8 პრაქტიკული რჩევა, როგორ შევქმნათ კომფორტი ნაქირავებ ბინაში, როცა მფლობელი რემონტის გაკეთების უფლებას არ გაძლევთ

8 პრაქტიკული რჩევა, როგორ შევქმნათ კომფორტი ნაქირავებ ბინაში, როცა მფლობელი რემონტის გაკეთების უფლებას არ გაძლევთ
8 პრაქტიკული რჩევა, როგორ შევქმნათ კომფორტი ნაქირავებ ბინაში, როცა მფლობელი რემონტის გაკეთების უფლებას არ გაძლევთ

დროებითი საცხოვრებელი ადგილის მოძებნა რთულ ამოცანას წარმოადგენს. ნაქირავები ბინა ფუნქციური, კომფორტული და იაფფასიანი უნდა იყოს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დაბალ ფასიანი ბინები აბსოლუტურად არა მიმზიდველად გამოიყურება. დღეს გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება ბინის ძებნის დროს, ასევე ძველი ბინა მყუდრო ბუდედ როგორ გადააქციოთ მაშინაც, კი თუ მფლობელი რემონტის გაკეთების უფლებას არ გაძლევთ და როცა მას ყველა ნივთი ეძვირფასება.

ბინის ქირაობის დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა მდგომარეობაში არის ბინა. თუ მფლობელი საკუთარი ნივთების გატანაზე კატეგორიულ უარს ამბობს, თქვენთვის ცხოვრება არა კომფორტული იქნება. შეაფასეთ, სხვა ადამიანების ნივთებს აივანზე ან სარდაფში დატევას თუ მოახერხებთ.

რაც შეეხება რემონტს, ყველაფერი მარტივად არის: რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო კარგ მდგომარეობაში არის ბინა (მეგაპოლისებში ფასი ასევე მეტროსთან სიახლოვეზე არის დამოკიდებული). თუ ქირის ფასი ძალიან მაღალია, ყურადღება მიაქციეთ ძველ ბინებს, ოღონდ კარგი მუშა სველი წერტილებით. ხშირად, ამ შემთხვევაში, მფლობელს პრინციპულად წინააღმდეგი არ იქნება, თუ კედლებზე რამეს გააკრავთ, ან დამატებით თაროებს დააყენებთ და ოთახს თქვენი გემოვნების მიხედვით გადაადგილებთ.

ასე რომ, საიდან დავიწყოთ ბინის ტრანსფორმაცია? რა თქმა უნდა, დიასახლისის ნივთების დალაგებით. შეამჩნევთ, რომ ბინაში ბევრი თავისუფალი სივრცე გამოჩნდება და თქვენ გენერალურ დალაგებას შეძლებთ.

1.სად წავიღოთ ძველი ნივთები?

ძველი ნივთების შესანახად იდეალური გადაწყვეტილება არის – მათი ყუთებში გადანაწილება და აივანზე, სარდაფში, ანტრესოლში ან ლოგინის ქვეშ შენახვა. იმ შემთხვევაში, თუ ნივთები ძალიან ბევრია ან ავეჯს ანტრესოლი არ აქვს, შეგიძლიათ იაფფასიანი ყუთი-სკივრი შეიძინოთ და როგორც ჟურნალების მაგიდა პირდაპირ ოთახში გამოიყენოთ.

თუ სურვილი გაქვთ, ყუთები შეგიძლიათ ქაღალდით ან ქსოვილით გააფორმოთ, ასე უფრო მოდური და ესთეტიურად ლამაზი გამოჩნდება.

2.ძველი ავეჯის ახალი სიცოცხლე

თუ ბინის დიდი ხნით ქირაობას აპირებთ, შეგიძლიათ ავეჯის გაფორმებაზე დაფიქრდეთ. რბილი ავეჯისთვის შეგიძლიათ ახალი ზედაპირი იყიდოთ, სკამებს გადააკრათ, სამზარეულოს გარნიტურაზე კარადებს სახელურები შეუცვალოთ (ძველი დეტალები არ გადაყაროთ, ბინიდან გადასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნო, თუ მფლობელისთვის ეს პრინციპურად მნიშვნელოვანი არის). ზოგიერთი ბინის მფლობელი უფლებას იძლევა, ძველ ავეჯს ახალი ზედაპირი დააწებოთ ან საღებავით გადაღებოთ. „ახალი“ ავეჯი რომ მოდურად გამოიყურებოდეს, ბუნებრივი ფერი ან ნატურალური ხის სხვადასხვა ფერის იმიტაცია შეარჩიეთ, შეღებვის დროს უპირატესობა თეთრ ფერს მიანიჭეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: თუ ბინაში არის ლოგინი და არა დივანი, ახალი მატრასი შეიძინეთ, რომელიც შეგიძლიათ ძველს ზემოდან დაადოთ ან რომლითაც ძველი მატრასის შეცვლას შეძლებთ. ჯანსაღი ძილი ეს მისაღები ფუფუნებაა. ასევე „თქვენი“ ლოგინის შეგრძნება არაფერს შეედრება.

