როგორ გადავაქციოთ თაროები მტვრის ბუდიდან სახლის ინტერიერის მთავარ ნაწილად

დღევანდელ დღეს მსუბუქი, სხვადასხვა კონსტრუქციის ღია ტიპის თაროები აქტუალური და ტრენდული ავეჯია სახლის ინტერიერისთვის. ისინი ოთახის სივრცეს მართალც რომ განსაკუთებულ ელფერს აძევენ, სწორედ მათი მეშვეობითა შესაძლებელი ინდივიდუალური და განუმეორებელი ოთახის შექმნა. ჩვენ გასწავლით ყველა იმ მარტივ ხრიკს რისი საშუალებითაც თქვენი თაროები პირველ რიგში მტკვრის ბუდედ არ იქცევიან და რაც მთვარია ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად იქცევიან.

როგორი ძვირადღრებული ხისგანაც არ უნდა იყოს თქვენი დიდი კარადა და რამდენადაც არ უნდა იფიქროთ რომ ის ნაკლებად შეიძება იყოს მტვრის ბუდე, თუკი პატარა სახლს ან სტუდიას ფლობთ აუცილებლად გაუძახეთ გარეთ კარადას და იგი თაროებით ჩაანაცვლეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არავითარი სივრცე და შესაბამისად სიმყუდროვე იქნება თქვენს ოთახში.

კარგად დააკვირდით ღია თაროებს, წარმოიდგინეთ როგორ გაზრდის ოთახში სივრცეს ასეთი თაროები, რომელიც თქვენს სამზარეულოს დაამშვენებენ , თანაც თქვენი საყვარელი ნივთები ისევ იმავე ადგილს დაიკავებენ.

თაროებზე მთავარია ყველა ნივთი ერთად არ იყოს დახარისხებული და არც ქაოსი შეიქმნას

ამასთანავე დაცული უნდა იყოს ნივთების განლაგების შემდეგი მარტივი წესები:

  • ყველაზე მძიმე და მასიური ნივთები მოათავსეთ ქვედა თაროებზე
  • ყველაზე ზედა თაროები კი გამოიყენეთ მსუბუქი ნივთებისათვის
  • გადაანაწილეთ დეკორატიული ტიპის ნივთები თაროებზე ( სამი საგნის განლაგების პრინციპი)

1. დამალეთ წიგნები ან მოათავსეთ ისინი ერთგვაროვან მცირე ზომის ყუთებში და ისე განათავსეთ თაროებზე

მაგრამ თუ მაინც ლიტერატურა და წიგნები თქვენს თაროებზე სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებენ, დიზანიერები მათ განთავსებას გთავაზობენ დაბალი სიმაღლის ყუთებში ანდაც გამჭვირვალე სათლებში. მათში წიგნებს ისე განალაგებს, როგროთ თქვენ გსურთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ ადგილსაც დაზოგავთ და მტვერიც უფრო ნაკლებად დაგროვდება.

თუკი ბიბლიოთეკა მემკვიდრეობით გერგოთ და თქვენი დიდი ინტერესის წყარო არ არის გამოიყენეთ ორიგინალური მეთოდი „არა ყველასთვის“ და დამალეთ წიგნის ყდის მხარე და დაალაგეთ ისინი თაროზე უბრალოდ, წიგნები უჩვეულოდ იქნებიან განლაგებული და თანაც ეფექტურად, რაც თქვენს ინტერიერს უცხოს და დამაინტრიგებელს გახდის.

2. ჟანგბადისა და სივრცის დამატება

დიზაინერები ხშირად გვირჩევენ შთაგონების წყაროდ სიცარიელე გამოვიყენოთ, ეს ხომ ყველაე ეფექტური გზაა ინტერიერი მეტად ექსკლუზიური გავხადოთ. ამისთვის საჭიროა ღია ტიპის თაროები, რომელიც ოთახს ჟანგბადს მატებს და თან ინტერიერს მსუბუქ ინტრიგას სძენს.

რასაკვირველია, შიგადაშიგ თაროებზე ცარიელი ადგილების დატოვება უფრო მეტად აუმჯობესებს შევსებულ ადგილას არსებული ნივთის აღქმას და თანაც ჰარმონიულ ეფექტს ქმნის.

არის შემთხვევები, როდესაც ცარიელი თარო ზედმეტად აუბრალოებს ოთახის ინტერიერს, ასეთ შემთხვევაში რათქმაუნდა უნდა მოხდეს სხვადასხვა აქსესუარების განაწილება ღია თაროზე ნაწილზე კი გამოყენებული იქნეს დეკორატიული სხვადასხვა ფორმის ყუთები.

3. შექმენით ორიგინალური კონსტრუქციის თაროები ,თანაც რამდენიმე რიგად

ერთერთი უბრალო მაგრამ საოცრად საინტერესო დიზაინერული მოფიქრებაა – ნივთების დაწყობა სხვადასხვა რიგად. ამისათვის საჭიროა თაროებზე დალაგდეს წიგნები, მომცრო ზომის დეკორატიული ფიგურები, ასევე ორიგინალურია განსხავებული ფორმის სანათების განთავსებაც.

თვითონ შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიაციით სცადოთ, მაგრამ ძალიან ნუ გაგიტაცებთ , რადგან შესაძლოა თაროებზე ნამდვილი ქაოსის შეგრძნება დატოვოთ. მთავარია დაიცვათ ზომიერება , რაც დაგემხარებათ იმაში, რომ პატარა ფიგურები მეტად გამოჰყოთ და შესამჩნევი გახადოთ.

