
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შპალერი ყოველთვის რჩება. მას დიდხანს ვინახავთ, დიდი ავეჯის უკან. როგორც აღმოჩნდა, არასასურველი ნარჩენები შეიძლება სავსებით რაციონალურად გამოვიყენოთ. ეს პროცესი მოგეწონებათ კიდევაც!
მორჩენილი შპალერი შეგიძლიათ გადაყაროთ, ან მისგან სარგებელი ნახოთ. ჩვენ მეორე ვარიანტს გთავაზობთ. ამ მასალით შეიძლება ყუთების გაფორმება, რაც იდეალური იქნება თქვენი ინტერიერის დიზაინისთვის.
1. ღია კაბინეტების, თაროების, უჯრებისა და თაროების შიდა კედლების დეკორი
თუ შპალერს თაროს უკანა კედელზე აკრავთ, ავეჯი სრულიად განსხვავებულად აღიქმება. ახალი ფერი შეცვლის მას, შესძენს უნიკალურ გამოსახულებას და ცვლის თვით ოთახის განწყობასაც.
2. კარადები, საყინულეები და მაცივარი
თუ ავეჯი მოგბეზრდათ ან უბრალოდ მიმზიდველობა დაკარგა, მაშინ შეგიძლიათ გარდაქმნათ იგი შპალერის ნარჩენების დახმარებით. ჩართეთ ფანტაზია და განახლებული ნივთი მოექცევა ინტერიერის ცენტში.
3. კედლის გაფორმება მორჩენილი შპალერით
მორჩენილი შპალერით შეგიძლიათ ორიგინალურად გააფორმოთ კედელი. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გააკეთებთ ამას, მთავარია, ქაოსი არ წარმოიქმნას. ბუნებრივია, თქვენი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩება და ხელს შეუწყობს იდეალური ატმოსფერის შექმნას.
4. ორიგინალური სურათების შექმნა
ასეთი დეკორის დამზადება საკმაოდ მარტივია. წაუსვით წებო შპალერს, დააწებეთ მუყაოს და ჩასვით ჩარჩოში. ნივთი მოუხდება თქვენი სახლის ინტერიერს.
5. კიბეების ტრანსფორმაცია
გსურთ გარდაქმნათ კიბეები, მაგრამ თავს იკავებთ გადაღებვისგან? ამ შემთხვევაში, შპალერი იდეალური გამოსავალია.
6. დაამშვენეთ სხვადასხვა ნივთი და ყუთი
შეგიძლიათ შეცვალოთ ნივთები, გარდაქმნათ და გაალამაზოთ ინტერიერი. თქვენ შეგიძლიათ გარდასახოთ ძველი ჭრაქები, ჩვეულებრივი ყუთები, უჯრები ან თუნდაც ყვავილის ქოთნები.
7. გააფორმეთ ფანჯრები
ქაღალდის ბაინდები – ფანჯრის გაფორმების ძალიან ორიგინალური და შემოქმედებითი იდეა. ეს გამოსავალი არა მარტო გაალამაზებს სახლს, არამედ დაიცავს მას მზისგან. ეს ვარიანტი საუკეთესოდ შეეფერება სამზარეულოს ფანჯარას, ტერასას ან აივანს. ქაღალდის ბაინდები ძალიან ნათელია, არ საჭიროებს დასუფთავებას და გამოიყურება გაცილებით უფრო ორიგინალურად ვიდრე ჩვეულებრივი ფარდა.