პენსიონერმა მხოლოდ 1 კვ. მეტრ ფართობზე ბაღის გაშენება მოახერხა – ამ ექსპერიმენტის გამეორებას აივანზეც შეძლებთ

პენსიონერმა მხოლოდ 1 კვ. მეტრ ფართობზე ბაღის გაშენება მოახერხა - ამ ექსპერიმენტის გამეორებას აივანზეც შეძლებთ
პენსიონერმა მხოლოდ 1 კვ. მეტრ ფართობზე ბაღის გაშენება მოახერხა - ამ ექსპერიმენტის გამეორებას აივანზეც შეძლებთ

ვის არ სურს დიდი სახლი, ულამაზესი ბაღი და ფანჯრიდან ცოცხალი ხედი მთაზე ან ზღვაზე? ოცნება ზიანის მომტანი არაა. აი, სიამოვნების მიღება იმისგან, რაც გაქვთ და ამისგან მაქსიმუმის მიღება – ამას ნამდვილი ნიჭი სჭირდება. ამ ნიჭით ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი სრულად დაჯილდოებული არის. პენსიონერმა მხოლოდ 1 კვ. მეტრის ფართობზე ბაღის გაშენება შეძლო. მას ამ საკითხში სამეცნიერო სისტემა დაეხმარა. რთული არაფერი არ არის: მის გამეორებას ნებისმიერი შეძლებს!

ზოგჯერ (და სავსებით სამართლიანად) გვეჩვენება, რომ პენსიონერები მოსახლეობის ყველაზე აქტიური სეგმენტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე განათლების სფეროში მომუშავე ყოფილ თანამშრომლებს ეხება. ამის ცოცხალ მაგალითს ბელგიელი პენსიონერი, ვილემ ვან კოტემი წარმოადგენს. ბოტანიკოსი დამსახურებული დასვენების დროსაც საქმიანობას თავს არ ანებებს. ახლა მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რომ საკუთარ გამოგონებაზე იზრუნოს. ერთ-ერთ მათგანს „ბოთლების კოშკი“ ჰქვია და პროფესორს ინტერნეტ სივრცეში დიდი პოპულარულობა უკვე მოუტანა, რადგან ასეთ მოკრძალებულ ტერიტორიაზე ბაღის მოწყობას პერსპექტივამ ბევრი დააინტერესა.

პროფესორი გირჩევთ ყვავილების, მწვანილების და მცირე ზომის ბოსტნეულის სახეობა პლასტმასის ბოთლებში გაზარდოთ. მინიმალურ ტერიტორიაზე მაქსიმალურ შედეგს რომ მიაღწიოთ, პენსიონერი ბოთლების კოშკის სახით გაერთიანებას გთავაზობთ. აი, როგორ უნდა მოიქცეთ.

მასალა:

  • 6 პლასტმასის ბოთლი 1 კოშკზე (ავტორი ნახევარ ლიტრიანი ბოთლების გამოყენებას გირჩევთ);
  • მავთულის სირმა დასამაგრებლად;
  • მაკრატელი ან სარგისი

აიღეთ პირველი ბოთლი და ქვედა ნაწილი მოაჭერით.

მაკრატელს ხელი არ გაუშვათ, პლასტმასის ბოთლში მცირე ზომის ნახვრეტი გააკეთეთ. თავსახურიდან 5-10 სმ-ს დაშორებით.

შემდეგ კიდევ ერთი, პირველიდან ოდნავ მოშორებით. ეს არის სადრენაჟო ხვრელები, საიდანაც ჭარბი წყალი გამოვა, თუ შემთხვევით ბევრი წყლის დასხმა მოგიწევთ.

ბოთლები ნიადაგით ამოავსეთ, ოღონდ ზუსტად რამდენიმე სმ მიწით არ ამოავსოთ.

მომავალი კოშკის საძირკველი სტატიკურ ვერტიკალურ ზედაპირს დააყენეთ. მაგ., კედელი ან ღობე. შეგიძლიათ ბოთლები მავთულით დაამაგროთ.

ვიღებთ 3 ბოთლს და ერთსა და იმავეს ვაკეთებთ: თავსახურს ვხსნით, ძირს ვაჭრით…

და ასევე ნიადაგით ვავსებთ.

ბოთლებს ერთმანეთს ვადებთ, რომ აი ასეთი კოშკი მიიღოთ.

დროა კონსტრუქცია დააფიქსიროთ, ახლა არანაირი ქარი საშიში არაა!

ნომერ მეხუთე ბოთლს ნახევარზე ვჭრით, ცარიელს ვტოვებთ და ზემოდან ნომერ მეოთხე ბოთლს ვადებთ. ეს მარტივი მორწყვის სისტემის ერთგვარი ძაბრია.

ბოლო ბოთლის დრო მოვიდა. ის წყლის რეზერვუარის როლს შეასრულებს. ამისთვის მისი ქვედა ნაწილი (ფსკერი) მოაჭერით, თავსახური კი თავის ადგილას დატოვეთ, მაგრამ გახვრიტეთ პირდაპირ ცენტრში.

„კოშკში“ რომ ნერგები მოათავსოთ, პროფესორი ნომერ 1-4 ბოთლების ასე გაჭრას გთავაზობთ.

მხოლოდ რეზერვუარში წყლის ჩასხმა დარჩა.

ფოკუსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ კონსტრუქციაში მიწა იშვიათი მორწყვის შემთხვევაშიც მუდმივად ტენიანი რჩება. ეს იმიტომ, რომ კოშკიდან წყალი არ ქრება: ის ნელ-ნელა სართულიდან სართულზე მიეწოდება და ნიადაგის ოპტიმალურ ტენიანობას ინარჩუნებს.

შედეგი რამდენიმე კვირის შემდეგ.

მწვანე ხახვი, სურნელოვანი მწვანილი, რამდენიმე სახის სალათის ფოთოლი და პომიდორი ჩერიც კი – აი ასეთ მოსავალს იღებს პროფესორი რეგულარულად თავისი მინიატურული ბაღიდან. რასაც ყველას გისურვებთ.

მოგეწონათ სტატია? სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.