
რემონტი რთული პროცესია, რომლის დროს თითოეული წვრილმანი უნდა გაითვალისწინოთ. თუ მნიშვნელოვან დეტალს დროულად არ განსაზღრავთ, დასასრულს სამწუხარო უსიამოვნებას აღმოაჩენთ. და უკვე გადაკეთება გვიანი იქნება. გიზიარებთ ყველაზე დიდ შეცდომებს. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი შეცდომები თავიდან აიცილოთ.
1. უთხარით არა მუქ ფილებს სააბაზანოში
სააბაზანოში მუქი ფერის იატაკი სისუფთავის მოყვარულისთვის ნამდვილი სასჯელია. ასეთი იატაკი სუფთა მხოლოდ მოწმენდის შემდეგ ჩანს, ხოლო სხვა დანარჩენ დროს თითოეული ლაქა ან წყლის შხეფი, როგორც სიბინძურე ისე გამოიყურება.
2. თაროები მხოლოდ მინაში
სუვენირების თარო ოთახის შესანიშნავ დეკორს წარმოადგენს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ღია თაროებზე მტვერი უფრო სწრაფად გროვდება და დალაგება უფრო ხშირად მოგიწევთ. თაროების რაოდენობა შეზღუდეთ, რომ დალაგების მონა არ გახდეთ.
3. არანაირი შტეფსელი იატაკში
ერთი შეხედვით როზეტი „იატაკში“ ძალიან მოსახერხებელი ჩანს. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს როზეტი ყველაზე ხშირად ნამდვილ მტვრის ბუდედ იქცევა, ხოლო იატაკის წმენდა გადაიქცევა თამაშად „როგორ არ მოვახვედროთ წყალი როზეტში“.
4. შენიშვნა: სააბაზანოში ფენისთვის როზეტი არ დაგავიწყდეთ
სააბაზანო არის ადგილი, სადაც ბევრი როზეტი გჭირდებათ, რადგან აქ ჩვენ ვიყენებთ საპარს, ფენს და სხვა ელექტრო მოწყობილობას. გარდა ამისა, როზეტი სარეცხ მანქანასაც სჭირდება. ასე რომ, რემონტის დაწყებამდე, წინასწარ უნდა მოიფიქროთ, თუ სად განათავსებთ ორმაგ როზეტას. თუ კაფელი უკვე მზად არის და დრო გამოტოვეთ, მოძებნეთ სარკე, რომელსაც ფუნქციური როზეტა აქვს დამონტაჟებული.
5. ყურადღებით შეარჩიეთ ჭაღი
ჭაღის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ არის განლაგებული პლაფონი. ჰორიზონტალური ღია ჭაღის ყიდვას არ გირჩევთ, რადგან მასში ბევრი მტვერი გროვდება, ზაფხულში კი მწერები. უმჯობესია თუ დახურულ პლაფონს აირჩევთ.
6. უსაფრთხოება პირველ რიგში
დღეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები პოპულარობის მწვერვალზეა. მშობლებმა ბავშვებს ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციონ, ასევე უნდა ახსოვდეთ, რომ მწერებისგან დამცავი ბადე პანაცეას არ წარმოადგენს. ყოველთვის რომ მშვიდად იყოთ, უსაფრთხო ურდული გამოიყენეთ – ასე ოთახს მშვიდად გაანიავებთ. სხვათა შორის, ეს უსაფრთხოების ზომები შინაური ცხოველების მფლობელებისთვისაც აქტუალური არის.
მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.