
ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად და მინიმალური ძალისხმევის გარეშე აივანი ან ლოჯია სრულფასოვან მისაღებად გადააკეთოთ.
ქალაქში ბევრ მაცხოვრებელს აქვს სურვილი, აივანი ან ლოჯია კიდევ ერთ ოთახად გადააკეთონ. ასე დამატებით ფართს მივიღებთ, ეს კი ბინის საერთო ფართობის კიდევ ერთი წონიანი და სასიამოვნო ბონუსი არის.
ამისთვის კი აივანი ან ლოჯია სწორად უნდა გაათბოთ. ეს რომ მინიმალური დანახარჯის და ძალისხმევის გამოყენებით გააკეთოთ, პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, რით განსხვავდება აივანი და ლოჯია ერთმანეთისგან.
ლოჯია ეს არის შენობაში ამოყვანილი კონსტრუქცია, რომელიც შენობის ფასადს არ ცდება.
აივანი არის კონსოლური კონსტრუქცია, რომელიც შენობის ფასადს სცდება.
ამასთან აივანს და ლოჯიას გათბობის სისტემა არ აქვს, ასევე ხშირ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტად გაიყინოს, ვიდრე ბინის სხვა ოთახები.
იმის გათვალისწინებით, თბოიზოლაცია შიგნიდან კონტროლდება, აივნის გასათბობად ისეთი მასალა უნდა გამოიყენოთ, რომელსაც მაღალი თბოიზოლაცია, მინიმალური სისქე და წონა ექნება. ეს გათბობის დამონტაჟების გამო ოთახის ფართობის დაკარგვას მინიმუმამდე დაიყვანს.
თანამედროვე სამშენებლო ბაზარი სხვადასხვა სახის გამათბობელს გთავაზობთ, რომლებიც შეგიძლიათ აივნის გასათბობად გამოიყენოთ.
მაგ., მინერალური ბამბის მათბუნებელი – ქვა ბამბა.
თბოიზოლაციისთვის ხშირად გამოიყენება პოლიმერები, როგორიცაა:
- ქაფპლასტი;
- პენოპოლისტიროლი (EPS);
- პენოპოლისტიროლზე დაფუძნებული მათბუნებელი (PUR) და ცეცლხლგამძლე პოლიციოსანიტარული (PIR);
თითოეულის შემადგენლობას გადახედეთ და აივნის ან ლოჯიას გასათბობად ყველაზე რაციონალური ვარიანტი აირჩიეთ.
1.აივნის გასაახლებლად უნდა აირჩიოთ თბოიზოლაცია, რომელიც მინიმალური სისქის მიუხედავად მაქსიმალურად ეფექტურ გათბობას უზრუნველყოფს.
სხვა სახის გამათბობლებს შორის PIR საუკეთესოა. ეს იმას ნიშნავს, რომ აივნის გასათბობად ნაკლები მასალის ფენა დაგჭირდებათ, შესაბამისად აივანზე უფრო მეტი სივრცე დაგრჩებათ.
2.მათბუნებელი, რომელიც აივნის თბოიზოლაციისთვის გამოიყენება, ტენს არ უნდა აგროვებდეს
მათბუნებელი თუ დასველდება, თავის თბოიზოლაციის თვისებას დაკარგავს. ბოჭკოვანი მინერალური ბამბის მათბუნებელი დროთა განმავლობაში შეიძლება ტენით გაივსოს და გამოცვლა დასჭირდეს. პოლიმერ იზოლატორებს, როგორებიცაა EPS და PIR, დახურული სტრუქტურა აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ტენს არ აგროვებენ. ეს იზოლაცია ბევრად უფრო გამძლეა.
3.აირჩიეთ თბოიზოლაცია, რომელიც უფრო კარგ სამონტაჟო შესაძლებლობას იძლევა.
ლოჯიას მინერალური ბამბით დათბობის დროს, ხის ჩარჩოების დაყენებაზე დროის დახარჯვა მოგიწევთ, რომ მასში ფირფიტები ჩადოთ.
პოლიმერული თბოიზოლაცია საკმაოდ მყარ ფირფიტებს წარმოადგენს.
ასეთი გამათბობელი სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ დაამაგროთ მხოლოდ პლასტმასის ჭანჭიკის ან სპეციალური წებო-ქაფის გამოყენებით. გარდა ამისა, პოლიმერული მასალის ფირფიტები მაღალი ზეწოლის გამძლეობით გამოირჩევა და შეგიძლიათ იატაკის იზოლაციისთვის გამოიყენოთ, მასზე შეგიძლიათ გაიაროთ.
