როგორ შევარჩიოთ სწორი ელექტრო ქურის ზედაპირი, რომლებიც კერძების მომზადებას გაამარტივებს და მათ უფრო გემრიელს გახდის

როგორ შევარჩიოთ სწორი ელექტრო ქურის ზედაპირი, რომლებიც კერძების მომზადებას გაამარტივებს და მათ უფრო გემრიელს გახდის
როგორ შევარჩიოთ სწორი ელექტრო ქურის ზედაპირი, რომლებიც კერძების მომზადებას გაამარტივებს და მათ უფრო გემრიელს გახდის

თუ კერძის მომზადება არ გიყვართ – შესაძლოა ამაში დამნაშავე მოუხერხებელი ინსტრუმენტი და ტექნიკა არის. მთავარით დაიწყეთ: ყურადღება მიაქციეთ ქურის ზედაპირს, რადგან კერძების მოსამზადებლად ყველაზე ხშირად სწორედ მას გამოიყენებთ. უმჯობესია უარი თქვათ ძველ მოდელებზე – ქურები, მოუხერხებელი კომფორი და ლითონის „ბლითები“, რომლებიც დიდხანს ხურდება და სწრაფად ბინძურდება.

უპირატესობა მაღალხარისხიან ელექტრო ქურის ზედაპირს მიანიჭეთ. ის გაზის ქურაზე ბევრად უფრო უსაფრთხოა – ღია ცეცხლი არაა და აფეთქების ან გაზით მოწამვლის რისკი არ ახლავს. ასეთი მოდელი კომპაქტურია და შეგიძლიათ სტუდიოს ტიპის ბინის პატარა სამზარეულოშიც დაამონტაჟოთ. მათი მოვლა ძალიან მარტივია: ზედაპირი ცხიმებისა და მიმწვარი საკვებისგან უპრობლემოდ იწმინდება. ზოგიერთ მოდელს ბევრი ფუნქცია აქვს, რომლებიც მომზადების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს – თავისი არსით, ზედაპირი თავად მოამზადებს! და ბოლოს, ასეთი ტექნიკა ესთეტილურად ლამაზია და თუ ელეგანტური ინტერიერი მოგწონთ, ამ დადებით მხარეს აუცილებლად შეაფასებთ და სამზარეულოში ყოფნა თქვენთვის ერთი დიდი სიამოვნება იქნება.

დრო მოვიდა, სხვადასხვა სახის ელექტრო ქურის ზედაპირი განვიხილოთ, რომ ავირჩიოთ ის, რომელიც თქვენ შეგიყვარდებათ.

რატომ არა გაზქურა?

ქურის ზედაპირმა გაზქურა დიდი ხანია ღუმელით ჩაანაცვლა. მყიდველებს კომპაქტურობა და სიმსუბუქე ურჩევნიათ – განსაკუთრებით მაშინ, როცა სამზარეულოში ბევრი ადგილი არ აქვთ. მათ სურთ თავად გადაწყვიტონ სურთ თუ არა ღუმელი, თუ მხოლოდ ქურის ზედაპირი საკმარისი არის. ხოლო თუ ღუმელი სჭირდებათ, კომპლექტის შეძენას ურჩევნიათ ცალკე მოთხოვნის შესაბამისად შეარჩიონ.

გარდა ამისა, თანამედროვე ქურის ზედაპირის მოწყობა ადვილია. მას ისეთი ფუნქციები აქვს, როგორიც არის სწრაფად გაცხელება, გადმოსხმისგან დაცვა და თითოერი კომფორის ავტო რეჟიმი, რომელიც მომზადების პროცესს ამარტივებს და დროის ეკონომიას ახდენს. ამასთან საკმაოდ იაფი ჯდება.

ელექტრო ქურის ზედაპირის არჩევის დროს ყურადღება ორი კრიტერიუმზე უნდა გაამახვილოთ: ზედაპირის მასალა და გაცხელების ტიპი. თავიდან მასალის შესახებ გავარკვიოთ.

ლითონი VS მინის კერამიკა

ყველაზე მარტივი და იაფფასიანი ვარიანტი – უჟანგავი ფოლადის ან ემალის ლითონის ქურის ზედაპირის გამოყენებაა. ფუნქციურობის და დიზაინის თვალსაზრისით, ასეთი ზედაპირი ძველი მოდელის ელექტრონული ქურისგან დიდად არ განსხვავდება.

