
ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკელების მისწრაფება სახლის პარამეტრების შემცირებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შემცირებისკენ. ასეთი პოპულარული ტენდცენციის გაჩენასთან ერთად, მრავალმა კომპანიამ დაიწყო მცირე ზომის სახლების შენება, რაც კომფორტულად ცხოვრების საშუალებას ნებისმიერ ადგილას იძლევა, სადაც პარკინგი დაშვებულია. კომპანია Olive Nest უფრო შორს წავიდა და მინიმალიზმისა და ორგანული კვების მოყვარულებს შესთავაზა სახლი არამხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სასათბურე სივრცითაც, სადაც უპრობლემოდ შეგიძლიათ მწვანილის, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა მოგზაურობის დროს.
მცირე ზომის კოტეჯები ბორბლებზე – ეს არამხოლოდ ქალაქგარეთ ცხოვრებისა და უქმე დღეების კომფორტულად გატარების, არამედ მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობაცაა. ამასთან, მისი ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ საცხოვრებელი სახლი თავის მფლობელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თან გაჰყვება. თანაც მოგზაურობის დროს არამხოლოდ გასაოცარი ხედებით, არამედ აქვე მოყვანილი ბოსტნეულითა და კენკრითაც დატკბებით.
თანამედროვე ამერიკელების მიერ მოძრავი სახლების ზრდადი მოთხოვნილების გათვალისწინებით, კომპანია Olive Nest-მა შეიმუშავა კომფორტული მოძრავი სახლი-ფურგონი “ელზა”, რომლის კომპლექტშიც ნამდვილი მოძრავი სათბურია. სწორედ ასეთმა პროექტმა მიიპყრო საშინაო კომფორტის მოყვარულთა ყურადღება, რომელთაც, გარდა ამისა, მოსწონთ სააგარაკე საქმიანობა, ხილ-ბოსტნეულის მოყვანა საკუთარი შრომით.
მიუხედავად იმისა, რომ აგარაკი “ელზა” საკმაოდ მცირე ფართობზეა(30 კვ.მ.) განლაგებული, ის საკმაოდ ხალვათი აღმოჩნდა. პროექტის ავტორებმა მაქსიმალურად იზრუნეს კომფორტულ პირობებზე, რომელში ცხოვრება და მოგზაურობაც თავისუფლად შეეძლება ოთხამდე ადამიანს.
რამდენადაც ეს სახლი ხანგრძლივი ცხოვრებისთვისაა შექმნილი, სამშენებლოდ გამოიყენება მხოლოდ მაღალი თბოიზოლაციის თვისების მქონე მასალები, ასევე, დამონტაჟებულია მზის ბატარეები, რომლებიც ავტონომიურ არსებობას სავსებით უზრუნველყოფს. ასევე, დაყენებულია გადამუშავებული წყლისა და ყოველდღიური ნარჩენების შეგროვებისა და ფილტრაციის სისტემები შემდგომი უტილიზაციისთვის. სასმელი წყლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გათვალისწინებულია სპეციალური რეზერვუარები, რომლებშიც წყალი ნებისმიერი წყალგაყვანილობიდან იტუმბება და ინახება.
ენერგიის ალტერნატიული წყაროს წყალობით, სახლს თავისი ელექტრობა აქვს, რაც წყლის გათბობასა და კონდიცირებასაც ურუნველყოფს. ახლა წლის ნებისმიერ დროს კომფორტული ტემპერატურა მიიღწევა ფურგონში.
სახლი მაქსიმალურად ეკოლოგიური რომ იყოს და ლანდშაფტს ჰარმონიულად ერგებოდეს, მშენებლობის დროს გამოიყენება ნატურალური მასალები. მაგალითად, კედლის როგორც შიდა, ისე გარე მხარე მოპირკეთებულია მხოლოდ კედრის ფიცრებითა და პანელებით. ამავე მასალისაა ავეჯი და ტიხარი მეორე სართულისთვის.
გამონაკლისია მხოლოდ პენოპლასტი, რომელიც კედლებს შიგნით თბოიზოლაციისთვისაა გამოყენებული, და მეტალი, რომელიც სახურავისთვის და კონსტრუქციის უკანა, საყრდენი კედლის გასამაგრებლადაა გამოყენებული.
და ახლა, ფოტოების შემყურე, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთ პატარა სახლში ყველა აუცილებელი საცხოვრებელი ზონა ეტევა. სრულად აღჭურვილი სამზარეულო თავისი აუცილებელი მოწყობილობებით, ნიჟარით, სამუშაო ზედაპირითა და ავეჯით, სასადილო ოთახი მოძრავი ბარ-სადგამით, აბაზანა თავისი აღჭურვილობით, სასტუმრო და საძინებელი ოთახები…
ნებისმიერი ზონის მოწყობისას, დიზაინერები არსებული სივრცის თითოეულ მილიმეტრს ითვალისწინებდნენ, რათა მაქსიმალურად კარგად გამოეყენებინათ მთელი სივრცე როგორც საავეჯო, ისე ტიხრებისა და კიბის სისტემებზეც კი.
“ელზას” თავისი სათბური რომ ჰქონოდა, კონსტრუქტორებმა შეიმუშავეს სპეციალური კონსტრუქცია დამატებითი მოძრავი პლატფორმით, რომელზეც ნამდვილი ბოსტანი მოაწყვეს. ახლა ორგანული კვებისა და აგარაკის მოყვარულებს თავიანთი ხელებით მოყვანილი ხილ-ბოსტნეულის მირთმევა ან ლამაზი მცენარეებით ტკბობა შეუძლიათ.
რა თქმა უნდა, კარგი მოსავლის მისაღებად საჭიროა აგროტექნიკის ყველა ასპექტის კარგად ცოდნა.
იმის დამსახურებით, რომ სახლსა და სათბურს შორის ჩაშენებულია გადახურული ტერასა, პროექტის შემქმნელებმა გამონახეს ადგილი ნამდვილი ბაღის საქანელებისთვისაც. ახლა ასეთი არაორდინალური მოძრავი “უძრავი ქონების” მფლობელები შეძლებენ საქანელაზე ჯდომას დილის ყავასთან ერთად.
ამ ორიგინალური აგარაკის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მას სხვა ქვეყნებში არ გზავნიან და ყველა მსურველს მოუწევს ამერიკაში გადასვლა, თანაც ხელთ 81 000 ამერიკული დოლარუი უნდა ჰქონდეთ.