როგორ დავკეტოთ მეტალოპლასტმასის ფანჯარა, თუ ერთდროულად ორივე მხრიდან გაღებული გაიჭედა

როგორ დავკეტოთ მეტალოპლასტმასის ფანჯარა, თუ ერთდროულად ორივე მხრიდან გაღებული გაიჭედა
როგორ დავკეტოთ მეტალოპლასტმასის ფანჯარა, თუ ერთდროულად ორივე მხრიდან გაღებული გაიჭედა

მეტალოპლასტმასის ფანჯრები გრძელვადიანი მოხმარების არის და თითქმის უნაკლოდ გვემსახურება, მაგრამ სირთულეებიც მასაც ახლავს. ექსპლუატაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხშირად ასეთ სირთულეს ვაწყდებით: ფანჯარა ერთდროულად ორივე მხრიდან იღება, ისე იჭედება, რომ გგონიათ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება. სინამდვილეში, ყველაფერი არს თუ ისე ცუდად არის. მთავარია დაზიანების მთავარი მიზეზი გაარკვიოთ და გახსოვდეთ, როგორ აღმოფხვრათ ის.

ყველა თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯარას მოსაბრუნებელი-ასაწევი მექანიზმი აქვს. ამის წყალობით ფანჯარა ორი მთავარი მიმართულებით – ფართოდ და გასანიავებლად იღება. ფუნქციურად გამართული მექანიზმი ერთდროულად ორივე მხარეს ფანჯრის გაღებას ბლოკავს, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი წყობიდან გამოდის. და მაშინ ფანჯარა არ იკეტება და უსიცოცხლოდ ღია არის და მფლობელები თავს იმტრევენ, თუ რა გააკეთონ.

ასე რომ. რა შეიძლება იყოს მეტალოპლასტმასის ფანჯრის საგდულის დაზიანების მიზეზი?

1.ფანჯრის საგდული ჩაიზნიქა

ფანჯრის საგდული იზნიქება იმ შემთხვევაში, როცა ისინი მარყუჟებთან შედარებით არაპროპორციულად დიდია. ეს დიდი ფანჯრის ტიპიური პრობლემა არის, ასევე იმ ფანჯრების პრობლემა, რომელთაც ორივე მხრიდან იშვიათად გამოიყენებენ. მარყუჟმა რომ დეფორმაცია არ განიცადოს, სასურველია რეგულარულად მოუჭიროთ. თუ ფანჯარა ახალი არის და მომსახურების გარანტია აქვს, ასეთი პრობლემის თავად მოგვარება არ დაგჭირდებათ. ამისთვის სპეციალისტს მიმართეთ.

თუ დახმარებისთვის ვერავის მიმართავთ, ეცადეთ სიტუაცია თავად მოაგვაროთ. საგდული ასწიეთ, ჩარჩოში მყარად ჩასვით და სახელური გადააბრუნეთ და მისი ბუნებრივი პოზიცია აღადგინეთ.

2.სახელური ჩაიკეტა

თუ სახელური ერთი მიმართულებით ჩაიკეტა, პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, თუ მას დაშლით და ადგილზე დააბრუნებთ დეტალს, რომელსაც სპეციალისტები “მაკრატელს“ უწოდებენ.

3.მექანიკური დაზიანება უცხო ობიექტის გამო

სარემონტო სამუშაოების შემსრულებლების თქმით, პრობლემა ყველაზე ხშირად იმის გამო ხდება, რომ ჩარჩოსა და მინას შორის შეიძლება უცხო ობიექტი გაიჭედოს. ხშირად ეს არის გადაადგილებული ფანჯრის თამასა. ყურადღებით დააკვირდით ფანჯრის ტორსს, თუ თამასა თავის ადგილას არ არის, რამდენიმე მსუბუქი დარტყმით საჭირო მდგომარეობას დაუბრუნეთ. ამ პროცედურის შემდეგ ფანჯრის დაკეტვას შეძლებთ.

4.ჩამკეტი სწორად არ მუშაობს

ჩამკეტი მექანიზმის შიგნით ფანჯრის გასაღებად არის ჩამონტაჟებული. მისი დანახვა შეგიძლიათ, როცა საგდული ღია არის. ახლა ამ ელემენტს დააწექით, სახელურს მოუჭირეთ, ზემოთ ასწიეთ (ფანჯრის მდგომარეობა, გასანიავებლად ღია). ამასთან საგდული ჩარჩოში მყარად უნდა ჩასვათ, თითქოსდა ის დაკეტილი არის. ახლა სახელური დაკეტვის მდგომარეობაზე უნდა გადააბრუნოთ. თუ ყველაფრის გაკეთება შეძელით, ფანჯრის პრობლემის გარეშე გაღებას შეძლებთ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.