სამზარეულოს საინტერესოდ და გემოვნებით გაფორმების 10 მეთოდი

სამზარეულოს საინტერესოდ და გემოვნებით გაფორმების 10 მეთოდი
სამზარეულოს საინტერესოდ და გემოვნებით გაფორმების 10 მეთოდი

სამზარეულო თქვენი ბინის ან სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან კერძების მომზადების გარდა აქ სადღესასწაულო სუფრა, ჩაის სმა და საღამოს ოჯახის წევრების შეკრება ხდება. ლამაზი და ფუნქციურად დატვირთული სამზარეულოს ქონის და სივრცის მაქსიმალურად გამოყენების სურვილი ყოველთვის გვაქვს. მოდით, გადავხედოთ ბინის ყველაზე საყვარელი ადგილის, სამზარეულოს გაფორმების 10 მეთოდს.

1.აირჩიეთ სტილი!

იმისთვის, რომ განსაზღვროთ როგორ სტილში გააფორმოთ სივრცე, გადახედეთ სხვადასხვა პოპოულარულ სტილს, როგორებიცაა კანტრი, პროვანსი, ფრანგული კაფე… როგორც კი სტილს შეარჩევთ, სახლისა და სამზარეულოსთვის ავეჯის და ქსოვილის შერჩევა უფრო გაგიადვილდებათ.

2.ტექსტილის გაფორმების კომპლექსური მიდგომა გამოიყენეთ წელიწადის დროის მიხედვით

წლის სეზონის მიხედვით ტექსტილის შეცვლა არ დაგავიწყდეთ. გაზაფხულსა და ზაფხულში ინტერიერში უფრო ღია ფერი, ხოლო ზამთარში უფრო მშვიდი და რბილი ფერები გამოიყენეთ. მაგ., როგორც ამ სურათზე არის – ღია საზაფხულო ფერები მოიცავს: ფარდებს, სუფრას, დეკორატიული ხაზს მაგიდაზე, საათს, სურათს, დეკორატიულ ბალიშს და სკამის ბალიშებს.

3.მაგიდაზე დეკორატიული ხაზის გამოყენება

ჩვეულებრივმა მაგიდამ უფრო სადღესასწაულო იერი რომ მიიღოს, მას დეკორატიული ხაზი დაუმატეთ. ის მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასევე მარტივად ირეცხება და იცვლება. ამ დეკორატიული ელემენტის გამოყენებით წარმოუდგენელ ატმოსფეროს შექმნით.

გამოიყენეთ სადღესასწაულო ან ყოველდღიური სუფრის გასაწყობად.

4.სამზარეულოს ინტერიერში კედლის საათი გამოიყენეთ

სამზარეულო საათის გარეშე? კედლის საათი ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვეულებრივ კედელზე მეგობრების ან ნათესავების მიერ ნაჩუქარ საათს ვკიდებთ, რომელიც ხშირად პრიმიტიული ვარიანტი ან ზედმეტად ოფიციალურია. გთავაზობთ საათის არჩევის საკითხს უფრო გემოვნებით მიუდგეთ – შეგიძლიათ მაგიდის ნაკრების კოლექციიდან აირჩიოთ ან სხვა ტექსტილის ელემენტით, ასე მთლიანი სტილის შენარჩუნებას შეძლებთ.

5.დეკორატიული ბალიშები გამოიყენეთ

სამზარეულოში დეკორატიული ბალიშები სწორედ რომ საჭიროა. ეს ხომ მხოლოდ კერძის მომზადების და მირთმევის ადგილი არ არის, არამედ სახლში ერთ-ერთი დასვენების კუთხე. ზოგჯერ საღამოობით მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ჭიქა ჩაიზე შეკრება და რბილ ბალიშებზე დასხდომა სასიამოვნოა – შეგიძლიათ სახლის ამ მყუდრო ინტერიერთან ფოტოსესია მოაწყოთ.

6.მაგიდის სუფრა და ფარდა ერთი ნაკრებიდან აირჩიეთ

ინტერიერის მთლიანობა ერთი ტექსტილის კოლექციის გამოყენებით შეინარჩუნეთ. ძიებაზე დრო არ დაკარგოთ, იდენტური ქსოვილი და მასალა გამოიყენეთ. მაგ., ერთი ფერის ფარდა და მაგიდის სუფრა ან განმეორებითი ნახატის ნიმუშები ბალიშებზე და მაგიდის დეკორატიულ ხაზზე.

7.მონოქრომული გამა გამოიყენეთ

მაშინაც კი, თუ სამზარეულოს ტექსტილის თავად მოძებნა გადაწყვიტეთ, კომპოზიციის შესაქმნელად ერთი ან ორი ფერი გამოიყენეთ. ორი ფერია – დეკორატიული სივრცისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა, რადგან ისინი შეიძლება ერთმანეთს შეურწყათ.

8.წინსაფარი

სამზარეულოში ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანია – წინსაფარია. კერძების მოსამზადებლად და წარმოუდგენელი სახლის იმიჯის შესაქმნელად მოდური წინსაფარი გამოიყენეთ! შესანიშნავი ვარიანტია საჩუქრისთვის.

9.სკამის ბალიშები გამოიყენეთ

ცოტა ხნის წინ სკამის ბალიშები ძალიან მოდური გახდა. ამ იდეას როგორც ფუნქციური, ასევე დეკორატიული მხარე აქვს. ხშირად სკამები არაკომფორტული და უხეში არის, ბალიშები სკამს კომფორტულს და მყუდროს ხდის, ამასთან დღეს ამ ფუნქციური აქსესუარის დიდი არჩევანი არსებობს და შეგიძლიათ გასაფორმებლად გამოიყენოთ.

10.სამზარეულო სურათებით დაამშვენეთ!

სამზარეულო აღფრთოვანების ადგილი გახადეთ! სამზარეულოს თქვენი სტილის რამდენიმე ლამაზი ნახატი შემატეთ. თუ ეს „პროვანსის“ სტილია – შეგიძლიათ ბუნებრივი მოტივის ნახატები გამოიყენოთ.

მოგეწონათ სტატია? სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.