პრაქტიკული ზონირება: როგორ მოვახდინოთ ბინის რეკონსტრუქცია ტიხრების გამოყენებით

პრაქტიკული ზონირება: როგორ მოვახდინოთ ბინის რეკონსტრუქცია ტიხრების გამოყენებით
პრაქტიკული ზონირება: როგორ მოვახდინოთ ბინის რეკონსტრუქცია ტიხრების გამოყენებით

ყოველთვის, როცა საქმე სარემონტო სამუშაოს და სივრცის გაფართოებას ეხება, ფიქრობთ, თუ სრულად როგორ განაახლოთ ბინა ზედმეტი ხარჯის გარეშე? ასეთ დროს დამხმარედ გვევლინება დეკორატიული ტიხრები, რომლის წყალობით შეგიძლიათ სივრცე სხვადასხვა ზონებად გაყოთ და ოთახს სათანადო ესთეტიკური მხარე მიანიჭოთ.

1.ტიხრების ფუნქციები

სხვადასხვა ფორმის, მასალის და ფერის წყალობით ნებისმიერი ტიხარი დეკორის განუყოფელი ნაწილი გახდება, რომლის დახმარებითაც არა მხოლოდ სივრცის დაყოფას, არამედ ისე გარდაქმნას შეძლებთ, როგორც სულს უხარია. ამასთან, ეს ვარიანტი მცირე ზომის ბინის ან სტუდიოსთვის შესანიშნავი ვარიანტია, სადაც საკუთარი სივრცის ქონის სურვილი ყველას აქვს. ყველაფერ დანარჩენთან ერთად, ტიხრის ესთეტიკური ნაწილი ოთახს ხმაურის და ჭარბი სინათლისგან იზოლირებაში დაგეხმარებათ.

ნებისმიერი მოძრავი ან უმოძრაო ტიხარი იატაკსა და ჭერზე მაგრდება. ამასთან ისინი ძალიან მოთხოვნადია და შეიძლება დამოუკიდებელი კარის როლიც შეასრულოს, რადგან მათი დახმარებით ამა თუ იმ ზონასთან წვდომის ბოლომდე წვდომა ან ჩაკეტვა არის შესაძლებელი.

2.ტიხარი სამზარეულო-მისაღები

თუ თქვენ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ და ოთახი და სამზარეულო ერთად არის, აქ ტიხარს გვერდს ვერ ავულით, რომელიც არა მხოლოდ გარდაქმნის ინტერიერს, არამედ სუნის გავრცელებასაც ხელს შეუშლის. ამასთან, მსგავსი კონსტრუქცია დამატებით ფუნქციას ასრულებს თაროების სახით, სადაც პრაქტიკულად ყველა ნივთის განთავსება შეგიძლიათ.

3.ტიხარი საძინებელში

საძინებელი – ადგილი, სადაც არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად დასვენება გსურთ. თუ თქვენ ერთოთახიანი ბინა ან სტუდიო გაქვთ, სჯობს გამოიყენოთ ტიხარი, რომლის წყალობით საძინებელს სხვა სივრციდან გამოყოფთ.

4.ტიხარი სააბაზანოში

თუ თქვენ სააბაზანო და საპირფარეშო ერთად გაქვთ, ეს ყოველთვის კომფორტული არაა. მსგავს დისკომფორტს ტიხრის გამოყენებით თავიდან აიცილებთ. მათი დახმარებით სააბაზანოს მცირე, მაგრამ კომფორტულ და მყუდრო ზონად გადააქცევთ.

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.