6 პრაქტიკული რჩევა, სად და როგორ შევცვალოთ ფანჯრის რაფის ქვეშ ნიშა „ხრუშჩოვკის“ ბინის სამზარეულოში

6 პრაქტიკული რჩევა, სად და როგორ შევცვალოთ ფანჯრის რაფის ქვეშ ნიშა „ხრუშჩოვკის“ ბინის სამზარეულოში
6 პრაქტიკული რჩევა, სად და როგორ შევცვალოთ ფანჯრის რაფის ქვეშ ნიშა „ხრუშჩოვკის“ ბინის სამზარეულოში

60-იან წლებში დაპროექტებული ძველი ხუთსართულიანი შენობა ქვეყნის დიდ ნაწილს დღემდე იკავებს. ისინი ადამიანების ყოველდღიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სწრაფად დაპროექტებულია, ამიტომ განსაკუთრებული კომფორტით არ გამოირჩევა. წლები გავიდა, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდა და ამ „ხრუშჩოვკების“ მაცხოვრებლებმა ბინების გადაკეთება დაიწყეს, რადგან ზოგიერთი პროექტის იდეამ დრო მოჭამა. აი მაგ., თხელი შიდა კედელი სამზარეულოში ფანჯრის ქვეშ, რომელიც ცივი საწყობის ფუნქციას ასრულებდა. ახლა სახლში მაცივარი ყველას აქვს, ამიტომ ასეთი ფუნქციური კარადის არსებობა აზრს კარგავს. ბინის მფლობელებმა სამზარეულოში ამ კუთხის გარდაქმნა დაიწყეს.

ასეთი პატარა ფართობის რაციონალურად გამოყენების უამრავი ვარიანტი და იდეა არსებობს. ასეთი ბინის პროექტის სამზარეულო ძალიან მცირე ფართობს იკავებს – მაქსიმუმ 5-7 კვ.მ. თუმცა როგორი პატარაც არ უნდა იყოს ფართობი, უნდა ვეცადოთ რომ ის უფრო კომფორტული და ფუნქციური გავხადოთ, რადგან ოჯახის წევრები დროის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებს.

სამზარეულოს მოწყობის დროს მთავარი ამოცანაა – კერძის მომზადების დროს სამუშაო კუთხის კომფორტული ორგანიზაცია და თუნდაც მცირე ადგილის გამოყოფა სასადილო მაგიდისთვის.

დღეს რამდენიმე საინტერესო და სასარგებლო რჩევას გთავაზობთ, რომლებიც სამზარეულოს კუთხის უფრო რაციონალურად გადაკეთების იდეის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

1.ნიშა ბოსტნეულის და კონსერვის შესანახად გამოიყენეთ

ზამთრის პერიოდში მაცივარი რომ არ გადატვირთოთ, შეგიძლიათ ეს ნიშა, როგორც ცივი საწყობი ისე გამოიყენოთ. თუ დაგჭირდებათ, კედელი ოდნავ გაათბეთ, რომ ძლიერი ყინვის დროს ბოსტნეული არ გაიყინოს. თაროები და კარი უფრო თანამედროვე და პრაქტიკული ვარიანტებით ჩაანაცვლეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მინა, ერთადერთი პირობა – უნდა იყოს წესრიგი, რომ ამან ინტერიერის ესთეტიკური სახე არ გააფუჭოს.

2.ნიშაში ნივთები და საგნები შეინახეთ

იმის მიხედვით, თუ ამ ნიშის ირგვლივ სივრცეს როგორ მოაწყობთ, აქ შეგიძლიათ მოთხოვნადი ნივთები შეინახოთ ან პირიქით. თუ მასზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა გექნებათ, განათვსეთ ის ნივთები, რომელთაც მუდმივად იყენებთ. თუ წვდომა შეზღუდული გექნებათ, ძალიან მოსახერხებელია იმ ნივთების დალაგება, რომელთაც იშვიათად ან სეზონურად იყენებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი დამატებითი კარადა მაგიდაზე ან თაროებზე ადგილის გათავისუფლების საშუალებას მოგცემთ. ამასტან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კედელი გაათბოთ, რომ ცივი ჰაერი ბინაში არ შემოვიდეს. ასეთი ნიშაში შეგიძლიათ ღია ან დახურული თაროები გააკეთოთ.

