
პატარა ბინა სასჯელს არ წარმოადგენს. ამ აზრს ინტერიერის დიზაინერებიც იზიარებენ და სხვადასხვა რეცეპტებს გვთავაზობენ, რომლებიც კედლების ვიზუალურად აფართოებს და ყველაზე პატარა ბინის შემთხვევაშიც კი ბინას კომფორტს მატებს. დღეს რამდენიმე იდეას გთავაზობთ, რომელთა განხორციელება ნებისმიერს შეუძლია.
კიბის კონსტრუქცია
თუ სახლში მეორე სართული გაქვთ, შეგიძლიათ ამ კიბის დიზაინს გადახედოთ. თითქმის ყოველთვის ეს სივრცე არ გამოიყენება, მაგრამ თითოეულ საფეხურზე შესანახი ყუთი შეგიძლიათ გააკეთოთ. ამ ყუთებში ბევრი ნივთის შენახვას შეძლებთ, რაც პატარა სახლს კიდევ უფრო დიდად გამოაჩენს.
საძინებლის ინტერიერის დიზაინი
ამ ბავშვის საძინებლის მაგალითი არის მოყვანილი. კედლებზე თეთრ და ყვითელი ზოლების მქონე შპალერი არის გაკრული. თეთრი და ყვითელი ფერის პრინტი ყველგან არის გამოყენებული.
პატარა სახლის ინტერიერის დიზაინი
ეს დიზაინი თითქმის იდეალურია ორი ან სამ-ოთახიანი ბინის ინტერიერისთვის. ყველაფერი აკურატულად და „თავის ადგილზე“ არის.
გარდერობის კარადის დიზაინი
კარადის დიზაინი, სადაც ყველა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარებიც კი მოთავსდება. ასეთი კარადა ყველას გამოადგება. საყვარელი სვიტრის ან საყურის საათობით მოძებნა ახლა უკვე აღარ დაგჭირდებათ.მსგავსი კარადა ნივთების ორგანიზებაში და ბინაში სივრცის გასაზრდელად დაგეხმარებათ.
კიბე შენახვის სისტემით
და კვლავ ვუბრუნდებით კიბეს და მის ქვეშ ადგილს, რომელიც ყოველთვის „უსარგებლოდ“ იკარგება. სინამდვილეში, არსებობს შესანიშნავი გადაწყვეტილება – კიბის ქვეშ გამოუყენებელი სივრცე შეგიძლიათ კარადისთვის გამოიყენოთ. თუ კიბეს სარდაფში აყავხართ, მაშინ კარადა საკმაოდ მოცულობითი გამოვა, რომ მასში ყველა ყუთი ან ველოსიპედი შეინახოთ. კიდევ ერთი ვარიანტი (თუ კიბე სამზარეულოსთან ახლოს არის) არის მის ქვეშ მაცივრის დაყენება. ვინ თქვა, რომ პატარა ბინა ფართო არ შეიძლება იყოს.
მოგეწონათ სტატია? სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.