
ბევრი საკუთარი სახლის რემონტის დაგეგმვის დროს თვლის, რომ უმჯობესია სარემონტო სამუშაო ზაფხულისთვის გადადონ. სინამდვილეში, ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის.
დღეს გიამბობთ, ღირს თუ არა კლაკნილა სათბობის გამოცვლა მაშინ, როცა გათბობის სეზონი გასულია, როდის არი უკეთესი პარკეტის დაგება, როგორ არ შევცდეთ ინტერიერის ფერის არჩევის დროს და ბევრი სხვა სასარგებლო რჩევა რემონტის დროს.
1.პარკეტის დაგება
თუ სარემონტო გეგმაში პარკეტის განახლება გაქვთ, ეს სამუშაო ზაფხულისთვის არ გადადოთ. მშრალ და ცხელ ზაფხულის ამინდში პარკეტის დაგება რეკომენდებული არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ბზარები გაჩნდება. ეს მასალა ტემპერატურის ცვლილებაზე და ტენიანობაზე მგრძნობიარეა. მნიშვნელოვანია დაიცვათ წესი: პარკეტის დაგების დროს ოთახში ჰაერის ტემპერატურა 18-22 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ტენიანობა დაახლოებით 45-60%.
2.მილების გამოცვლა
თითქოსდა, მილების და კლაკნილა სათბობის გამოსაცვლელად საუკეთესო დრო არის მაშინ, როცა ზაფხულის პერიოდში წყალს თიშავენ. თითქოსდა, ნაკლები ხათაბალა არის და მეზობელსაც არ აწუხებთ. მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ასე გაკეთება არ ღირს. საქმე იმაშია, რომ როცა წყალი ითიშება, მილებში სისტემის შესამოწმებლად სპეციალური წნევა იქმნება. ეს წნევა კი ახალი მილებისთვის შეიძლება ძლიერი ზეწოლა აღმოჩნდეს, ამიტომ მეზობლების დატბორვის დიდი შანსი არსებობს.
მილების შესაცვლის სწორი სქემა ასეთია: წყალმომარაგების კომპანიაში განცხადების დაწერა, წყლის გამორთვა და სანტექნიკის გამოძახება.
3.შპალერის გაკვრა
ტრადიციულად შპალერს ზაფხულობით აკრავენ. სინამდვილეში ეს საქმე შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს ჩაატაროთ – იქნება სიცხე თუ წვიმა. ზამთარშიც კი, როცა ბატარეიის გამათბობელი მუშაობს, შეგიძლიათ შპალერი გააკრათ. ერთადერთი წესი – ფანჯრები არ გააღოთ, სანამ შპალერი ბოლომდე არ გაშრება. როგორი ძვირადღირებული მასალა არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ – შპალერს ორპირი ქარის ეშინია.
4.კონდიციონერის დაყენება
კონდიციონერის დაყენების ზაფხულამდე გადადება არ ღირს. საქმე იმაშია, რომ კომპანიისთვის, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული ზაფხული – ყველაზე ცხელი სეზონია. თქვენი რიგის ლოდინი დიდხანს მოგიწევთ და თან ფასებიც გაზაფხულის ფასებთან შედარებით საკმაოდ „ცხელი“ იქნება.
5.იტალიური ავეჯის შეძენა
ის, ვინც საზღვარგარეთ იმპორტულ საქონელს ყიდულობს, იქნება ეს სანათი ან ავეჯი, უნდა ახსოვდეთ: აგვისტო – ევროპელების ყიდვის თვე არის. გერმანული და იტალიური ქარხნები ამ დროს ადგილზე იხურება. სწორედ ამიტომ, რისი ყიდვაც გადაწყვეტილი გაქვს, უმჯობესია გაზაფხულზე შეუკვეთოთ.
6.კედლის და ავეჯის ფერის შერჩევა
დიზაინერები გაფრთხილებენ, რომ ზაფხულში ინტერიერის და ავეჯის ფერის შერჩევის დროს, ღია ფერების არჩევის დიდი რისკის წინაშე ხართ. ეს საზაფხულო ემოციური განწყობით, მოსალოდნელი შვებულებით და მზის სხივებით არის განპირობებული. წლის ამ სეზონზე ბევრს წითელი დივანის ან ტროპიკული ყვავილების მქონე შპალერის ყიდვის სურვილი უჩნდება. ჯობს დაფიქრდეთ, რა უნდა ქნათ ამ ზეკაშკაშა ბრწყინვალებას ზამთარში. არსებობს რისკი, რომ ეს ღია ფერები ბანალურად გამაღიზიანებელი გახდება.
მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.