
ბოლო დროს პოპულარული და მოდური ხდება ორიგინალური დიზაინის – გამოკვეთილი კედელი. ეს სახელწოდება თავად საუბრობს თავის თავზე, ვინაიდან არაფერი ისე არ იქცევს ყურადღებას, როგორც საერთო ფონიდან გამოყოფილი საინტერესო დეტალი. ამ მოდურ სიახლეს აუცილებლად ყურადღებით უნდა გავეცნოთ და განვსაზღვროთ წესები და მისაღები ზომები, იმისათვის , რომ ნამდვილად შოკისმომგვრელი შედეგი მივიღოთ.
საინტერესო მაგალითი თანამედროვე დიზაინერებისგან – „გამოკვეთილი კედელი“ მარტო ყურადღების მიქცევას ან პირიქით გადატანას არ ემსახურება, არამედ ის ოთახის მთელ ინტერიერს ერთიანობაში უქმნის ორიგინალურობას. თუკი ოთახის კედლების ფერსა და მასალას სწორად შევარჩევთ, აღნიშნულით რადიკალურად შევცვლით მთელ გარეგნულ მხარეს, ასევე გავზრდით სივრცეს,ავამაღლებთ ჭერს ხაზს გავუსვამთ ან საპირისპიროდ დავმალავთ აქიტექტურულ თავისებურებებს, ეს ყველაფერი თანამედროვე დიზაინერული ხრიკების საშუალებითაა შესაძლებელი.
რაც მთავარია აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როდის და რა შემთხვევებშია რეკომენდებული ასეთი ტიპის ორიგინალური თამამი ნაბიჯი გადავდგათ ოთახის ინტერიერის შერჩევის დროს, რომ მივაღწიოთ გასაოგნებელ და შოკისმომგვრელ ეფექტს, უნდა ვიცოდეთ ის წესები რაც ამ შედეგამდე მიგვიყვანს.
თუკი გადაწყვიტეთ ამ გიჟურ იდეას აყვეთ და შეცვალოთ თქვენი სახლის ინტერიერი ამ ეფექტური ხერხით, მიჰყევით 10 საინტერესო და კრეატიულ იდეას , რომელიც დაგეხმარებათ რეალობაში მისი სწორად განხორციელება შეძლოთ. მთავარია არ დაგავიწყდეთ რამდენიმე არსებითი პრინციპი ასეთი ეფექტის მისაღებად.
გამოყენების პრინციპი და გზები
ოთახში ყურადღება უნდა გამახვილდეს მხოლოდ ერთ კედელზე:
- გამოყავით მხოლოდ კედლის ნაწილი , არა მთლიანად კედელი;
- ყურადღება გაამახვილეთ ოთახში არსებულ კიდეებზე, თაღებსა და ჭერის დონეებზე.
- თუკი ვიწრო ოთახში აპირებთ ასეთი ეფექტის მოხდენას, უმჯობესია გამოიყენოთ ნათელი ფერთა გამა – ფორთოხლისფერი, ყვითელი ან წითელი.
- თუ გსურთ გაადიდოთ კედელი, მაშინ პირიქით წივი ტონები გამოიენეთ – ცისფერი, მუქი რუხი, მწვანე ან მეწამური.
იმისათვის , რომ ავამაღლოთ ჭერი, კედლებზე უნდა გამოვიყენოთ მკვეთრი ფონი ან სხვა გამოკვეთილი მასალა, მხოლოდ ვერტიკალური ზოლებით.
- თუკი ოთახის გადიდება გსურთ მაში ჰორიზონტალური ზოლები არ გამოგადგებათ;
- თუკი მშვიდი ატმოსფეროს შექმნა გსურთ, არ გამოიყენოთ მკვეთრი ფერები,მხოლოდ ნეიტრალური და პასტელის ფერების გამოყენებაა რეკომენდებული.
- იმ შემთხვევაში თუ ექსცენტრიული და მკვეთრი ოთახი გსურთ, მკვეთრი აქცენტის გასაკეთებლად გამოიყენეთ ოთახის ძირითადი ფერის კონტრასტული ფერი და შეარჩიეთ მისი შესაბამისი ადგილმდებარეობა.
ძირითად პრინციპებში რადგან გავერკვიეთ, ახლა დროა გავიცნოთ დიზაინერების ათი მთავარი იდეა, იმისათვის რომ შეიქმნას „გამოკვეთილი კედელი“
1. შპალერი – ნახატებით, ზოლებით ან გეომეტრიული ორნამენტებით
ყველაზე მარტივი და ნაცადი ხერხი – კედლის მხოლოდ ერთ ნაწილზე გავაკრათ ყვავილებიანი პრინტის ან გემოეტრიულ შტრიხებიანი შპალერი.
თქვენი გადასაწყვეტუა როგორ გსურთ ოთახის გაფორმება. თუკი ოტახში რომანტიკული ატმოსფეროს შემქნა არის პრიორიტეტული მაშინ ვირჩევთ ყვავილებიან პრინტს ,ხოლო თუკი უფრო კლასიკური გარემოს შექმნა გსურთ გეომეტრიული შტრიხებით გააფორმეთ.
