ტენდენციები ინტერიერის დიზაინში – ეთნიკა, აფრიკა

ტენდენციები ინტერიერის დიზაინში - ეთნიკა, აფრიკა
ტენდენციები ინტერიერის დიზაინში - ეთნიკა, აფრიკა

ეთნიკური სტილი ეს თავისებური ფესვებთან დაბრუნება არის. სასიამოვნო ტენდენციებზე წერა, რომლებიც ყოველთვის მოდაში რჩება! როგორი შეიძლება იყოს ეთნიკური სტილი? იაპონური, ინდური, არაბული, მაგრამ მოდით აფრიკულ სტილზე ვისაუბროთ.

რატომ ირჩევს ბევრი ადამიანი ამ სტილს? ეს ბანალურიდან ნივთების უფრო ღრმა გაგებაზე გადასვლაა. თუ თქვენ მარტივი და ჩვეული ნივთები მოგბეზრდათ – ინტერიერში აფრიკული სტილი თამამად შემოიტანეთ. შექმნის პროცესში თქვენ წარმოუდგენელ ზღაპარში, ისტორიაში გადაეშვებით და შემდეგ ამ დეკორატიულ ოთახში ყოფნის დროს იგივე განცდები ყოველთვის დაგეუფლებათ.

აფრიკა…

დაუმთავრებელი ფერების პალიტრა ფერადი მაროკოდან დაწყებული მშვიდი და თავშეკავებული სავანით დამთავრებული.

„მაროკოს“ სტილი – ნათელი, ემოციის გამომწვევი სტილია. ხშირად დეკორაციის მიზნით ამ ადგილებიდან წამოღებული სუვენირები გამოიყენება. ჩვენ გთავაზობთ, ამ სტილში უკვე მზა გადაწყვეტილებას მიაქციოთ ყურადღება.

ღია კონტრასტული ფერები გამოიყენეთ – ამ შემთხვევაში ნარინჯისფერი და მწვანე. ნათელი აბსტრაქტული პრინტი კომპლექტს თავისი ეფექტურობით ავსებს. ბევრი დეკორატიული ბალიში საწოლს, სავარძელს და იატაკს დაამშვენებს.

მაგიდაზე მაროკოდან წამოღებული სტატუეტები დევს.

ოთახში, კედელზე აფრიკელი ქალის გამოსახულების სურათი დავკიდეთ და თანამედროვე ყვითელი ფერის სანათი დავუმატეთ. ყვითელი ფერი ამ გადაწყვეტილებას შესანიშნავად ეხამება, რადგან ეს ფერი მზის ფერია და ლოგინის გადასაფარებელზე მეორდება.

ღია ფერის ერთფეროვანი ფარდები შევსებულია ნაჭრის ქსოვილით, რომელიც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ან მოაშოროთ.

ასევე დეკორატიულ ბალიშებს შორის აფრიკელი ქალის გამოსახულების ბალიში გამოვიყენეთ. მთლიანობაში დეკორატიულ ოთახში ასეთი ვარიანტი საკმაოდ სერიოზულად, ლამაზად და ძვირფასად გამოიყურება.

როგორც უკვე ითქვა, ამ სტილში ხშირად გამოიყენება მზის ფერები – ყვითელი ნარინჯისფერი უფრო გაჯერებულ ფერებთან ყავისფერ, იისფერ და სხვა ფერებთან ერთად.

სავანა..

სავანა ეს რბილი, თავშეკავებული სტილია. ამ დროს ველური ცხოველების ბეწვის და ტყავის ნახატები გამოიყენება, როგორებიცაა ლეოპარდი და ზებრა.

ცხოველების გამოსახულებები ხშირად გამოიყენება ცხოველებზე, ფარდებსა და ბალიშებზე. რბილი ფერებია – ნაცრისფერი, თეთრი, კარამელის. ველური ბუნების მთავარი მოტივი ფერებით ჩახშული არ უნდა იყოს. ასეთი ინტერიერი დასვენების, ფიქრისა და რელაქსაციისთვის გიბიძგებთ.

ეთნიკური აფრიკული სტილის ინტერიერის შექმნის დროს ჩამოყალიბდით, რომელი უფრო გიხდებათ: დინამიური ღია ფერის ტექსტილი, რომელიც შთაგაგონებთ და განწყობას აგიმაღლებთ თუ მშვიდი ვარიანტი, სადაც მხოლოდ დაისვენებთ და მოდუნდებით.

იფიქრეთ, რომელი დეკორატიული ელემენტის გამოყენება უფრო გსურთ: სტატუეტი, ნიღაბი, აფრიკული გამოსახულება. ფერების დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს ინტერიერს ყველაზე უკეთ შეესაბამება.

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.