
ასე, რომ თქვენ მარტოხელა მამაკაცი ხართ და ბინა გაქვთ.
სხვათა შორის, საბილიარდო მაგიდა უკვე შეიძინეთ? საძინებელი? თქვენ უკვე ის წამების საკანს დაამსგავსეთ, სადაც სპორტული სავარჯიშო მოწყობილობა დააყენეთ? აღიარეთ, რა გაქვთ სასტუმრო ოთახში? ველოსიპედი თუ დოღის ცხენი?
თქვენ იღბლიანი ხართ და შეგიძლიათ თქვენი ბინა ისე მოაწყოთ, როგორც გსურთ! მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაქორწინებული მამაკაცების 90 %, რომლებიც ქორწინების უფსკრულში იძირებიან, შურით გიყურებთ. ასევე გაუთხოვარი ქალების 100 % მზადაა, რომ მაქსიმალური ყურადღება მოგაქციოთ. სწორედ ამიტომ ფრთხილად იყავით! თქვენი ტერიტორია დაიცავით!
ფარდები
გაგიკვირდებათ, მაგრამ იარაღის შეძენა საჭირო არაა. ხშირ შემთხვევაში ფარდების დაკიდება საკმარისია. პირველ რიგში კი მათი არჩევა მოგიწევთ.
ფარდები ბორბლების გამოგონებამდე გამოიგონეს. ბევრი თანამედროვე მოდელი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და ძალიან ბუნდოვნად მამონტის ტყავს გვაგონებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ლამაზია, მაგრამ მათი მოვლა ყურადღებას და ცოდნას მოითხოვს.
თუმცა, ფარდები, არ მოითხოვს მოვლას, თუ ისინი არ არსებობენ. ასე რომ, ყურადღება უფრო პრაქტიკულ ვარიანტებს მიაქციეთ.
რომაული ფარდები
ის, ვინც ისინი მოიგონა, ნამდვილი გენიოსი, ან მარტოხელა კაცი იყო. რომაული ფარდა სწორი ტილო არის. აწევის დროს, ზედა ნაწილში ჰორიზონტალური ნაკეცი წარმოიქმნება. ეს ძალიან ლამაზი და ფუნქციონალურია, რადგან კონსტრუქცია სასურველი სიმაღლის მოცულობას ითვალისწინებს. დაფიქსირებულ მდგომარეობას ორპირი ქარის დროსაც ინარჩუნებს. ასეთი ფარდების აწევა ან დაწევა ჯაჭვის მეშვეობით მექანიკურად შეგიძლიათ. თუმცა დღეს უკვე ავტომატიზირებული მართვის მოდელებიც არსებობს: ღილაკზე დაჭერით ან დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით.
ქსოვილი შეიძლება ნებისმიერი იყო: მჭიდრო, მსუბუქი, საოიანი, ნატურალური ან სინთეტიკური. ყველაზე ხშირად კარნიზზე ქლეთ-ლენტით მაგრდება. ძალიან მარტივად იხსნება. თუ ხელით რეცხვა თქვენი ჰობი არაა, საფარდედ ის ქსოვილი აირჩიეთ, რომლის სარეცხ მანქანაში გარეცხვასაც შეძლებთ.
დახვეული ფარდა
ამ ფარდასაც ასაწევი სისტემა აქვს. შეგიძლიათ მარტივი ჯაჭვი ან დისტანციური მართვა გამოიყენოთ. მარტივი მექანიზმი საჭირო სიმაღლეზე მყარად დაფიქსირების და განათების რეგულირების საშუალებას მოგცემთ. ბევრ ქალს ასეთი ფარდა მოსწონს.
კონსტრუქცია ძალიან მარტივია: ქსოვილი აწევის დროს ცილინდრს ეხვევა. მასალის სახით ნებისმიერი ქსოვილი, მათ შორის ფერადი შეგიძლიათ გამოიყენოთ. არჩევანი მრავალფეროვანია!
უფრო მეტიც, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ფერადი გამოსახულების გადატანა შეგიძლიათ. ზოგჯერ სპეციალური სითხე გამოიყენება, რომელიც ფარდას აალებისგან იცავს.
და კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელსაც თქვენ ღირსეულად შეაფასებთ: დროდადრო, ოდნავ სველი ღრუბლით მისი გაწმენდა საკმარისი არის.
იაპონური ფარდა
სიმარტივე და ლაკონიურობა – მათი მთავარი ღირსებაა. გარეგნულად შირმას ან ვერტიკალურ ჟალუზს (მაგრამ მისი ნაწილები არ ბრუნდება) ჰგავს.
რამდენიმე პანელის კონსტრუქცია მრავალფენიან კარნიზზე მაგრდება. მისი მართვა როგორც მექანიკურად, ასევე დისტანციურად მართვის პულტის გამოყენებით შეგიძლიათ.