ზოლიან შპალიერს საოცრებების მოხდენა შეუძლია, მათი დახმარებით შესაძლებელია ფართის გაზრდის იმიტაციის შექმნა ან ჭერის სიმაღლის გაზრდა, მთავარია სწორად შეირჩეს კედელი და მიმართულება.
აქცენტი ოთახებში უნდა გაკეთდეს შემდეგნაირად:
- საძინებელ ოთახში გამოკვეთილი შპალიერი უნდა იყოს საწოლის თავთან.
- მისაღებ ოთახში – უმჯობესია განთავსდეს სამეულის პირისპირ.
- სამზარეულოში – ყურადღება მიაციეთ სასადილო ზონას.
2. ფერის გამოყენება
სახელწოდება ფერადი აქცენტრირება, გულისხმობს, რომ ოთაის კედლის ერთი ნაწილი უნდა შეიღებოს მკვეთრი ფერის გამით, ხოლო ოთახის დანარჩენი კედლები ამ ფერთან შეხამებით ნეიტრალურ ტონში უნდა იყოს გადაწყვეტილი, რომელიც მაქსიმუმ ორი ფერისგან უნდა შედგებოდეს.
რათქმაუნდა, როგორიც იქნება აქცენტირებული ფერი, ისეთი ზოგადი ატმოსფერო შეიქმნება ოთახში, ამიტომ კარგად დაფიქრდით ფერის არჩევისას.
ფერადი აქცენტირება ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ოთახების გამოყოფის, ე.წ ზონების შესაქმნელად, რომელიც ოთახს არა მხოლოდ გამოყოფს არამედ მკვეთრად გაყოფს კიდეც.
ასეთი ტიპის „კედლის აქცენტირება“ ოთახში დამატებით მოითხოვს დეკორაციებს, თუმცა მისი სურათებითა და ფოტოებით გადატვირთვა არ ღირს.
3. რელიეფური თაბაშირი და კედლის დეკორატიული შპალერი
ამ მეთოდით გაფორმებული ოთახი ძალიან საინტერესოდ და მდიდრულად გამოიყურება. მაშინაც კი თუ თეთრის მოყვარული ხართ და სხვა ფერს არ აღიარებთ, მკეთარ გამოხატული ფაქტურის საშუალებით შესანიშნავი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.
სწორად შერჩეული ფაქტურა და მასზე არსებული გამოსახული ელემენტების მიმართულება საშუალებას იძლევა უმცირესი ოთახის მოცულობა გაზარდოს. ასეთი ფაქტურა კარგად იყურება როგორც მთლიან კედელზე ისე მის მცირე ნაწილზე, განსაკუთრებით ბუხართან მისაღებ ოთახში.
ასეთი აქცენტის გაკეთება ყველა ტიპის ოთახშია შესაძლებელი ( მათ შორის საპირფარეშოში).
4. დეკორატიული აგური
კედლის შექმნა დეკორატიული აგურებისგან ყველაზე სასურველ ხრიკად ითვლება ოთახის ინტერიერის გაფორმების პროცესში. ასეთ სტილს ირჩევენ ხელოვანი და თავისუფალი სტილის ადამიანები, ვინაიდან ის მთელს პომპეზურობას აქრობს, თუმცა ქმნის განსაკურებულ და თავისებურ კომფორტს. მთავარია , სწორად განაწილდეს და გაფორმდეს ოთახის დანარჩენი კედლები.
დეკორატიული აგური პრაქტიკულად ყველა ბუნებრივ მასალას უხდება, დაწყებული ხით და დამთავრებული ნაჭრის მატერიით. რბილი და ნაზი პროვანსი და ქანთრი სტილი არაჩვეულებრივად მიდის აგურის კედელთან.
დიზაინის მთავარი განუმეორებლობა იბადება იმ კონტრასტში რაც გულისხმობს უხეში კედლისა და ნაზი, დახვეწილი ჭაღის კომბინირებაში.
5. მარმარილოს შპალერი
მარმარილოს ნახატი უხდება ყველა ტიპის ინტერიერს. ვინაიდან ნამდვილი მარმარილოს კედელზე განთვსება ძალიან ძვირი სიამოვნებაა დიზაინერები მომხმარებლებს სთავაზობენ გამოიყენონ მარმარილოს იმიტაცია პრინტის სახით ან კედლის პანელების დახმარებით.
მარმარილოს ნახატი აუილებლად მიიქცევს ყურადღებას, თუკი ბოლომდე გააფორმებთ კედელს სხვა აქსესუარებით. შედეგი გასაოცარი იქნება.
6. ხის შპალერი
ყველა დროის უცვლელი ინტერიერის ნაწილია ხის პანელი, რომელიც აქტუალურად რჩევა დრესაც და სახლის ორიგინალურ გაფორმებად ითვლება.
მნიშვნელობა არ აქვს ნატურალური ხე იქნება თუ უბრალოდ ლამინატი, ან კერამიკული ფილა, მთავარია ამ შტრიხით ზედმეტად არ გადაიტვირთოს და დაბნელდეს სასურველი ოთახი.