მის დადებით მხარეს წარმოადგენს დაბალი ღირებულება, კომფორის სხვადასხვა ტემპერატურის დაყენების და ეტაპობრივად მისი რეგულირების საშუალება. მინუსები – მინიმალური შესაძლებლობა და მოვლასთან დაკავშირებული პრობლემები: დაქცეული საკვები ზედაპირს ეკვრება და კომფორიდან მისი მოშორება მოგიწევთ. ამასთან ემალი ადვილად იკაწრება, ხოლო უჟანგავ ფოლადზე ჭუჭყი და თითის ანაბეჭდები რჩება.

სრულად სხვა საქმეა – მინის კერამიკული ქურა. კომფორი აქ გლუვი ფირფიტის მინის კერამიკაში იმალება. გამათბობლის სქემის საზღვრები ზედაპირზე გაყოფილია და ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის დეკორის ელემენტს ჰგავს.

აი, მაგ., იტალიური ბრენდის Fornelli-ის ელ.ქურის ზედაპირი PI 45 INIZIO, რომლის კომფორები მოკაშკაშე ვარსკვლავების სარკის გლუვ ზედაპირს წარმოადგენს. ტექნიკა იმდენად ელეგანტურად გამოიყურება, რომ ჩნდება კითხვა: როგორ დავაყენოთ ის სამზარეულოში, ცხიმების და ყავის შხეფების ქვეშ? სინამდვილეში ასეთი ზედაპირი ადვილად იწმინდება – ამისთვის მხოლოდ რბილი ქსოვილით გადაწმენდა საკმარისი არის.

მინის კერამიკა სითბოს კარგად ატარებს და სწრაფად ხურდება – ამის წყალობით, სამზარეულოში კერძის მომზადების დრო მცირდება, ხოლო ელექტროენერგიის ეკონომია ხდება.

მას თავისი მინუსიც აქვს. მინის კერამიკის ზედაპირი ნაკაწრების და ბზარების მიმართ გამძლე არის, მაგრამ წერტილოვან დარტყმებს ვერ უძლებს. მაგ., ბასრი პირით დაცემული დანა ზედაპირზე ნაკაწრს დატოვებს. ტემპერატურის კონტრასტი მას ასევე დიდად არ უყვარს: თუ ცხელ კომფორზე ცივი წყალი მოხვდება, შუშა უბრალოდ დაიბზარება.

კიდევ ერთი მინის კერამიკის ქურის მტერი – შაქარი. მოყრის შემთხვევაში, ის მასალასთან რეაქციაში შედის, მის სტრუქტურას ცვლის და უხილავ კვალს ტოვებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, რომ ცხელ კომფორზე შაქარი არ დაიყაროს და ტკბილი სასმელი არ დაესხას.

აირჩიეთ გამათბობლის ელემენტი

ლითონის ქურის ზედაპირში აქტიურ კომფორს იყენებენ. ეს ტრადიციული თუჯის „ბლითებია“, რომლის შიგნით ელექტრონული სპირალი არის დამონტაჟებული.

სანამ ქვაბს გააცხელებთ, ასეთი კომფორი ჯერ თავად უნდა გაცხელდეს, ხოლო თუჯი კიდევ უფრო დიდხანს ხურდება. ამის გამო უფრო მეტი ენერგია იხარჯება. ასე რომ ელექტროენერგიის ხარჯი ტექნიკის დაბალი ფასის სწრაფ კომპენსირებას მოახდენს.

მინა-კერამიკის ზედაპირს დღეს სამი ტექნოლოგია იყენებს: ჰალოგენის გამათბობელი, მაღალტექნოლოგიური ფირები და ინდუქციური სპირალი.

ბეჭდის ფორმის ჰალოგენის ნათურები კომფორს სასურველ ტემპერატურამდე მყისიერად ათბობს. ეს მზადების პროცესს აჩქარებს. მაგრამ მაღალი სიმძლავის გამო ჰალოგენის გამათბობელი შეიძლება გადაიწვას. მას პერიოდულად შეცვლა სჭირდება.

