
თქვენ დაიწყეთ ნივთების გადაადგილება, მაგრამ არ იცით სად უნდა დააწყოთ ისე, რომ არაფერი არ აირიოს. ყველაფერი ძალიან მარტივია, ჩვენ გთავაზობთ მარტივ, მაგრამ სასარგებლო რჩევებს, რაც ხელს შეუწყობს გადავარჩინოთ არა მარტო ქონება, არამედ ნერვები.
1. მცირე და მსხვრევადი
პატარა ნივთები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ისინი პატარა ყუთებში მოათავსოთ, წინასწარ დაკეცილ პირსახოცებს შორის, ეს ხელს შეუწყობს არ დაგეკარგოთ ისინი და პირსახოცებიც შეინახოთ მათთან ერთად, სხვა დამატებითი ყუთების გარეშე.
2. ავეჯის განაწილება
თუ გადაწყვიტეთ ავეჯის გადაადგილება სხვადასხვა ყუთით დარწმუნდით, რომ ყველა ყუთს აქვს წარწერა. ეს უფრო გაგიადვილებთ მარტვიად იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.
3. კოსმეტიკის ტრანსპორტირება
აღსანიშნავია ისიც, რომ კოსმეტიკა არის ის, რაც დიდი ყურადღებით უნდა გადაიტანოთ. ეს შეიძლება იყოს პატარა კომპაქტურ ჩანთაში მოთავსებული, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, საჭიროა ჩრდილების, ტუჩების, კრემების და სხვა მსგავსი ნივთების ცალკე ყუთში მოთავსება და მისი შეფუთვა რბილ ნივთებთან ერთად.
4. წიგნების ტრანსპორტირება
ასეთ დროს უმჯობესია გამოიყენოთ ჩემოდანი ან სპორტული ჩანთა. ეს მეთოდი ბევრად უფრო მოსახერხებელი და ადვილია.
5. ფეხსაცმელები
იმისათვის, რომ არ დაკარგოთ ფეხსაცმელი, ჩაალაგეთ იგი ღვინის ბოთლების ყუთში. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მარტივად გადაიტანოთ და არაფერი არ დაკარგოთ.