როგორ გადავაქციოთ 6 კვ. მეტრის სამზარეულო ნამდვილ კომფორტის ზონად – პრაქტიკური რჩევები და რეალური შედეგი

ალბათ ყველა ოცნებობს ლამაზ და კომფორტულ სამზარეულოზე, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პატარა ბინაში ცხოვრობს. საკმაოდ რთულია პატარა სამზარეულო შენს კომფორტის ზონაგ გადააქციო. ასეთი რთული ამოცანის მოსაგვარებლად, თანამედროვე დიზაინერები გთავაზობენ საინტერესო ვარიანტებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

პატარა სამზარეულოს მოწყობა ყოველთვის ნამდვილი გამოწვევაა: აუცილებელია ყურადღებით მოეპყრათ ყველა უმნიშვნელო დეტალსაც კი, რათა ის იდეალურ სამზარეულოდ იქცეს.

1. სივრცის ეფექტური გამოყენება

მცირე ოთახების მოწყობის ძირითადი და აუცილებელი პირობა არის ის, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ თითოეული კვადრატი.  ამისათვის თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ყველა დეტალი, გააკეთეთ ნახაზი რა და სად განთავსდება.

თუ ოთახი არის კვადრატის ფორმის, უკეთესია ავეჯის U-ფორმის მოწყობა, ეს გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მთელი ტერიტორიის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ შემთხვევაში, ყველა სექცია და სამუშაო ზედაპირი განთავსდება სამზარეულოს პერიმეტრზე, შესასვლელის გარეშე. დარწმუნდით, რომ დატოვეთ თავისუფალი სივრცე, მინიმუმ 1.2 მეტრი, ეს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მოგცემთ. ასეთი განთავსება ძალიან მოსახერხებელია.

ძალიან ვიწრო სამზარეულოს, წრფივი განლაგება საუკეთესოდ შეეფერება. თუ თქვენ ერთ სიგრძეზე განათავსებთ ღუმელს, ონკანსდა მაცივარს, ასეთი სამზარეულო არ იქნება კომფორტული. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ოთახის ზომები ძალიან მოკრძალებულია, ეს ნაკლი ძალიან შესამჩნევი არ იქნება.

თუ მართკუთხა ოთახი გაქვთ, მაშინ კუთხის სამზარეულო საუკეთესო გამოსავალია. რა თქმა უნდა, ნაკლებად კომპაქტურია, მაგრამ კედლისა და კუთხის გამო, ეს უფრო მოსახერხებელია და სივრცესაც რაციონალურად გამოიყენებთ.

სამზარეულოს ადგილმდებარეობად ნებისმიერ ვარიანტში, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ოთახის ვერტიკალური სივრცე, რათა შეძლოთ ყველა საჭირო ნივთის მოთავსება. მთავარია, კედლები არ გადატვირთოთ. ეს უფრო შეამცირებს სივრცეს.

2. გადაწყვიტეთ სტილი

ოთახის სრულიად მოსაწყობად,  საჭიროა გარკვეული სტილი შეიტანოთ ინტერიერის შესაქმნელად. და იმის გათვალისწინებით, რომ სამზარეულოს ზომები საკმაოდ მოკრძალებულია, უმჯობესია აირჩიოს ერთი, რომელიც საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ ვიზუალურად გაზარდოთ სივრცე, არამედ რაციონალურად მოათავსოთ ყველა აუცილებელი ნივთი.

3. შეარჩიეთ სწორი ფერი და განათება

აირჩიეთ სწორი ფერი და განათება, რომელიც ოთახს უფრო კომფორტულს და ნათელს გახდის.

კედლები და სამზარეულოს ზედაპირებისთვის სწორი ფერი ხელს შეუწყობს ნაკლოვანებების დაფარვას, ის ხაზს გაუსვავს მის უპირატესობას და შექმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

კონტრასტებისა და ნათელი ფენების გულშემატკივრებმა უნდა გაითვალისწინონ ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: თავიდან უნდა აიცილოთ ფერების უხეში გადასვლები. ფერები გაჯერებული უნდა იყოს სინათლით.

?????????????????????????????????????????????????????????

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ – განათება. როგორც წესი, პატარა ოთახები ფანჯრიდან კარგად არის განათებული, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ერთიანი  განათება პატარა ლამპებით, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს იქნება ჭერთან.

მაგრამ როდესაც ბინა მდებარეობს ქვედა სართულზე და აუცილებელია ძლიერი განათების შექმნა. მაქსიმალურად ნებრ ადგილას უნდა დააყენოთ განათება.

4. შექმენით ილუზია

ბევრი ადამიანი ნაკლებად აფასებს სივრცის გაზრდის ეფექტურ გზას – ილუზიას. დიზაინერებმა ამ მიმართულებით უამრავი ხრიკი შეუმუშავეს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად გაზრდის ოთახს, არამედ ინტერიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფორმებაც გახდება. შეხედეთ ამ საინტერესო დიზაინის ტექნიკას და მიხვდებით, ნამდვილად კარგი გადაწყვეტაა.

5. ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ეს არის ყველაზე რთული საკითხი ასეთი პატარა ოთახის დიზაინში. ამიტომ, ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი ტექნიკის არჩევისას უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ მცირე ზომის სისტემებს.

6. სასადილო ზონის ორგანიზება

როგორც წესი, მეტი ყურადღება ექცევა სამუშაო ფართობის დიზაინს, ვიდრე სასადილო ფართობს, რადგან სამზარეულოში ძალიან შრომატევადი და აქტიური პროცესები მიმდინარეობს. მართალია, ეს საკმაოდ პატარა სიცრცეა, მაგრამ აუცილებელია მისი მოწყობა იდეალურად. გადახედეთ ამ დიზაინებს:

7. დეკორაციის და ტექსტილის არჩევანი

სამზარეულოს მავარი დანიშნულება მაინც კერძების მომზადებაა. ლამაზი დეკორაციები, კომფორტული გარემო, ლამაზი ჭურჭელი იდეალურია სამზარეულოსთვის.

აუცილებელია მინიმალისტური სტილი დაიცვათ, ვინაიდან პატარა სივრცეში ბევრი ნივთი წაოსს გამოიწვევს.

დაამშვენეთ სამზარეულო ლამაზი ფერებით, მაგიდის ტილოები, პირსახოცები, წინსაფრები გააკეთეთ ტექსტილის სტილში, რაც თქვენს სამზარეულს ბევრად უფრო ნათელს, ლამაზს და ორიგინალურს გახდის.

არ გადაატვირთოთ პატარა სივრცე ჭურჭლით და სქელი ფარდებითა. ნაზი გამჭვირვალე ფარდები სასიამოვნო ატმოსფეროს შეგიქმნით.