4. განალაგეთ ნივთები სიმეტრიულად

ერთ-ერთი მარტივი , მაგრამ საკმაოდ გამოსადეგი მეთოდია შექმნათ თქვენი სტელაჟი მოდური – ამისთვის საჭიროა გამოიყენოთ „ სარგის პრინციპი“, ამისათვის აუცილებელია, რომ ერთ რიგზე დსპირისპიროდ მდგარ თაროებზე დავალაგოთ ერთი და იგივე ან ძალიან მსგავსი ნივთები, როგორც ფორმით ასევე ფერით.

ყოველივე ამისთვის შეგიძიათ გამოიყენოთ ვაზები, ფიგურები, სათლები, ყუთები ან უცნაური ფორმის მქონე სანათები.

5. სტელაჟის ფასადის გამოყენება

ორიგინალურ და ძალიან პრაქტიკულ დიზაინერულ ხრიკს შეუძლია ყველა სტერეოტიპი დაამსხვრიოს. ჩვენ ყველა მიჩვეულები ვართ, რომ სურათებს ან ფოტოებს ყოველთვის თაროზე ან კედელზე თავსდება, მაგრამ რა მოხდება თუკი სურათს სტელაჟის ფასადზე დავკიდებთ?

ამგვარი ახალი და არაორდინალური გადაწყვეტილება ყოველთვის მიიქცესვ ყურადღებას და თქვენს ღია სტელაჟს მკვეთრად გამოაჩენს და არაორნილაურ არტ-ობიექტად აქცევს. ამასთან ვინაიდან სხვა ნივთები ისე მკვეთრად არ გამოჩნდება სტელაჟზე შეგიძლიათ მასზე დაალაგოთ ესთეტიურად ნაკლებად ლამაზი მაგრამ გამოსადეგი ნივთები. რაც მთავარია დარწმუნდით, სურათის უკან დამალულ ნივთის რამდენად მარტივად აიღებთ ხოლმე.

6. სტელაჟის გამოყენება სივრცის ორ ნაწილად გასაყოფად

ძალიან პრაქიკული დიზაინერული რჩევა სტუდიური ტიპის ბინების ან პატარა ოთახისთვის – გაყოთ ზონა თაროების ან სტელაჟის საშუალებით.

სტელაჟი – გამყოფი ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ატრიბუტია თანამედროვე ინტერიერისათვის, ვინაიდან ის ოთახში ქმნის აუცილებელ კომფორტს, ასევე ოთახს აძლევს საშუალებას გახდეს მრავალფუნქციური.

სტელაჟი პრაქტიკულად შეუმჩნეველი და თითქმის სულ გამჭვირვალეა, ის არ ტვირთავს მხედველობით სივრცეს და ამასთან ქმნის სიმსუბუქის შეგრძნებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება – შესაძლებლობა შექმნა მთლიანად იზოლირებული და ფუნქციონალური ზონები.

აუცილებელი არაა ჭერამდე მოხდეს ზონის შექმნა, საკმარისია თუ მას საკმარის და ბუნებრივ სიმაღლეზე დავტოვებთ, რომელიც შექნის იმის ილუზიას რომ მის იქით ცალკე ოთახია ან უბრალოდ იზოლირებას გაუკეთებს ოთახის მეორე ნაწილს.

7. სივრცის რაციონალურად განაწილება

ამ წესს დიზაინერები ყოველთვის მიმართავენ მაშინ როდესაც მატარა ბინების ინტერიერის დიზაინზე მუშაობენ, ვინაიდან პატარა სივრცე მაქსიმალრად უნდა იქნეს გამოყენებული . ყველამ კარგად იცის, რომ ოჯახში ყველას ბევრი ნივთი აქვს მათ შორის არის ისეთებიც , რომლის გამოყენება ყოველდღიურად არ ხდება, მაგრამ მისი სამუდამოდ სხვენშიც ვერ შეინახავ.

და ზუსტად ესეთ დროსა საჭიროა სხვადასხვა დონიანი თაროები და სტელაჟები, რომელიც მარტივად ნებისმიერ სიმაღლეზე შეიძლება ჩამოიკიდოს.

მათზე შესანიშნავად თავსდება ყველა ის ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად არ ვიყენებთ მაგრამ საჭირონი არიან, თაროები კი საშუალებას გვაძლევს ისინი მოწესრიგებულად შევინახოთ , ისე რომ მათი პოვნა ადვილი იყოს.

8. აქცენტი დეტალებზე

ნებისმიერი თარო, რომელიც ერთი შეხედვით არასწორ ადგილასა განთავსებული, მაგრამ მას უჩვეულო სულს ჩაბერავ , ის შესაძლოა თქვენი ინტერიერის ორიგინალურ საგნად გადაიქცეს.

თავად თქვენ თუ შეგიძლიათ საკუთარი ხელებით შემქნათ არასტანდარტული ფორმის თაროები, ეს თქვენს ოთახს საოცრად ორიგინალურ და არაორდინალურად ადგილად აქცევს.

ეს ფოტო იმის დასტურია, რომ საინტერესო გაფორმებითა და იდეით შექმნილი ნივთი, პატარა დეტალი შესაძლოა ექსკლუზიურ ხელოვნების ნიმუშადაც კი იქცეს.

როგორი იდეებითაც შეპყრობილი არ უნდა იყოთ დაიმახსოვრეთ, ,თავარია გახსოვდეთ, რომ ღია თაროები და სტელაჟები, ეს თქვენი ინტერიერია და ის იქნება ყურადღების ობიექტი ამიტომ საჭიროა მისი სწორად მორთვა და გალამაზება.