სამურაის თავისი მადლობად უნდა გადაუხადოთ! მათ გამოგონებას სივრცის სხვადასხვა ზონად დაყოფა შეუძლია. მაგ., ერთი ოთახიდან ორის გაკეთება. ან რომელიმე კუთხის შენიღბვა, სადაც ცარიელ ლუდის ქილებს ან პიცის ყუთებს გადამალვას შეძლებთ.
იაპონური ფარდების საწარმოებლად გამოიყენება ბრინჯის ქაღალდი, ლელქაში, ბამბუკი, როტანგი და პლასტმასიც კი. მასზე ზრუნვა სირთულეს არ წარმოადგენს. მასალის მიხედვით შეგიძლიათ გარეცხოთ, სველი ღრუბლით გაწმინდოთ ან მტვერსასრუტით გაწმინდოთ. ძალიან მარტივად იხსნება.
პლისე
თავისი არსით ჟალუზი არის, რომელიც დაპლისული (ნაკეცებიანი) ქსოვილისგან მზადდება. არ შეგეშინდეთ, ამ ნაკაცების გაუთოება არ მოგიწევთ. სპეციალურ პროფილზე მჭიდროდ ფიქსირდება. შესაძლოა როგორც მექანიკური, ასევე ელექტრო კონტროლის გამოყენება.
დიზაინერები თანხმდებიან, რომ პლისე ნებისმიერ თანამედროვე ინტერიერს მშვენივრად შეესაბამება.
ასე რომ, თქვენც გამოგადგებათ. ყურადღება „დღე-ღამის“ სისტემას მიაქციეთ. ის ორი ტიპის ქსოვილისგან შედგება. პირველი დღისით გამოიყენება, სინათლეს ახშობს ან მზის კაშკაშა სხივებისგან გიცავთ. მეორე კი მცირე რაოდენობით სინათლეს უშვებს და გამოიყენება ღამით ან პირქუშ ამინდში. სილამაზისთვის.
პლისეს ფარდების ქსოვილის ვარიანტია მრავალფეროვანია. არსებობს ისეთი მასალა, რომელიც არ იწვის. სპეციალურად სააბაზანოსთვის გამოიყენება მასალები, რომლებიც ტენის მიმართ მდგრადია.
პლისეს გაწმენდას მტვერსასრუტით შეძლებთ.
ჟალუზი
ცნობილია, რომ ჟალუზი უძველეს დროს აღმოსავლეთში გამოიგონეს. ავტორის სახელი უცნობია. თუ საუკუნეების შემდეგ მისი სახელი ცნობილი გახდება, მარტოხელა კაცებმა მის სახელზე ძეგლის აშენება უნდა დააფინანსონ. ჭეშმარიტად, ის დიდებული იყო!
დღეს ჟალუზი სხვადასხვა სახის მასალისგან მზადდება, მათ შორის ქსოვილისგან, თუმცა პლასტმასზე უფრო მარტივი მოსახერხებელი არცერთი არაა.
ფიქრობთ, რომ ასეთი სტილი მხოლოდ ოფისისთვის არის განკუთვნილი? ცდებით! თანამედროვე მასალას ნებისმიერი ტექსტურის იმიტაცია შეუძლია იქნება ეს ქსოვილი, თუ ხე. ფერების და ფორმის არჩევანი ასევე უამრავია.
ოთახში შემოსული სინათლის ხარისხი მის სრულ დაბნელებამდე იმართება ჯაჭვით ან ელეტრო მართვის პულტის გამოყენებით.
პლასტმასის ჟალუზის მოვლაზე ადვილი არაფერია. მტვერი შეგიძლიათ რბილი ქსოვილის ან მტვერსასრუტის გამოყენებით მოაშოროთ. წელიწადში ერთხელ – საკმარისია!
ფარდა ლამბერკენის გარეშე
ჩემი მარტოხელა მეგობრებიდან არავინ იცის, თუ რა არის ლამბერკენი. თქვენ კი გეტყვით. ლამბერკენს ჰორიზონტალურ დეკორატიულ მოფარდვას უწოდებენ, რომელიც ფარდის ზედა ნაწილში მდებარეობს. თქვენ ეს გჭირდებათ? მარტოხელა კაცის სახლში ლამბერკენი არასდროს მინახავს, მაგრამ თუ თქვენ მოგწონთ – კი ბატონო. ოღონდ ასეთი კონსტრუქციის მოვლა საკმაოდ რთულია.
თუმცა, თუ თქვენ ესთეტიკური გამოუსწორებელი მარტოხელა კაცების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებით, შეგიძლიათ თავს ამის უფლება მისცეთ. სავარაუდოდ, თქვენ ბევრი ფული, ძვირადღირებული ავტომობილი გაქვთ, ხოლო სახლის საქმეებს მოსამსახურე აგვარებს. ის, რა თქმა უნდა, ლამბერკენის, ხავერდის და მოოქროვილის მოვლაზეც იზრუნებს, მაგრამ შესაძლოა ცოლად გამოყოლის სურვილიც გაუჩნდეს. ფრთხილად იყავით!