19 მშვენიერი ვერტიკალური ბაღი, რომლის გაკეთებას აგარაკზე ან ბინაში საკუთარი ხელით შეძლებთ

19 მშვენიერი ვერტიკალური ბაღი, რომლის გაკეთებას აგარაკზე ან ბინაში საკუთარი ხელით შეძლებთ
19 მშვენიერი ვერტიკალური ბაღი, რომლის გაკეთებას აგარაკზე ან ბინაში საკუთარი ხელით შეძლებთ

თანამედროვე ქალაქის მოსახლეობას ხშირად სახლსა და ქუჩებში ჩვეულებრივი გამწვანება აკლიათ. ამ პრობლემის გადაჭრა სირთულეს არ წარმოადგენს, თუ მინიმუმ ძალისხმევას და საშუალებას დახარჯავთ. იდეალური გადაწყვეტილება არის ვერტიკალური ბაღი ბინაში ან აგარაკაზე, რომლის შექმნას საკუთარი ხელით შეძლებთ, თუ ამ ბრწყინვალე იდეებს გამოიყენებთ.

1.კედელი

ეფექტური კედელი მცირე ზომის ლამაზი ხის კონტეინერებისგან, რომლებიც ჭადრაკის დაფის მსგავსად არის განლაგებული. კონტეინერებში მწვანე მცენარეები და ყვავილები იზრდება, რომლებიც ბაღის კუთხის გამოყოფის საშუალებას მოგცემთ და მის მშვენიერ გაფორმებას წარმოადგენს.

2.მოლივლივე ქოთნები

სქელი მავთულის ან თხელი ლითონის წვერების და მცენარის ქოთნების დახმარებით შესანიშნავი ვერტიკალური ბაღის გაშენებას შეძლებთ. რომელიც ღია აივანს, ტერასას ან ტალავერს დაამშვენებს.

3.ტიხარი

მავთულის ბადე შეიძლება ყვავილის ქოთნების დასამაგრებლად შესანიშნავი საშუალება იყოს. ასეთი დეკორატიული ტიხარი ბინაში სივრცის გაყოფის საშუალებას მოგცემთ და ინტერიერს სიახლეს და დინამიკას შემატებს.

4.ყვავილების ორგანიზატორი

ტიპიური ორგანიზატორი ჯიბეებში მინიატურული ყვავილების ქოთნებით, რომელიც ქალაქის ბინის ინტერიერის მშვენიერი გამფორმებელი იქნება.

5.თაროები

ორიგინალური ხის თაროები სამი დიდი ყუთით ყვავილებისთვის, რომელიც ვერანდის ან უკანა ეზოს შესანიშნავ გაფორმებას წარმოადგენს.

6.პალეტი

პატარა ბალახების ბაღი, რომელიც ხის პალეტაზე არის აწყობილი და გრიფელის დაფით არის გაფორმებული, სადაც მწვანილის დასახელების დაწერას შეძლებთ. ასე მწვანილის გაზრდას პირდაპირ თქვენს აივანზე შეძლებთ.

7.ხის საყრდენი

თვითნაკეთი ხის გისოსი შეიძლება დაკიდული ყვავილების ქოთნებისთვის შესანიშნავი საყრდენი გახდეს ან მთავარი ნაწილი კრეატიული ვერტიკალური ბაღის შესაქმნელად. ასეთი შემოქმედება აგარაკის ან ქალაქის ბინის ლოჯიას ეფექტური დეკორატიული ელემენტი გახდება.

8.მრავალდონიანი ქვესადგამი

მრავალდონიანი ქვესადგამი პატარა ზომის მცენარეების გასაზრდელად, რომელიც შეგიძლიათ ხის მასალისგან საკუთარი ხელით შექმნათ. აგარაკის ლანდშაფტს შესანიშნავად დაამშვენებს.

9.კომპოზიცია

ეფექტური კომპოზიცია ფიცრებისა და ცოცხალი ყვავილებით სავსე პატარა ზომის ქოთნებისგან ბინის ერთ-ერთი კედლის შესანიშნავი ელემენტი გახდება. ბინას გააცოცხლებს და მას უფრო დინამიურს გახდის.

10.თაროები

მარტივი ხის ფიცრებისგან დამზადებული თაროები და პატარა ზომის ყვავილის ქოთნები ლოჯიას ინტერიერს გააცოცხლებს და მასში გაზაფხულის სურნელს შემოიტანს.

11.რუსტიკატული სტილი

კრეატიული დიდი თარონი რუსტიკატულ სტილში, რომლებიც სხვადასხვა ზომის ხის თაროებისგან არის გაკეთებული, მასში ჩაშენებული არის კონტეინერები მწვანილებისთვის – ბაღის ან ვერანდის შესანიშნავი გაფორმება იქნება.

12.ფიტოკედელი

ფიტოკედელი კაქტუსების, ბალახების ან ხავსისგან, რომლებიც ხის ყუთებში არის ჩარგული, ნებისმიერი სახლის მოდური დეტალი გახდება და, სავარაუდოდ, ეკო სტილის თაყვანისმცემლებს მოეწონებათ.

13.ჯადოსნური ხე

გამხმარი ტოტებიანი კუნძი ან ჯირკი შეგიძლიათ კაქტუსების გასაოცარ ვერტიკალურ ბაღად გადააქციოთ, რომელიც ინტერიერის ან ბაღის სანახაობრივი გაფორმება გახდება.

14.მინის და მწვანილის კომპოზიცია

კედელზე მიმაგრებული მინის ლარნაკი და მასში ჩასხმული წყალი ნერგების, ბალახების და ყვავილების გასაზრდელად შესანიშნავი იქნება, ასევე ინტერიერის ხიბლს წარმოადგენს.

15.დაკიდული თარო

პლასტმასის მილის ნარჩენი შეგიძლიათ ლამაზი საკიდი თაროს გასაკეთებლად გამოიყენოთ, რომელიც არა მხოლოდ სივრცეს დაამშვენებს, არამედ აივანზე ან ვერანდაზე სასარგებლო მცენარეების გაზრდის საშუალებას მოგცემთ.

16.უჩვეულო ქოთნები

უჩვეულო ქოთნები, რომლებიც შეგიძლიათ უკვე არა საჭირო ქვაბებისგან გააკეთოთ და ჭერზე დაკიდოთ – სამზარეულოს გასაოცარ ხიბლს შემატებს.

17.ცოცხალი კედელი

შესანიშნავი თარონი დიდი ზომის ხის გადანაჭერიდან, რომელზეც ყვავილების ქოთნები, ფეხსაცმელები, თავის აქსესუარები და დეკორის ელემენტები არის მიმაგრებული – ნებისმიერი სივრცის გაფორმებას წარმოადგენს.

ვიდეო-ბონუსი:

18..მარწყვის მილები

გასაოცარი ვერტიკალური კვალი მარწყვის გასაზრდელად, ბაღში სივრცის ეკონომიის საშუალებას მოგცემთ და მისი ნამდვილი ხიბლი გახდება.

19.მწვანილის პირამიდა

უჩვეულო ფორმის თაროები პირამიდის სახით, რომელიც შეგიძლიათ ხის მასალისგან თავად დაამზადოთ, შესანიშნავი მწვანილის და ზოგიერთი სახეობის ბოსტნეულის გასაშენებლად. ასეთი თაროები ბაღის შესანიშნავი ელემენტი გახდება.

მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.