ყველაზე დიდი პლუსი რაც ხის დეკორს აქვს, არის მისი სრულყოფილება, იგი დამატებით დეკორს აღარ საჭიროებს.
7. ვინტაჟური სარკე
როგორც ცნობილია ნებისმიერი ტიპის სარკეს აქვს თვისება არა მხოლოდ გაალამაზოს ოთახის ინტერიერი არამედ ვიზუალურად გაადიდოს სივრცე და გამოსახოს იგი უფრო დიდებულად.
თუკი გსურთ მისაღებ ოთახში რომელიმე კედელი გამოყოთ, უმჯობესია გამოიყენოთ დიდი სარკე ძვირფას ჩარჩოიანი ან ორიგინალურ ფორმიანი დიზაინერის შედევრი.
საძინებლისთვის უმჯობესია დაბურული სარკის ზედაპირი, ის მსუბუქად ირეკლავს შუქს ასევე ქმნის ბუნდოვან სილუეტებს, თანაც საძნებელს მდიდრულ იერს აძლევს.
8. „ფოტობოი“ ან „ფრექსი“
იმისათვის რომ მომხმარებელმა გაიხალისოს ცხოვრება, დიზაინერები გვთავაზობენ უფრო ორიგინალურ შტრიხებს, როგროიცაა ფოტობოი ან ფრექსი.
თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევიან შევქმნათ დაუჯერებელი ისუჟეტები, რომელსაც ნამდვილად შოკისმომგვრელი ეფექტი შეუძლიათ გამოიწვიონ.
მთავარია კარგად აღიქვათ სიუჟეტი, რომლის განთავსებაც ოთახში გნებავთ, რათა მთლიანი კომპოზიციიდან არ იყოს ამოვარდნილი. ასეთი გადაწყვეტილება თქვენს ინტერიერს არა მხოლოდ ინდივიდუალურსა და უნიკალურს გახდის არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის ფართის სივრცეს, ასევე შეცვლის მასში არსებულ ატმოსფეროს.
9. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული პანოები
პანოს საშუალები არჩეულ კედელზე შთამბეჭდავი აქცენტის გაკეთებაა შესაძლებელი. მხოლოდ თქვენი ფანტაზია და ფინანსური შესაძლებლობებია საკმარისი, რომ პანო იმ სტრუქტურისა და შემადგენლობის იყოს რაც გსურთ.
ფინანსური შესაძლებლოები თუ გვაქვს, საოცრად უნიკალური და ექსტრავაგანტული გამოდის პანო, რომელიც გაკეთებულია დეკორატიული ქვებისაგან. თავად პანო მიიქცევს ყურადღებას, როგროც მკაფიო არტ-შედევრი, ამასთანავე სხვა დამატებითი გაფორმება ოთახს აღარ დასჭირდება.
პანოს გამოყენებისას შესაძლებელია მას შეეხამოს კერამიკული ფილები, ასეთი პანოები კერამიკული ფილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამზარეულოში, კერძების მოსამზადებელ სივრცეში , აგრეთვე აბაზანის კედლებზე.
თუკი ფინანსებს საზღვარი არ აქვს, შეგიძლიათ უჩვეულო პანო შექმნათ ზღვის ნიჟარებითა, ღვინის საცობებით და ასე შემდეგ.
10. ფიტოკედელი
ბიოდიზაინის მოყვარულებისთვის, ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის ვისაც სურს ორიგინალური აქცენტის გაკეთება სახლში, შესაძლებელია კედელზე ვერტიკალური ბაღი გააშენოთ. აღნიშნული გარდა უზარმაზარი თანხებისა საკმაო შრომას მოითხოვს, კერძოდ საჭიროებს მცენარეების მუდმივ მოვლასა და განახლებას. ასეთი კედელი არა მხოლოდ დაამშვენებს თქვენს ინტერიერს არამედ სახლში ბუნებრივ და ჯანსაღ კლიმატს შექმნის.
ასეთი ტიპის აქცენტის შესაქმნელად განსაკურებული ტიპის ვერტიკალური კონსტრუქცია იქმენა, რომელიც შესაბამის სისტემასა და განსაკუთრებულ ცოდნას საჭიროებს, შესაბამისად აღნიშნული კუთხის მოსაწყობად სპეციალისტები დაგჭრდებათ. ამიტომ კარგად დაფიქრდით და აწონ დაწონეთ რამდენად შეძლებთ ასეთი ეგზოტიკური ატმოსფეროს შექმნას თქვენს სახლში.
ყველას აქვს სურვილი მისი ბინა გამოიყურებოდეს არა მხოლოდ მოდურად და ლამაზად, არამეთ კომფორტულად. იმისათვის, რომ რთული დღის შემდეგ განტვირთვა შეძლოთ თბილ და კომფორტულ გარემოში აუცილებლად უნდა შეეცადოთ მოაწყოთ თქვენი სახლი ნამდვილ დასვენების ადგილად.