მაღალტექნოლოგიური ფირის გათბობის ელემენტები მაღალი ელექტრო წინააღმდეგობით არის დამზადებული. ისინი ასევე ძალიან სწრაფად ხურდება: მთლიან სიძლიერეს 3-5 წამში აღწევს. ჰალოგენისგან განსხვავებით მუდმივად შეცვლა არ სჭირდება.

მაღალი ტექნოლოგიის გამოყენების უპირატესობა „გაფართოების ზონის“ შექმნის შესაძლებლობაა. ჩვეულებრივი მრგვალი კომფორი შეიძლება გახდეს ოვალური, თუ ქათამს ამზადებთ ან უბრალოდ გაზარდოთ დიამეტრში, თუ თქვენი ქვაბი არასტანდარტულად დიდი ზომის არის. ნახეთ, როგორ მოახდინა ამის რეალიზება Forneilli-მ PVA 60 BRILLARE და PVA 60 CREAZIONE მოდელებში. ეს არა მხოლოდ კომფორტულია, არამედ ელექტროენერგია ეკონომიის გაკეთებაში დაგეხმარებათ, თუ კომფორის მიხედვით ზუსტ ჭურჭელს შეარჩევთ.

ინდუქციური გამათბობებლი – ენერგო მომხმარების მიხედვით ყველაზე პროგრესული და ეკონომიური ვარიანტია. ინდუქციური კოჭა, მკაცრად რომ ვთქვათ, არაფერს არ აცხელებს. ის ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ჭურჭლის კრისტალურ გისოსში ატომებს აძლიერებს. კომფორი ცივი რჩება, ხოლო ჩაიდანი მასზე რამდენიმე წუთში ცხელდება. მაგრამ მას ერთი უარყოფითი მხარე აქვს: ასეთ ზედაპირზე ყველანაირ ჭურჭელს ვერ გამოიყენებთ. შესაძლოა, თქვენ ახალი ტაფების და ქვაბების ნაკრები დაგჭირდეთ.

ეს ტექნოლოგია მუშაობს ზედაპირზე PIA 60 MERIDIANA – ნახეთ, როგორ მოახდინეს ამის რეალიზება. თუ 60 სმ სიგრძის ტექნიკა ძალიან დიდია და უფრო კომპაქტური მოდელის არჩევა გსურთ – ყურადღება PI 45 INIZIO-ს მიაქციეთ. 45 სმ-ის ქურაზე მხოლოდ სამი მაღალეფექტური კომფორი არის დამონტაჟებული. თუ დიდი ზომის ქვაბის სწრაფად გაცხელება გსურთ, გამათბობლის გაძლიერებას ტემპერატურის 30%-იანი გაზრდით მოახერხებთ, თუ ორი კომფორის სიძლიერეს გააძლიერებთ. ასეთი ტექნიკა დროის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

ინდუქციური კომფორი მხოლოდ იმ შემთხვევაში ირთვება, თუ ზედაპირზე სპეციალური მაგნიტური შენადნობი ჭურჭელი დევს და გამოირთვება მაშინ, როცა ჭურჭელს გაზქურიდან აიღებთ. ამასთან თავად ზედაპირი ყოველთვის ოთახის ტემპერატურაზე რჩება: მასზე არაფერი ადუღდება, ცნობისმოყვარე პატარა თითს არ დაიწვავს. ასეთი ტექნიკისთვის შაქარიც კი საფრთხეს არ წარმოადგენს: ის გადნობას უბრალოდ ვერ მოახერხებს.

მოდელის მიხედვით, მინა-კერამიკის ქურის ზედაპირს ბევრი სასარგებლო ნივთის გაკეთება შეუძლია. მაგ., დროის და რეჟიმის კონტროლი ავტო რეჟიმის გამოყენებით, კომფორის ფორმის მორგება თქვენი ჭურჭლის მიხედვით, ტემპერატურის დაწევა, თუ სითხე საზღვრებიდან გადასვლას ცდილობს, ასევე შეწვის დროს ავტომატურად გათიშვის ფუნქცია. მომზადების პროცესში თქვენი მონაწილეობა მინიმუმამდე დადის. განა ეს სამზარეულოს შეყვარების მიზეზი არაა?

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს აუცილებლად სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.