11 საყოფაცხოვრებო ხრიკი, რომელთაც ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ

ყველასთვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს დიასახლისებს ნებისმიერი რთული სიტუაციიდან მარტივად გამოძვრომა შეეძლოთ. კაპრონის ქსოვილში ხახვის შენახვა თუ ვიწრო ფეხსაცმლის გაწელვა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. იმდროინდელი საყოფაცხოვრებო ხრიკები დღემდე აქტუალურია.

1. ფეხსაცმლის გაწელვა

ერთი ზომით პატარა ფეხსაცმლის შეძენა ყოველ მეორე ადამიანს უწევს. ხშირად ასე, უბრალოდ საჭირო ზომის არარსებობის მიზეზით ხდება. თუმცა, ჩვენი ასაკოვანი ნათესავები იხტიბარს არ იტეხდნენ. მათ იცოდნენ, რომ ტყავის ნაწარმის გაწელვა შეიძლება. ამისთვის ფეხსაცმელს წყლით სავსე პაკეტით ავსებდნენ, შემდეგ კი საყინულეში დებდნენ. ასეთი პროცედურა მცირე ზომის ფეხსაცმელს 1-2 ზომით წელავდა.

2. ნივთების შეღებვა

სარეცხი მანქანის გამოგონების შემდეგ დიასახლისების ცხოვრება გამარტივდა. თუმცა გამომგონებელმა დიასახლისებმა გაარკვიეს, რომ სარეცხი მანქანის გამოყენება შეიძლება არაპირდაპირი მიზნით, ტანსაცმლის შესაღებად. ამისთვის სარეცხ ფხვნილს საღებავებს ურევდნენ, ხშირად ფერის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად მარილსა და ძმარს იყენებდნენ. სარეცხ მანქანაში ტანსაცმელი უფრო იღებებოდა, ვიდრე ტანსაცმლის ტაშტში ჩალბობით.

3. კოლგოტები

ომისა და ხანგრძლივი გაჭირვების გამო საბჭოთა კავშირის დროს ნივთების შენახვა და მომარაგება ისწავლეს. თანამედროვე ადამიანს გაუჭირდება იმის გამო, თუ მოხუცებს ნივთებთან გამომშვიდობება ასე ძალიან რატომ უჭირთ. ნივთებს სრულ გაცვეთამდე ხმარობდნენ: კოლგოტზე წასულ თვალს ფრჩხილის ან თმის ლაქის დახმარებით აჩერებდნენ. კოლგოტები, რომელთა ჩაცმაც უკვე შეუძლებელი იყო, ხახვის შესანახად იყენებდნენ. ასევე ძლიერ კაპრონს სოფლებში მცენარეების შესახვევად იყენებდნენ. კიდევ ერთი მეთოდი კოლგოტის გამოსაყენებლად – დაწნული ხალიჩა შემოსასვლელში.

4. კბილის ჯაგრისები

საბჭოთა კავშირის დროს კბილის ჯაგრისებს ყოველ სამ თვეში ერთხელ იშვიათად ცვლიდნენ. უფრო ხშირად მათ მანამდე იყენებდნენ, სანამ ჯაგრისი ბოლომდე არ გაცვთებოდა. ამის შემდეგაც, მისი გამოყენების მეთოდს პოულობდნენ. კბილის ჯაგრისებს ბაღში მცენარეების შესაკვრელად იყენებდნენ, ან მას ცეცხლზე ადნობდნენ და კაუჭს აკეთებდნენ.

5. ტუჩის პომადა

საბჭოთა კავშირის დროს ქალები დარწმუნებულნი არ იყვნენ, რომ პომადის სასურველ ფერს იპოვიდნენ, ამიტომ საყვარელ კოსმეტიკას მაქსიმუმ იყენებდნენ. ხშირად, როცა პომადის ტუჩზე წასმა შეუძლებელი ხდებოდა, ჩვეულებრივ ასანთის ჩხირებს იყენებდნენ. მათი დახმარებით პროდუქტის ბოლომდე ამოღებას ახერხებდნენ, რომ ტუჩები შეეღებათ.

6. შტეფსელის გასართი

გამომგონებლობა მხოლოდ ჩვენ დედებს არ ახასიათებდათ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს მამაკაცს შეეძლო მაგნიტაფონისთვის შტეფსელის გასართი კალმის თავისგან გაეკეთებინა. ამისთვის მის თითბერის ნაწილს იყენებდნენ. მას სადენზე ამაგრებდნენ და რეზინის სარჭობში დგამდნენ.

7. თერმოსახელური

ტაფის და ქვაბის სახელურზე ხელი რომ არ დაეწვათ, მასში ჩვეულებრივ ღვინის საცობს დებდნენ. ბევრი ასეთ მეთოდს ისე მიეჩვია, რომ დღემდე იყენებს.

8. საპნის ნალევი

საბჭოთა კავშირის დროს დიასახლისები საპნის ნალევს არ აგდებდნენ. როცა საპნის ნაჭერი ძალიან ცოტა რჩებოდა ან ტყდებოდა, მას სპეციალურ ქილაში აგროვებდნენ. როცა საკმარისი რაოდენობით შეგროვდებოდა, წყალს ასხამდნენ და აყენებდნენ. შედეგად კონცენტრირებული შემადგენლობა გამოდიოდა, რომელიც შეგეძლოთ დასაბანად და სარეცხად გამოგეყენებინათ.

9. ჩამოსასხმელი ავზი

აგურის და ჩამოსასხმელი ავზის ისტორია ჟურნალში „ახალგაზრდა ტექნიკოსი“ იყო აღწერილი. უნიტაზის ავზში აგურის ჩადებით, წყლის ხარჯის შემცირება შეიძლებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს ყველა არ იყენებდა, რადგან წყლის ეკონომიის მოთხოვნილება საბჭოთა კავშირის დროს არ ჰქონდათ. უფრო პოპულარული მეთოდი ელექტროენერგიის მრიცხველზე მაქინაციების ჩატარება იყო.

10. სახელურის არ არსებობა

საბჭოთა კავშირის ყველა ნივთი კარგი ხარისხით არ გამოირჩეოდა, ამიტომ მომძვრალი სახელურის მქონე ავეჯის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდი პოპულარული იმ დროიდან გახდა. უსახელო კომოდის გასახსნელად დგუშს იყენებდნენ.

11. შეფუთვები

ჩვენი ბებიები და დედები შესანიშნავი დიასახლისები იყვნენ, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერ ნივთისთვის პრაქტიკული გამოყენება მოეფიქრებინათ. ასე, საბჭოთა კავშირის დროს თითქმის ყველა პლასტმასის ბოთლებს და სხვადასხვა შეფუთვებს აგროვებდა. გაზაფხულზე მათ მცენარეების დასარგავად იყენებდნენ.

ვიდეო-ბონუსი:

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.