
თითოეული ბინის მფლობელს აქვს უფლება სამზარეულოში გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს. თუმცა ხშირად მათ პროპორციის გრძნობა ავიწყდებათ და ფიქრობენ, თუ მათი „სამეფო“ კიდევ უფრო უკეთესი როგორ გახადონ. ჩვენ 11 ასეთი შეცდომა შევაგროვეთ, რომლებიც სამზარეულოს მოწყობის დროს არ უნდა გააკეთოთ.
1.სამზარეულოს კუნძული
მოდური სამზარეულოს კუნძული ცენტრში გაზქურით – ყველაზე ცუდი იდეა არის, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება მათ, ვინც რეგულარულად კერძებს ამზადებს, მაგრამ შემდეგ საათობით გაწმენდაზე დროის დახარჯვა არ სურს. გაზქურის ჩვეულებრივი განლაგების შემთხვევაში კერძის მომზადების დროს შხეფები მხოლოდ წინსაფარზე და იატაკზე ხვდება. ხოლო კუნძულის ცენტრში მომზადების დროს მთელი ზედაპირი ცხიმიანი შხეფებით გაივსება, ასევე იატაკი გაზქურის ორივე მხარეს.
2.ერთჯერადი კონტეინერები, რომლებიც მრავალჯერადად გამოიყენება
შეგროვების მანია ზოგჯერ ადამიანს პირდაპირი მნიშვნელობით ნაგვის შენახვას აიძულებს. მაგ., ზოგიერთი ეკონომიური დიასახლისი ბევრ უსარგებლო ნივთს ინახავს. მათ მიეკუთვნება ერთჯერადი კონტეინერები, რომლებიც ხშირად სახლში შეკვეთილი კერძის შემდეგ რჩება. თუმცა, ასეთი ჭურჭელი მეორადი გამოყენებისთვის სრულიად შეუფერებელია, შესაბამისად შენახვასაც აზრი არ აქვს. რაც შეეხება საკვების პლასტმასის კონტეინერებს, ისინიც ბევრი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ასეთი ჭურჭელი ხანგრძლივ გამოყენებას არ ექვემდებარება. ღრმა ბზარები, ნაკაწრები და ნადები – დამარწმუნებელი ნიშნებია, რომ დროა ყუთები შეცვალოთ.
3.აწეული კარადები
კარადების ყიდვა ცოკოლის გარეშე – ერთ-ერთი ყველაზე ირაციონალური გადაწყვეტილება არის სამზარეულოსთვის, რომელსაც არაერთხელ ინანებთ. კარადასა და იატაკს შორის ვიწრო ჭუჭრუტანაში მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვი, წვრილი ნაგავი, ასევე ცხიმის მიკრო ელემენტები გროვდება. რის გამოც თითქმის ყოველდღიურად მისი გამოგვა, შემდეგ კი ამ რთულად მისაღწევი ადგილების სველი ქსოვილით გამოწმენდა დაგჭირდებათ. ამ ზემოთ ჩამოთვლილ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ სპეციალურ თამასას გამოიყენებთ, რომელიც კარადის ქვედა ნაწილს მჭიდროდ ხურავს.
4.პლასტმასის საჭრელი დაფა
ბევრმა დიასახლისმა იმის მოსმენის შემდეგ, რომ ხის დაფა პროდუქტების სუნს იწოვს, იმწამსვე ხე პლასტმასით ჩაანაცვლა. თუმცა, გამოყენების მხრივ, პლასტმასის დაფა ხის დაფაზე ბევრად უფრო სახიფათოა. პლასტმასის ზედაპირებზე ნაკაწრები ჩვეულებრივ ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ხის ზედაპირზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი დაფის გაწმენდა ბევრად უფრო რთულია. კარგმა დიასახლისმა ორი რამ უნდა გააკეთოს: საჭრელ დაფას ყურადღება მიაქციოს და მინიმუმ ორი საჭრელი დაფა გამოიყენოს ნედლი და გამოყენებისთვის მზა პროდუქტებისთვის.
5.ფორებიანი იატაკი
იატაკის ზედაპირების დიდი არჩევანის მიუხედავად, სამზარეულოსთვის უმჯობესია მაქსიმალურად გლუვი ზედაპირი შეარჩიოთ. ხოლო ტექსტურის და ფორებიანი მასალისგან სჯობს თავი შეიკავოთ, რადგან ცხიმების ნარევი და მტვერი წვრილ ხვრელებს მომენტალურად ავსებენ და ასე იატაკი მუდმივად ბინძური ჩანს.
