
სივრცის ეფეტქური და ფუნქციონალური ორგანიზება მუდამ პრობლემატურია, როცა საქმე ახალი საცხოვრებლის კეთილმოწყობას ეხება. განსაკუთრებით, როდესაც სივრცე დიდი არ არის. გარდა ამისა, ყველაფერი პრაქტიკულთან ერთად, ლამაზიც უნდა იყოს, ძვირიც არ უნდა დაგიჯდეს, სიმყუდროვის შეგრძნება მოგცეს…
ჩვენმა რედაქციამ მრავალფუნქციური ინტერიერის 15 შესანიშნავ იდეას მოუყარა თავი. დარწმუნებული ვართ, რაიმე სათქვენოს აუცილებლად შეარჩევთ.
ინტერიერის ვარიანტები
თუ შინაური ცხოველი გყავთ, მის პირად სივრცეზეც უნდა იზრუნოთ. შეგიძლიათ იგი კიბის ქვეშ დააბინავოთ.
ასეთი სტუმრების მისაღები და დასასვენებელი ადგილი უდაბნოში ოაზისივით გამოიყურება.
შეგიძლიათ შესანიშნავი სარელაქსაციო ადგილი შექმნათ, თუ კედელზე ღრუბლების გამოსახულებით ან ნახატს ჩამოჰკიდებთ, ან შპალიერს გააკრავთ, იატაკზე კი ბევრ ბალიშს დააგებთ.
თუ რამდენიმე შვილი გყავთ, 2-სართულიანი საწოლი მშვენიერი გამოსავალია.
შესანიშნავი იდეა აგარაკების ან კერძო სახლის მფლობელებისთვის. ზაფხულში თავს როგორც ღია ბარში იგრძნობ და წვეულებებს გამართავ.
თუ კიბეების ქვეშ ადგილი ცარიელია, მოაწყვეთ აქ დასასვენებელი მყუდრო ადგილი.
ასევე, შეგიძლიათ სამუშაო კუთხის მოწყობა.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა საძინებელში.
იდეალური გადაწყვეტილება ერთოთახიანი ბინისთვის.
კარებიც შეიძლება სასარგებლო გამოდგეს.
კარგი ვარიანტია პატარა სამზარეულოსთვის.
ეს სააბაზანო სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრს ჰგავს.
ავეჯი რაც შეიძლება მეტად თავსებადი უნდა იყოს.
ბუხართან რომ ნამდვილად გათბე.
წყალი და ცეცხლი – ყველაზე ძლიერი სტიქიები. წარმოიდგინეთ, როგორ მოდუნდებით ასეთ სააბაზანოში.
აი, ასეთი შესანიშნავი იდეებია. ყველგან შეიძლება სილამაზისა და სიმყუდროვის მოწყობა, მტავარია, რემონტს კრეატიულად მიუდგეთ.