მასალის სწორად შერჩევა
იმის გათვალისწინებით, რომ სამზარეულო – ეს ის ადგილია, სადაც მისი კედლები უმეტესად შეიძლება იყოს ცხიმით და სხვა საკვები პროდუქტებით დასვრილი, პრაქტიკულია თუ ავარჩევთ სწორზედაპირიან ერთგვაროვან მასალას განსაკუთრებით კერძების მოსამზადებელ ზონებში. ასეთ შემთხვევაში კედლის მოვლა და გაწმენდა უფრო მარტივია. ხოლო თავად მასალის ხარისხი რათქმაუნდა დამოკიდებულია თქვენს ფინანსებზე.
დღესდღეობით შექმნილია უზარმაზარი ოდენობის მასალა, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არა მხოლოდ თანამედროვე ესთეტ ადამიანს, არამედ კონსერვატორსაც.
1. სამზარეულოს კედელი კერამიკული ფილებით
კერამიკა იგივე კერამოგრანიტი 0 ეს სამზარეულოს კედლის ზონისთვის განკუთვნილი ყველაზე პოლულარული მასალაა. ასეთი პოპულარულობა განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით: მექანიკური სიძლიერით, წყალგაუმტარობით, არჩევანის მრავალფეროვნებით ფერთა გამასა და ტექსტურაში. კერამიკული სამზარეულოს კედელი ძალიან პრაქტიკულია, იმიტომ რომ მარტივადაა შესაძლებელი მისგან ცხიმის მოშრება აგრეთვე იტანს ნებისმიერი ქიმიური შემცველობის დასასუფთავებელ საშუალებას.
ერთერთი მისი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მასალაა და მისი მონტაჟი საკმაოდ რთულ და სპეციფიკურ საქმეს საჭიროებს.
2. სამზარეულოს კედელი ნატურალური ქვის ფილებისგან
ეს ვარიანტი მდიდრული დიზაინერული გაფორმებაა, რომლის განთავსებაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებყლი, მაგრამ შედეგი ნადმვილად რომ წლების განმავლობაში გაგაოცებთ. სხვადასხვა სახეობის მარმარილო , თუ გრანიტი სამზარეულოში ნამდვილად ქმნიან ნატურალურ ტექსტურას და აძლევენ დიდებულ შეხედულებას მთლიან სამზარეულოს.
თავად ბუნებრივი მასალა მხოლოდ კერძების მოსამზადებელ ზონაში საოცარ ეფექტს ქმნის სამზარეულოში. ბუნებრივი მასალა გამოირჩევა – ნატურალურობით, მაღალი ტემპერატურის მიმართ კარგი გამძლეობით, ასევე სხვადასხვა ქიმიური თუ ბუნებრივი დაბინძურების შემთხვევაში ის ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს.
3. სამზარეულოს კედელი დამზადებული სპილენძისა და ლატუნისაგან
ასეთ გაფორმებას უპირატესობას ანიჭებენ ტექნოლოგიების მოყვარული, ასევე კლასიკური სტილის მოყვარული ადამიანები. ნაწილი ირჩევს სპილენძს, ხოლო ნაწილი ლატუნს. მისი დადებითი მხარეა მაღალი გამძლეობა, მაღალი ტემპერატურის მიმართ, აგრეთვე წარმოადგენს ხანგრძლივი მოხმარების მასალას და იგი საკმაოდ მარტივად მონტაჟდება.
თუმცა საკმაოდ ბევრი მინუსები აქვს მაგალითად: მისი გაწმენდა მხოლოდ სპეციალური და რბილი საშუალებებითაა შესაძლებელი ,აგრეთვე შეზღუდული იქნებით ფერების პალიტრაში, თანაც საკმაოდ მაღალი ღირებულების მასალაა.
4. სამზარეულოს კედელი დამზადებული შუშის ფილებისგან
სამზარეულოში ეს მასალა საკმაოდ ახალია, რომელიც ზღვა შესაძლებლობის მქონეა დეკორატიული ინტერიერის შექმნისათვის, ვინაიდან მასზე ნებისმიერი გემოვნების და შინაარსის პრინტის დატანაა შესაძლებელი. მისი სისქმე არანაკლებ 6 მმ – ია და ის შესაძლებელია იყოს დამუქული ან გამჭვირვალე, ფერადი ან უფერო გრავირებით და ფოტოპრინტით.
5. სამზარეულოს კედელი დამზადებული პანელის ფილებისგან
ეს საკმაოდ ეკონომიური ვარიანტია დიასახლისებითვის. ის მარტივად სწრაფად მონტაჟდება და იცვლება, დიდ რემონტსა და სამზარეულოში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ საჭიროებს.
პანელები მარტივად ირეცხეა მშვენივრად უძლებს მექანიკური ძალით დაწოლას.თუმცა ვინაიდან ასეთი პანელები ხის ნახერხისგან მზადდება მასში დიდი შანსია მალე განჩდეს ნესტი და სოკო, ასევე არ არის რეკომენდებული ტემპერატურის მკვეთრი მომატების შემთხვევაში.
6. სამზარეულოს კედელი დამზადებული პლასტმასის პანელებისაგან
ეს ვარიანტი არაჩვეულებრივია ეკონომიის გასაკეთებლად და სამზარეულოს რემონტისაგან თავის ასარიდებლად. ეს მასალა საკმაოდ პრაქტიკულია, რომელიც არაჩვეულებრივად უძლებს ქიმიური სარეცხი საშუალებებისა და უხეშ ზედაპირიანი საწმენდი საშუალებების დაწოლას. რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს , იგი ნაკლებაც ცეცხლგამძლეა, ასევე ვერ დაიკვეხნის ფაქტურითა და გარეგნული იერსახით, საკმაოდ არაესთეტიურად გამოიყურება.