3.ნიშაში ბატარეა დააყენეთ

ეს ნიშა შეგიძლიათ რადიატორის დასაყენებლად გამოიყენოთ, წინასწარ კედლის თბოიზოლაციის მასალებით დათბუნების პირობებში. თუ ბატარეას ამ სიღრმეში მოათავსებთ ბინას არა მხოლოდ გაათბობთ, არამედ ადგილის ეკონომიასაც მოახდენთ.

4.ფანჯრის რაფა ონკანის სამუშაო ზონით ჩაანაცვლეთ

თუ კომუნიკაციის გადმოტანის შესაძლებლობა გაქვთ, მაშინ ფანჯრის რაფა სარეცხი ონკანის სისტემით ჩაანაცვლეთ. ასეთი გადაწყვეტილება რაციონალური და მოსახერხებელი გამოსავალი იქნება, რადგან წამიერად დიდი ადგილი გამოთავისუფლდება და ფანჯარასთან სამუშაო ზონა კარგად განათებული იქნება, ხოლო ინტერიერი მოდური და ელეგანტური გახდება.

თუ მსგავს ცვლილებას გადაწყვეტთ, რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. მაგ., გამაგრების სიფართე, რომ ონკანი ფანჯარასთან ძალიან ახლოს არ იყოს, რომ ზედმეტი ტენიანობა და ობი თავიდან აიცილოთ. ასეთი ცვლილება ფანჯრის გაღებას და დახურვას ხელს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უშლიდეს.

5.ფანჯრის რაფის სამზარეულოს სამუშაო ზედაპირით ჩანაცვლება

უფრო რაციონალური გადაწყვეტილებაა, როცა ფანჯრის რაფის ადგილას მხოლოდ სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს თავისი თაროებით ან გამოსაწევი ყუთებით აყენებენ. ამ შემთხვევაში დიდი ადგილის გამოთავისუფლებას მოახერხებთ, რადგან ამ მაგიდის ქვეშ დიდი სიღრმე არის, სადაც ბევრი სამზარეულოს მოწყობილობის შენახვას შეძლებთ.

6.მოაწყვეთ კომფორტული ზონა კერძის მისართმევად

ამ ნიშის სასადილო მაგიდად გამოყენება შესანიშნავი იდეა არის. თქვენ შეგიძლიათ რაფა მოაშოროთ და მაგიდისა და სკამებისთვის ადგილი გამოათავისუფლოთ.

მაგიდა-რაფის ტრანსფორმაციის უამრავი ორიგინალური ვარიანტი არსებობს, იქნება ეს მართკუთხა მაგიდა, მრგვალი თუ ფიგურული, ან შეიძლება მოდური ბარის დახლი – არჩევანი მხოლოდ თქვენზეა. მთავარია, რომ ის სამზარეულოს ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმოდეს და მინიმუმი ადგილი დაიკავოს.

თავისუფალი სივრცის მიხედვით შეგიძლიათ კონსტრუქციის ზედაპირი – სტაციონარული, ასაწევი, დასაკეცი ან გამოსაწევი შეარჩიოთ. ბოლო სამი ვარიანტი გამოადგება უფრო მათ, ვისაც ძალიან პატარა სამზარეულო აქვთ.

გადახედეთ სამზარეულოს ფანჯრის რაფის ქვეშ ნიშის და მის ირგვლივ ზონის გამოყენების ორიგინალური დიზაინერული გადაწყვეტილების ნაკრებს.

ვიმედოვნებთ, ეს რჩევები სამზარეულოს გადაკეთებაში დაგეხმარებათ და სამზარეულო ის ადგილი გახდება, სადაც ოჯახის ყველა წევრი ყველაზე დადებით ემოციებს მიიღებს არა მხოლოდ კერძის მირთმევის, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობით.

მოგეწონათ სტატია? სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.