3.როგორ მოვაწყოთ სამუშაო კუთხე

ძველ მაგიდასთან მუშაობა რომ სასიამოვნო იყოს, ზემოდან მინის ზედაპირი დაადეთ. მინის ქვეშ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ჩანაწერები მოათავსოთ, ან მაგიდა საყვარელი სურათებით, ამოჭრილი კოლაჟებით ან უბრალო სახვევი ქაღალდით გააფორმოთ. ასევე მინაზე შეგიძლიათ თამამად დადოთ ყვავილის ქოთანი და არ ინერვიულოთ იმაზე, რომ ხის მაგიდას დაასველებთ და გააფუჭებთ.

4.რა უნდა ვქნათ, თუ ფანჯრიდან ხედი საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს?

ნაქირავებ ბინებში ხედის არჩევა არ გვიწევს. თუ ახალი სახლის ფანჯარა მეზობლის ფანჯრის მოპირდაპირედ იღება ან (უარესი) ფანჯარასთან სანაგვე ყუთების პეიზაჟი იშლება, გირჩევთ ფანჯრის თაროები და ჩარჩოები გააფორმოთ. ასე ფანჯრის პეიზაჟი თვალში არ მოგხვდებათ.

იდეალური ვარიანტია – ძველი გაყვითლებული ტიული თანამედროვე საფარდით ან ჟალუზით ჩაანაცვლოთ. ქსოვილი შეიძლება იაფფასიანი იყოს, მთავარია, რომ ასე წამიერად ინტერიერის შეცვლას მოახერხებთ.

უპირატესობა ყვავილებს მიანიჭეთ, ასეთი მწვანე ზონა – ნაცრისფერი პეიზაჟის შესანიშნავი წამალია. თუ არ იცით, როგორ მოუაროთ ყვავილებს, უპრეტენზიო ყვავილები იყიდეთ, რომელთაც ყოველდღიური მორწყვა და განსაკუთრებული განათება არ სჭირდებათ. ასევე ფერადი ქოთნები – შესანიშნავი დეკორის ელემენტია, მთავარია ერთ სტილში შეარჩიოთ (ან ძველი ერთფეროვანი ქოთნები გააფორმეთ, ესეც შესანიშნავი გამოსავალია).

5.როგორ შევქმნათ კომფორტი სამზარეულოში?

მაშინაც კი, თუ სამზარეულოს მაგიდა და სკამები უიმედოდ დაძველებულია, ლამაზი სუფრა და ბალიშები მდგომარეობას გამოასწორებს. შეარჩიეთ ის ფერები, რომლებიც თქვენ მოგწონთ და დაინახავთ, თუ ინტერიერი წამიერად როგორ შეიცვლება.

სწორი განათება ასევე დიდ როლს თამაშობს. მაგიდაზე დამატებითი სანათი დადგით და სამზარეულო მიმზიდველი გახდება, რადგან აქცენტი მასზე გადავა. საერთოდ, მთავარ განათებას მოერიდეთ, თუ ლამაზი ჭაღი არ გაქვთ ან კედლები იდეალურ მდგომარეობაში არ არის. კამერული განათება, მაგიდის სანათები და ტორშერი ყველა ნაკლს დამალავს.

6.რა გავაკეთოთ სააბაზანოში?

ძველი ფილებიდან მზერის გადატანას შეძლებთ, თუ ლამაზ საშხაპე ფარდებს გამოიყენებთ. აბაზანისა და უნიტაზისთვის ერთნაირი საფარდე და დასაგები გამოიყენეთ, ასე ნაქირავებ ბინაში თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ასევე საშხაპის თავის შეცვლაზე იფიქრეთ: ეს ძვირი არ ღირს (შეგიძლიათ თავად შეცვალოთ და სანტექნიკოსი არ გამოიძახოთ), სამაგიეროდ ყოველთვის მადლიერი იქნებით, როცა შხაპის მიღების დროს წყალს კარგი წნევა და ტემპერატურა ექნება.

7.როცა ოთახები  უსახურია

ოთახებს რომ სიცოცხლე შემატოთ, ჭერი თვითნაკეთი გირლანდებით მორთეთ, კედლებზე სურათები ან საყვარელი დეკორი დაკიდეთ. თუ კედელზე რაიმეს მიმაგრება ან მიწეპება კატეგორიულად აკრძალული გაქვთ, თაროებზე მიმაგრებული გალერიის სისტემა გამოიყენეთ. ბინის გასვლის დროს ყურადღება მიაქციეთ, მისი არსებობის შენიღბვა სირთულეს არ წარმოადგენს.

8.გაყოფილი ოთახები

ოთახის სივრცე რომ პროდუქტიულად გამოიყენოთ, ის ჭერზე მიმაგრებული საფარდის საშუალებით სხვადასხვა ზონებად გაყავით. ეს რჩევა განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვინც ერთ ბინას სხვა ადამიანებთან ერთად ქირაობს. გარდა ამისა, ოთახის გასაყოფად შეგიძლიათ კარადაც გამოიყენოთ.

მოგეწონათ სტატია? მაშინ სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.