6.ერთი პირსახოცი
სამზარეულოს პირსახოცი გაზრდილი საფრთხის საგანია. თუ მას ხშირად იყენებთ და პირსახოცი გაშრობას ვერ ასწრებს, სხვადასხვა სახის ბაქტერიების გასავითარებლად სასარგებლო გარემოს ქმნით. თუ ამასთან ერთ პირსახოცს ყველა საჭიროებისთვის იყენებთ, მაშინ მასზე მავნე მიკრობების რაოდენობა 100-ჯერ იზრდება. ასე რომ, თუ საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებით ხელის, ჭურჭლის და ზედაპირის გასაწმენდად სხვადასხვა პირსახოცი გამოიყენეთ. ისინი მინიმუმ 5 დღეში ერთხელ გამოცვალოთ, უმჯობესია თუ ქსოვილის პირსახოცს ქაღალდის პირსახოცით ჩაანაცვლებთ.
7.დანების სადგამი
ვეებერთელა სადგამი და ბევრი დანა – თქვენს სამზარეულოში მას ადგილი არ აქვს. მაგიდის სადგამი ბევრ ადგილს იკავებს, მტვერს და ნაგავს აგროვებს, ამასთან დანების ნაწილი თითქმის გამოუყენებელი რჩება. სახლში კერძის ნორმალურად მოსამზადებლად 3 ხარისხიანი დანაც გეყოფათ. ისინი კი კედელზე მიმაგრებულ თხელი მაგნიტის ზედაპირზე უნდა შეინახოთ.
8.გამწოვის მილი
გამწოვის მილის ღიად დატოვება დიდ შეცდომას წარმოადგენს, რომელიც მომავალში შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ გოფრირებული მასალა. რომლისგან მილი არის დამზადებული, როგორც მაგნიტი მტვერს, სიბინძურეს და ცხიმს იწოვს, ხოლო მოქნილი კონსტრუქცია მის გაწმენდას ართულებს. ყველა ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ, თუ გოფრირებულ მილს პლასტმასის მილით შეცვლით, ან უბრალოდ მას ცალკე კარადაში დამალავთ.
9.ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
ტოსტერი, რომელშიც ყველაფერი იწვება, გატეხილი ჩაიდანი, გაუმართავი მიკროტალღური ღუმელი და სხვა ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა, რომელიც წყობილებიდან გამოვიდა ან უფრო თანამედროვე ანალოგით ჩაანაცვლეს, შეგიძლიათ გაყიდოთ, ვინმეს აჩუქოთ ან აგარაკზე წაიღოთ, თუ ეს აუცილებელი არის. მთავარია, რომ ტექნიკა თაროებზე უსაქმოდ არ იდოს და მთელ ადგილს არ იკავებდეს.
10.ტექნიკა ფანჯრის რაფაზე
ფანჯრის რაფა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესანახად საუკეთესო ადგილი არ არის. ტემპერატურის ცვლილებამ ტექნიკის კედლებზე კონდენსატის ფორმირება შეიძლება მოახდინოს, რაც ელექტრო მოწყობილობის ნაადრევ დაზიანებას გამოიწვევს. ასე რომ, თუ თქვენი სამზარეულო ძალიან პატარა არის, ეცადეთ მიკროტალღური ღუმელისა და ჩაიდნისთვის სხვა ადგილი იპოვოთ.
11.ჩაიდანზე ნადები
კარგ დიასახლისს ჩაიდანი ყოველთვის იდეალურ სუფთა მდგომარეობაში აქვს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. ნადები კი ჩაის საუკეთესო დანამატს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, თუ ასეთი ჩაიდნიდან ერთხელ ან ორჯერ დადებთ კატასტროფა არ მოხდება. ნადებიანი ჩაიდნიდან რეგულარულად სასმელის მოხმარებამ შეიძლება სისხლძარღვების ბლოკირება, კუჭის პრობლემა და შიდა ორგანოების დაზიანება გამოიწვიოს. პრობლემის თავიდან აცილების მიზნით სჯობს ჩაიდანი შიგნიდან კარგად გაწმინდოთ და დროულად ახლით ჩაანაცვლოთ.