4.რაც უფრო მარტივია თბოიზოლაციის დამონტაჟება, მით უფრო ნაკლები შანსი გაქვთ აივნის გათბობის დაყენების დროს შეცდომა დაუშვათ
ოთახის შიგნით ჩვეულებრივი გამათბობლის მაგ, ქვა-ბამბის დაყენების დროს აუცილებელია ორთქლის გამტარობის კონსტრუქციის დამონტაჟება. ანუ, ხარისხიანი და საიმედო ორთქლის ბარიერის შესაქმნელად დროის დახარჯვა მოგიწევთ.
PIR ფირფიტები თითქმის ორთქლგაუმტარია. აივანზე ჰერმეტული ორთქლ იზოლირებული კონსტრუქციის შესაქმნელად ალუმინის ფირფიტების დამაგრება საკმარისია.
5.აივანზე მათბუნებლის დამონტაჟების დროს სითბოს დაკარგვის შესამცირებლად თბოიზოლაციის მყარი კონტური უნდა დააყენოთ.
აივნის ქვა-ბამბით დათბობის დროს, ხის ან რკინის ზედაპირებთან შეგუება მოგიწევთ – „ცივი ხიდები“, საიდანაც სითბო გარეთ გავა. ყინვის დროს, სითბოს დაკარგვა უბრალოდ გაიზრდება. ასევე ბამბასა და ძელაკს შორის შეიძლება დაუფარავი ხვრელები დარჩეს.
PIR გამათბობელს სპეციალური ჩამკეტი აქვს.
ფირფიტები ერთმანეთში ჰერმეტულად ილუქება და პრაქტიკულად უნაკერო და ერთგვაროვანი ხდება, რაც „ცივი ხიდების“ წარმოქმნას ხელს უშლის.
6.აივნის გასათბობად გამოიყენეთ მასალა, რომელზე მუშაობა მარტივია
ბოჭკოვანი მინერალური ბამბის იზოლაციისგან განსხვავებით, პოლიმერული იზოლაცია არ მტვრიანდება, კანის და სასუნთქი გზების ალერგიას არ იწვევს. ფირფიტები ჩვეულებრივი დანის გამოყენებით ადვილად იჭრება, რაც საცხოვრებელ ბინაში სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
7.აივნის გასათბობად გამოიყენეთ თბოიზოლაცია, რომელიც ტენს არ აგროვებს და დაობება და დალპობა არ ემუქრება
მინერალური ბამბისგან განსხვავებით, პოლიმერული იზოლაცია ტენგამძლეა. PIR იზოლაციის დამონტაჟება წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ფირფიტები არ ლპება, რაც ასეთ თბოიზოლაციას გამძლეს და თოვლის და წვიმის ძლიერი გავლენის მქონე სივრცის დასათბობად შეუცვლელს ხდის.
8.ბინის შიდა ოთახების გასათბობად ცეცხლგამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალა გამოიყენეთ, რომელიც მაღალი ტემპერატურის დროს მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.
აივანი ან ლოგია, რომელიც სამხრეთ მხარეს არის განლაგებული, ზაფხულში შეიძლება ძალიან გახურდეს. სწორედ ამიტომ მაღალი ტემპერატურის დროს თბოიზოლატორმა მავნე ნივთიერებები არ უნდა გამოყოს. ასევე ცეცხლგამძლე მასალის გამოყენება მნიშვნელოვანია.
მინერალური ბამბა და PIR იზოლაცია ცეცხლგამძლე მასალებია. იზოლატორები ქიმიურად სტაბილურები არიან და დროთა განმავლობაში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფენ, რაც შიგნიდან დათბობის დროს მნიშვნელოვანია.
შეჯამება:
აივანზე გამათბობებლის დაყენებისას დროის და ფულის ეკონომია რომ გააკეთოთ და ოთახს უფრო მეტი სივრცე შემატოთ, აუცილებელია შეარჩიოთ თერმული იზოლაცია პრინციპით „დააყენე და დაივიწყე“.
ყველა ზემოთ ნათქვამი რომ შევაჯამოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვის ბამბა უფრო რთული მასალაა მუშაობის დროს, ვიდრე პოლიმერის მასალა. ამასთან ბოჭკოვანი გამათბობელი ტენს აგროვებს და მათ ჩამკეტი შესაერთებელი არ აქვთ.
PIR თბოიზოლატორი და პენოპლასტი ცეცხლგამძლეა და სხვა თბოიზოლატორებს შორის უფრო კარგი თბოტექნიკური მახასიათებლები აქვთ.
მოგეწონათ სტატია? სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.