
რემონტს ხშირად სტიქიურ უბედურებას ადარებენ. სწორედ ამიტომ, მისი დასრულების შემდეგ თავისუფლად ამოსუნთქვის სურვილის გიჩნდებათ. მართალია, ერთი კოვზი ფისი თაფლის ქილაში შეიძლება წვრილმანი შეცდომა იყოს, რომელიც მაშინ გამოჩნდება, როცა უკვე ყველაფერი დასრულებული არის. დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულ შეცდომებსა და იმედგაცრუებაზე გიამბობთ.
ახალი რემონტის გამო იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ, ბევრი წვრილმანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. კერძოდ, მონიშნოთ ელექტროგაყვანილობა, მოიფიქროთ, სად იქნება დაყენებული როზეტი და რამდენი არის საჭირო. თავიდანვე უნდა აწონდაწონოთ სველი წერტილების გაერთიანების დადებითი და უარყოფითი მხარეები: ერთი საქმეა, როცა ბინაში მხოლოდ თქვენ ცხოვრობთ და მეორე, როცა დიდი ოჯახი გაქვთ. ჩვენს სიაში მოცემულია ტოპ 7 შეცდომა, რომელთაც ხშირად უშვებენ ადამიანები, რომლებიც წინასწარ „არ ფიქრობენ“ და შემდეგ თითებს იკვნეტენ.
1.გამწოვის ლამაზად გაფორმება
გამწოვის გარეშე ჩვენი სამზარეულო წარმოუდგენელია, მაგრამ დახვეული გოფრა ჩვენი კარადის თავზე არა ესთეტიურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ გოფრის დასაფარად ყუთის შეკერვა წინასწარ უნდა მოიფიქროთ ან სამზარეულოს ავეჯი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ გოფრა შიგნით მოექცეს.
2.სამზარეულოში ლამინატს უთხარით არა
ლამინირებული იატაკი ან პარკეტი სამზარეულოში მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ ცოტა თუ უფიქრდება იმას, რომ ეს პრაქტიკული არაა. პარკეტი ტენიანობის გამო იტანჯება, ამიტომ თუ შემთხვევით მილი გასკდა, არა მხოლოდ სანტექნიკის, არამედ იატაკის გამოცვლაც მოგიწევთ. გარდა ამისა, ნებისმიერი ობიექტის დავარდნის გამო ლამინატზე მექანიკური დაზიანება მომენტალურად აისახება. დანა დაგივარდათ, ან ჭიქა გატეხეთ? – ყველაფერი ეს ლამინატს დაბზარავს.
3.აბაზანის ქვეშ სივრცის ეფექტურად გამოყენება
სააბაზანოში კაფელი პრაქტიკულია, მაგრამ აბაზანის ქვეშ სივრცის დატოვება არ დაგავიწყდეთ. უფრო ლამაზი რომ გამოჩნდეს, შეგიძლიათ კაფელის ფერის მსგავსი მეტალოპლასტმასის კარი შეარჩიოთ. აბაზანის ქვეშ შეგიძლიათ სხვადასხა საყოფაცხოვრებო წვრილმანები შეინახოთ.
4.მხოლოდ დიდი გარდერობი
პატარა ბინებში გარდერობისთვის თუნდაც პატარა ადგილის გამოყოფა ყველას აწუხებს. თუ სივრცის სწორად გადანაწილებაზე ეჭვი გაწუხებთ, გირჩევთ ზედმეტი ნახევარი მეტრი გარდერობის გასაფართოებლად გამოიყენოთ. ოთახი ამით არ დაზიანდება, ხოლო როგორც კი გარდერობის ოთახში ადგილი აღარ დარჩება, ახალ ოთახს ვეღარ ააშენებთ.
5.თბილი იატაკი
აუცილებლად თბილი იატაკი გააკეთეთ: თუ მისი გამოყენების შესაძლებლობა ახლავე არ გაქვთ, მომავალში აუცილებლად გამოგადგება. იდეალური თბილი იატაკი – ტაიმერით, რომ მისი ჩართვის დრო დააყენოთ, რადგან გაცხელებას დრო სჭირდება და ასე დილით ცივ იატაკზე გავლის რისკს თავიდან აიცილებთ.
სამზარეულოს იატაკის ქვეშ გათბობის დაყენების დროს ჯერ პროექტი შეიმუშავეთ, სად განთავსდება ავეჯი და მაცივარი, რომ მათ ქვეშ გამათბობელი არ დააყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ კედლიდან 1 მეტრში გამათბობელს დააყენებთ, ხოლო კარადის სიგრძე 60 სმ-ია, მაშინ ავეჯის გვერდით გამათბობელი არ იქნება. კერძის მომზადების დროს ეს არაკომფორტული იქნება.
შემოსასვლელში თბილი იატაკი შეგიძლიათ ტანსაცმლის სწრაფად გასაშრობად გამოიყენოთ, აქტუალურია წვიმის და თოვლის დროს.
გარდა ამისა, თბილი იატაკი – ბავშვიანი ოჯახის მხსნელია. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, თუ პატარა იატაკზე ზის ან მასზე დახოხავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ ბატარეის მილები იატაკში გადის, ხოლო თბილი იატაკის სენსორი მასთან ახლოს არის განთავსებული, ცივ სეზონზე ჩამრთველი ხშირად არ რეგულირდება და მხოლოდ ორ რეჟიმზე რეაგირებს – გამორთვა და მაქსიმალური სიძლიერე.
6.დიდი ბოილერი
ბოილერი შეუცველელია, როცა ცხელი წყალი ითიშება ან წყალი მხოლოდ მცირედით ცხელდება. გარდა ამისა, ხშირად ბოილერის გამოყენება უფრო ეკონომიურია, ვიდრე ცხელი წყლის გადახდა. ბოილერის ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მოდელის მოცულობა 80ლ იყოს – ეს 3-4 წევრიანი ოჯახისთვის ოპტიმალური ვარიანტი არის. გახსოვდეთ, რომ ბოილერი თაბაშირ-მუყაოს კედელზე არ მონტაჟდება, ასევე რემონტის დროს მისთვის ცალკე როზეტა გაითვალისწინეთ.
7.გამომრთველის სწორად დაყენება
პირველ რიგში, გამომრთველი იატაკიდან 80-90 სმ სიმაღლეზე დააყენეთ, ეს კომფორტული სიმაღლეა როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
მეორე მხრივ, საძინებელში ორი გამომრთველ/ჩარმთველი დააყენეთ: შემოსასვლელში და ლოგინთან ახლოს. ასე ოთახში შესვლის დროს სინათლის ჩართვას, ხოლო დაწოლის დროს გამორთვას შეძლებთ.
მესამე, საძინებელ ოთახში სინათლის რეგულირების მქონე ჩამრთველ/გამომრთველი დააყენეთ. ასე მყუდრო ატმოსფეროს შექმნით, ასევე გადაჭრით ბავშვების პრობლემას, რომელთაც სიბნელეში დაძინება აშინებთ.
მეოთხე, გამომრთველი ისე დააყენეთ, რომ ის კარის სახელურის მხარეს იყოს და არა მარყუჟის. ეს წვრილმანი დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი!
მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.