სამზარეულო “ხრუშოვში”: როგორ ვაქციოთ კომფორტის ზონად 5 კვ. მეტრის ფართი

სამწუხაროდ, მცირე ზომის სამზარეულოს მოწყობა მარტივი არ არის და საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს. თანამედროვე დიზაინერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადონ სივრცეში არსებული ყველა სანტიმეტრის რაციონალური გამოყენება ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული სივრცის შესაქმნელად. დღეს მოგიყვებით როგორ ვაქციოთ კომფორტის ზონად 5 კვ. მეტრის ფართის სამზარეულო.

არც ისე დიდი ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა მცირე ზომის სამზარეულოს დიზაინის არასტანდარტული მაგალითი და დაუყოვნებლივ გამოიწვია ბევრი უთანხმოება. ზოგს მოწონს ასეთი არასტანდარტული გადაწყვეტა და ზოგი აკრიტიკებს, რადგან ყველას აქვს საკუთარი აზრი და ხედვა.

რა თქმა უნდა, დიდ სამზარეულოში ყველაფერი მარტივი გადასაწყვეტია. მაგრამ საკმაოდ რთულია პატარა ფართის სრულფასოვანი მოწყობა.

დიზაინერებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა ეფიქრათ თუ როგორ აღეჭურვათ სამზარეულოა ყველა საჭირო ავეჯით და ტექნიკით.

იმისათვის, რომ დავტიოთ ყველა საჭირო ავეჯი,  ფანჯრის რაფა ჩაანაცვლა ნიჟარამ, სადაც ჩამონტაჟებულია მინიატურული რადიატორი. ეს გამოსავალი დიდი უპირატესობაა, ასევე ნიჟარას აქვს საკმარისი სინათლე.

ვინაიდან ძალიან მცირე სივრცეა, ფანჯარა და გვერდითი კარადების ხელმისაწვდომობა იბლოკება, ამიტომ სწორედ ასეთი რამ  გადაწყდა, პლანშეტზე დამონტაჟდა სპეციალური გრეიტები, რომლებიც სითბოს გასვლის საშუალებას იძლევიან.

რა თქმა უნდა, ნიჟარა დამონტაჟდა ძალიან ფუნქციურ და კარგად გააზრებულ ადგილას, რომლის ქვემოთ მოთავსებულ უჯრებში შეიძლება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შენახვა.

კუთხეში დამონტაჟებული სამუშაო ფართობი და ღუმელი, აღჭურვილია ძვირადღირებული შენახვის სისტემებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინახოთ სამზარეულოს ჭურჭელი.

სამოძრაო ადგილი სამწუხაროდ, აღმოჩნდა ძალიან პატარა. ამის გამო, ძალიან რთული იქნება, რომ საკმარისად იმოძრაოდ მომზადების დროს. თუმცა ხელით შეგიძლიათ ყველაფერს მიწვდეთ.

კარადა, რომელიც მდებარეობს ოთახის მეორე მხარეს, უბრალოდ გასაოცარია თავისი მრავალფუნქციურობით. მასში ეტევა სარეცხი მანქანა, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი და მიკროტალღური ღუმელიც კი. კარადასთან ახლოს მოხერხდა მაცივრის დამონტაჟება.

რამდენადაც ტერიტორია ძალიან პატარაა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და კარადები ყოველთვის იქნება ერთ სიგრძეზე, რაც მნიშვნელოვანია სამზარეულოში ყოფნის პროცესში.

სინამდვილეში, ავეჯის ასეთ განლაგებას რამდენიმე ნაკლი აქვს – სასადილო მაგიდის ნაკლებობა და რადიატორის მახლობლად მოთავსებული მკვეთრი კუთხე და ძალიან ვიწრო  ზედაპირი. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მცირე ფართობია, მაგრამ ამ ფართისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა.