
როგორც წესი, ვიწრო და პატარა ტუალეტის ოთახი ბევრი ბინის ხვედრია და ამიტომ ამ პატარა ოთახის გაფორმების პრობლემა ბევრს საგონებელში აგდებს. ბევრი დიზაინერული იდეა არსებობს, რომლებიც არა მხოლოდ ამ რთული ამოცანის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ, არამედ სივრცის უფრო რაციონალურად გამოყენების საინტერესო გადაწყვეტილებაც იქნება. სტატიის ბოლოს ცხარე ბონუსი გელოდებათ – შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ფანტასტიკური და ორიგინალური ინტერიერის შექმნა უნიტაზის გაფორმებითაც კი შეიძლება.
ასე რომ, თქვენ პატარა ტუალეტის ოთახში რემონტის გაკეთება გადაწყვიტეთ. აუცილებლად ყველაფერის კარგად გაანალიზებით უნდა დაიწყოთ, თუ რისი მიღება გსურთ ან როგორ სტილში გინდათ გააფორმოთ. თავიდან ყველა საკომუნიკაციო და საინჟინრო შენაერთი მოიფიქრეთ, შესაძლოა დამატებითი სანტექნიკის მოწყობილობის ან ონკანის დაყენება გადაწყვიტოთ. დეკორის ნივთების გაფორმება გსურთ, შეგიძლიათ აირჩიოთ პანო ან სურათები.
ასეთი პატარა ფართობის ოთახისთვის ეცადეთ თავად სანტექნიკის განლაგების ერგონომიული სისტემა იპოვოთ, ამისთვის საჭირო ზომების აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. ასეთი გადაწყვეტილებით ფუნქციურად არაფერს კარგავთ, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილს ბევრს იგებთ.
შემდეგი რამდენიმე რჩევა და საინტერესო იდეა დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ შეიძლება სველი წერტილი არა მხოლოდ განაახლოთ, არამედ მოდური და პრაქტიკული გახადოთ.
თუ თქვენი ტუალეტის ოთახი ძალიან პატარა არის, რა თქმა უნდა, სანტექნიკის და ავეჯის დამატებითი ნივთების დადგმის შესაძლებლობა ნაკლებად გექნებათ. აი, თანამედროვე სტილში გაფორმება დ ვიზუალურად სივრცის გაფართოებას სწორი ფერების გამის, განსაკუთრებულად დალაგებული ფილების ან 3D შპალერის გამოყენებით მოახერხებთ.
ჯერ განვიხილოთ, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება, რომ ჟურნალში ან ტელევიზორის ეკრანზე ნანახმა საინტერესო მაგალითმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მუქი და ბნელი ფერები მთელ კედელზე არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ – ასეთი ინტერიერი ძალიან სწრაფად ბინძურდება, ასევე ვიზუალურად სივრცეს კიდევ უფრო პატარას ქმნის.
სასურველი არაა, ყველა კედელი ტექსტურირებული ფილებით ან მასიური რელიეფური მასალებით გააფორმოთ. უმჯობესია თუ იმიტაციას გააკეთებთ, სასურველია ერთ კედელზე, ან პანელი გააფორმოთ.
თუ ნათელ და კონტრასტულ ფერებს შეახამებთ – პრობლემა არაა, შეგიძლიათ ერთი კედელი საყვარელ ფერში შეღებოთ.
პერსპექტივის ხაზთან ექსპერიმენტი ჩაატარეთ – 3D ეფექტის შპალერი გააკარით, კუთხეში ფილები მოათავსეთ და ჰორიზონტალური ხაზები სწორად ჩასვით, ეს კედლების გაფართოების და უფრო შორს გახედვის საშუალებას მოგცემთ.
შეგიძლიათ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები ერთმანეთს შეუხამოთ, ფართო და წვრილი მუქი ხაზების ერთმანეთის მონაცვლეობით. ასეთი მეთოდი ოთახს დინამიურობას შესძენს და სველი წერტილის გასაოცრად გაფართოების საშუალებას მოგცემთ. კედლის უკანა მხარეს ჰორიზონტალური პანელი კონტრასტული ფერით ან ფერადი ზოლებით გააფორმეთ. შეგიძლიათ კარებზე კარადა ჩააშენოთ.
სცადეთ ერთ კედელზე დიდი სარკის დაკიდება ან მისი პრიალა ზედაპირით გაფორმება და დაინახავთ, თუ ტუალეტის ოთახი რამდენად დიდი გახდება. მთავარია, არ გადააჭარბოთ და სარკის დერეფანი არ გააკეთოთ.
შეგიძლიათ ექსპერიმენტი თამამად გააკეთოთ. კედლების ნაწილი ღია დიზაინერული ფილებით ან უბრალოდ კონტრასტული ფერადი ზოლებით გააფორმეთ. უმჯობესია აქცენტი უკანა კედელზე გააკეთოთ. ასეთი ხრიკი ოთახის პატარა ფართობიდან მზერის გადატანაში დაგეხმარებათ.
სწორი განათება ასევე სასწაულს ახდენს! დიდებული და მოდური გაფორმების შემთხვევაშიც კი ბევრი შეცდომას უშვებს და ფიქრობს, რომ პატარა ნათურა ასეთი პატარა ოთახის გასანათებლად საკმარისი არის. ეს გადაწყვეტილება ინტერიერის შექმნის თქვენს ყველა ძალისხმევას წყალში გადაყრის, რადგან სუსტი განათების შემთხვევაში ყველა ძვირფასი მასალა და სწორად შერჩეული ფერების გამა უბრალოდ არა პრეზენტაბელურად გამოიყურება. სცადეთ პატარა ნათურების გამოყენებით ოთახს მყუდროებას და დამატებითი სიმარტივე და ორიგინალურობის ელემენტი შემატოთ.
ბონუსი
და, რა თქმა უნდა, დაპირებული ბონუსი. არსებობენ ისეთი ორიგინალი ადამიანები, რომელთაც ტუალეტის ოთახშიც კი რაღაც ფანტასტიკურის შექმნა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ტუალეტის ინტერიერის გაფორმების მსგავსი შედევრების და თამამი პროვოკაციული იდეების სახლში დაყენებას ბევრი ვერ გაბედავს, მაგრამ მათი დათვალიერება საინტერესოა.
მოგეწონათ სტატია? მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.