ის ზედიზედ 4 თვე არემონტებდა განადგურებულ ხრუშოვკას და აი რა შედეგი გამოიღო მისმა დაუღალავმა შრომამ.

ალბათ თქვენც გყავთ ისეთი ახლობლები, რომლებსაც რემონტის ხსენებაზეც კი აჟრჟოლებთ. ზოგიერთი ტანჯული წლების მანძილზე გამწარებული დაათრევს სარემონტო მასალებით სავსე ტომრებს წინ და უკან.

ასეთი პიროვნებებისთვის რემონტი – მძიმე განსაცდელია, რომლის გადასალახად საჭიროა უამრავი დრო და ენერგია. აი, ჩვენი სტატიის გმირი კი ადამიანების სხვა კატეგორიას მიეკუთვნება.

ბინის სრული გადაკეთებისთვის მას მხოლოდ 4 თვე დასჭირდა. ამასთან, საცხოვრებელი ფართი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თავად ამ ბიჭმა შეძენილ ბინას “მოკლული” უწოდა. ძველ “ხრუშჩოვკის” 2 ოთახიანს ჰქონდა ხის ფანჯრები და იატაკი, გახუნებული შპალერი ოთახებში, დაუვიწყარი ლურჯი კედლები სამზარეულოსა და აბაზანაში – მოკლედ, სრული კომპლექტი.

კარგად შეთვალიერების შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა კაპიტალური რემონტის გაკეთება. მან სახლისგან მხოლოდ “ყუთი” დატოვა. მოანგრია კედლები, აყარა იატაკი და შეუდგა საქმეს.

სახლში ცხოვრეაბას ბიჭი მარტო გეგმავდა, შესაბამისად ყველაფერი საკუთარი გემოვნებით დააპროექტა. სამზარეულო შეუერთა მისაღებ ოთახს, გააფართოვა აბაზანა და საკუჭნაო, ამ უკანასკნელში გარდერობის მოწყობა გადაწყვიტა.

მინიმალიზმი შეგნებულად აარჩია. მეპატრონემ გადაწყვიტა, რომ მომავალში სალხლს დაამშვენებდა მხოლოდ მისთვის ღირებული ნივთები.

თუმცა, ზოგიერთი სახალისო და სიმპათიური ნივთი სახლში უკვე ჩაეწერა. აი, მაგალითად, კომპიუტერის მაგიდასთან ბინა დაიდო ღიპიანმა ბეჰემოტმა.

გამომგონებელი ბიჭის მიერ შექმნილი გარდერობი გამოიყურება მარტივად და მოსახერხებლად. ყველაფერი აკურატულად და უტილიტარულადაა განთავსებული.

საძინებლის მყუდრო ატმოსფერო ეჭვს არ ბადებს: სწორედ აქ შეიგრძნობს მეპატრონე დამსახურებულ დასვენებას. არანაირი ზედმეტი დეკორაციები არ არის, ერთადერთი – პატარა კარადაზე გამოსახული სახე.

არაფერი ზედმეტი – მხოლოდ ელეგანტური დიზაინი და მაქსიმაულრი ფუნქციონალურობა. ბინის მეპატრონის შრომისმოყვარეობა ნამდვილად დასაფასებელია. ამ ყოველივეს მან ხომ 4 თვეში მიაღწია.

მართლაც, ამგვარ ბინაში ცხოვრება ერთი სიამოვნებაა. აი, როგორი შეიძლება იყოს რემონტი, როდესაც მას აკეთებს ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა.