
ნებისმიერ ადამიანს სურს, რომ მისი სახლი განსაკუთერებული იყოს. ზოგი ცდილობს იდეალური ავეჯი შეიძინოს, ზოგი დეკორის მაღაზიაში მიდის. ჩვენ წარმოგიდგენთ ასეთ 17 მაგალითს.
1. საიდუმლოებით მოცული მიკროტალღური
თქვენ ალბათ არ გაგაოცებთ ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი. მაგრამ მას აქვს დამატებითი ფუნქციები. მაგალითად, მას შეუძლია არამართო გემრიელი კერძი მოგიმზადოთ, არამედ შეუძლია ასევე მოამზადოს გემრიელი ჩაი.
2. დივანი ლიფტინგის ფუნქციით
საკმაოდ ხშირად გაგჭირვებიათ დივანის ქვეშ იატაკის მოწმენდა. ახლა ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. შეგიძლიათ აწიოთ დივანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ამ ფუნქციით და მარტივად მოაგვაროთ ეს პრობლემები.
3. ჭურჭლის კარადა
ბევრ დიასახლის აქვს კითხვა, თუ როგორ შევინახოთ სველი ჭურჭელი ისე, რომ გაწმენდა არ დაჭირდეს და იყოს განცალკევებით. ონაკის ზემოთ მოთავსებული ეს კარადა სწორედ ამისთვისაა. დარეცხვის შემდეგ წყალი დაიწურება და ჭურჭელი თავისით გაშრება, ხოლო წყალი, თანდათან თვითონ ჩავა ნიჟარაში.
4. ტელევიზორი აბაზანაში
თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად შორს წავიდა, რომ ტელევიზორები და ეკრანები შეგიძლიათ განათავსოთ თუნდაც მაღალი ტენიანობის ოთახებში. პატარა წყალგაუმტარი ეკრანი შეიძლება დაამაგროთ კედელზე და ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი ფილმებით, ცხელი აბაზანის მიღების დროს.
5. მრავალფუნქციური ნიჟარა
ასეთი ნიჟარა საშუალებას მოგცემთ ერთდროულად რამდენიმე რამ გააკეთოთ. ის იდეალურია თქვენისამზარეულოსთვის.
6. მაგიდა
მასიური თეთრი დიზაინი, რისგანაც შედგება დიდი მაგიდა და მრავალფეროვანი სავარძლებლები. ინტერიერის ასეთი ელემენტი, რა თქმა უნდა, არ არის შესაფერისი ყველა ბინისთვის, მაგრამ ისინი, ვინც გაბედავდნენ, იღებდნენ საოცარ შესაძლებლობას, რომ თავი ბავშვივით იგრძნონ ყოველდღე.
7. ჩამოსასრიალებელი კიბეზე
ორიგინალური ორმაგი კიბე, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს კერძო სახლში ან კოტეჯში. ბევრი ექსპერიმენტის დროს დადასტურდა, რომ გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვეულებრივი კიბე.
8. ტრანსფორმირებული ხალიჩა
ხალიჩა შეიძლება იქცეს უჩვეულო მაგიდად. ის შედგება მავთულისგან, რომლის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ფორმები და ფიგურები.
9. იატაკი
ასეთი გადაწყვეტა იდეალურია. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ოკეანის შუაგულში ან ულამაზეს გამწვანებულ ადგილას. შეგიძლიათ მოძებნოთ ამის ოსტატი და აიხდინოთ ოცნება.
10. ჰამაკი
ფანჯრის სიმაღლეზე გადაჭიმული ფართო ჰამაკი, საშუალებას მოგცემთ, წაიკითხოთ, დასვენება და ან უბრალოდ ხედით დატკბეთ. ასეთი იდეის განხორციელება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
11. მისაღები წყალში
დიდი საცურაო აუზიის პატარა კუნძულზე არის რამდენიმე კომპაქტური დივანი და მაგიდა. ასეთი ტიპის მისაღები, ნებისმიერს ოცნებაა.
12. ბრწყინვალე კიბეები
ფანტასტიკური კიბე, რომელიც ათასობით მინის ნაწილაკს შეიცავს. მასში სარკის ფრაგმენტებშია განლაგებული, რის შედეგადაც ძვირფასი ქვების მსგავსად ბრწყინავს.
13. მინი-პლაჟი
ბუხრი, სკამი და ქვიშა მათთვისა, ვისაც უყვარს ზღვის სანაპირო. ასეთი იდეის განხორციელება კერძო სახლის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია.
14. ვარსკვლავებიანი ცა
გიყვართ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა? თანამედროვე ტექნოლოგიები და სამშენებლო მასალები დაგეხმარებათ ოცნების ასრულებაში.
15. იატაკი
იატაკი, რომელიც ცხელ ლავას ჰგავს, თანამედროვე ოთახის სანახაობრივი დეტალია.
16. საკვები ფრინველებისთვის
უნიკალური დიზაინი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოკვებოთ ფრინველები.
17. სახლი ხეზე
თქვენ ახლა გაქვთ იმის შესაძლებლობას, რომ შეიძინოს მრავალფეროვანი სამშენებლო მასალები, აიხდინოთ ოცნება და საკუთარ ეზოში ააშენოთ სახლი ხეზე.