საბურავების ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთებად გადაკეთების არასტანდარტული მაგალითები

საბურავების ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთებად გადაკეთების არასტანდარტული მაგალითები
საბურავების ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთებად გადაკეთების არასტანდარტული მაგალითები

როცა მანქანის საბურავები უსარგებლო ხდება, ბევრი თავს იმტვრევს, თუ როგორ დააღწიონ თავი მათ და სად გადააგდონ. არ იჩქაროთ, არამედ ჩვენს დღევანდელ სასარგებლო ნაკრებს გადახადეთ. რომელიმე მათგანმა შეიძლება თქვენი შთაგონება მოახდინოს.

1.თაროები

სტანდარტული საბურავები ოთხ თანაბარ ნაწილად გაჭერით, საყვარელ ფერში გადაღებეთ, ფსკერი გაუკეთეთ და ოთახის ნებისმიერ თავისუფალ კუთხეში დაამაგრეთ. მიღებული თაროები ყრუ სივრცეს შეავსებს და წიგნების, საბავშვო სათამაშოების და დეკორის ნივთების შესანახად გამოგადგებათ.

2.ნიჟარა

ორიგინალური ნიჟარა სტიმპანკის სტილში, რომელიც უსარგებლო მანქანის საბურავისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. შესანიშნავად შეესაბამება აგარაკის სახლის, ავტოფარეხის, ავტოსახელოსნოს ან ნებისმიერი თემატური შენობის ინტერიერს.

3.სკამი

ავტომობილის საბურავების ზოლები შეგიძლიათ ძველი სკამის გასაახლებლად გამოიყენოთ. უბრალოდ ძველ საზურგეს და საჯდომს დაამაგრეთ.

4.ჭერის განათება

გასაოცარი ჭერის განათებები, რომლებიც საბურავებისგან არის დამზადებული. სანათები ლამაზი ხაზებით არის გაფორმებული, რომლებიც ლაზერით არის ამოკაწრული.

5.დივანი ორისთვის

მომხიბლავი დივანი ხუთი არასასურველი მანქანის საბურავისგან, ორი ცალი ფანერისგან, ღია ფერის ქსოვილისგან, რომლის გაკეთება ყველას შეუძლია. ის შემოსასვლელის, აივნის ან ვერანდის შესანიშნავი ელემენტი გახდება.

6.ჩანთა

თამამი ექსპერიმენტების მოყვარულებს, ალბათ, ეს იდეა მოეწონებათ – ავტომობილის საბურავისგან ჩანთის დამზადება. გამძლე და ორიგინალური ნივთი გამოგივათ. ერთადერთი ნაკლი – სპეციფიკური სუნი.

7.სავარძელი

უჩვეულო სავარძელი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ორ ბორბალზე დევს  – ტერასის ან აგარაკზე საფარდულის გაფორმების იდეალური ვარიანტია.

8.დეკორატიული მაგიდა

ფანტასტიკური დეკორატიული მაგიდა, რომლის საფუძველს საბურავის რეზინა, გადაკრული პორილონი და შეკრული ყუთის ან სელის ძაფით. მსგავსი მაგიდა კანტრის, პროვანსის ან შები-შიკის სტილის ინტერიერის მთავარი ხიბლი გახდება.

9.ბაღის სკამები

თავისი ვალის მოხდის შემდეგ საბურავები კარგად გარეცხეთ, საყვარელ ფერში შეღებეთ და კომფორტული ბაღის სკამების გასაკეთებლად გამოიყენეთ.

10.ჟურნალების სადგამი

ეფექტური ჟურნალების სადგამი, რომელიც წითლად შეღებილი ნახევარი საბურავის ნაჭრისგან და წვრილი ლითონისგან გააკეთეს.

11.პუფი

შესანიშნავი პუფი საბურავისგან ასაწევი საჯდომით, სადაც შენახვის სისტემა იმალება. აქ შეგიძლიათ ფეხსაცმელი, სხვადასხვა ხელსაწყო ან ნებისმიერი წვრილი ნივთი შეინახოთ.

12.მოძრავი სავარძელი

ოფისის სავარძელი, რომელიც არასაჭირო საბურავებისგან არის გაკეთებული, თანამედროვე ოფისის მთავარი ხიბლი გახდება.

13.ჟურნალების მაგიდა

რამდენიმე არასაჭირო საბურავი და სარკიანი ზედაპირი – აი, პატარა სია, რომელიც მოდური ჟურნალების მაგიდის შესაქმნელად დაგჭირდებათ.

14.ლარნაკი

საბურავი რამდენიმე თხელ ფენად გაჭერით და მოსაწყენი ყვავილების ლარნაკის მოსართავად გამოიყენეთ.

15.მუხლუხო

მუხლუხოს მსგავსი სასაცილო ფიგურა, რომელიც არასაჭირო ავტომობილების საბურავებისგან არის გაკეთებული, საბავშვო მოედნის ან აგარაკზე სათამაშო ზონის გამოსაყოფად შესანიშნავი საშუალებაა.

16.მინი-აუზი

ორმო ამოთხარეთ, წებოვანი ჩაასხით, საბურავი დაამაგრეთ და შემდეგ დამარხეთ. მიღებული აუზი წყლით ავსეეთ და ქვებით გაამაგრეთ და მცენარეები მოათავსეთ.

17.სარკე-მაგიდა

ველოსიპედის ბორბალი უსარგებლო ნივთი არაა. ღია ფერში შეღებეთ, საჭირო ზომის სარკე დაამაგრეთ. მზა მასალა შეგიძლიათ სარკის ან მცირე ყავის მაგიდის ზედაპირად გამოიყენოთ.

მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.