
ყველას სურს, რომ სახლში განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდეს. სწორედ ამიტომ, უმეტესობა ჩვენგანი ყველა დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რომელთა დახმარებით ნებისმიერი ბინა უფრო მყუდრო და კომფორტული ხდება. ზოგს დეკორის სხვადასხვა ელემენტები მოსწონს, ზოგი საკითხს კრეატიულად უდგება და ორიგინალურ ნივთებს ამზადებს. მაგალითად, საკუთარი ხელით აბაჟურის შექმნის იდეა დიდი პოპულარულობით სარგებლობს მათ შორის, ვისაც მხოლოდ ფანტაზიის და ხელნაკეთი საშუალების გამოყენებით, ზედმეტი დანახარჯის გარეშე სახლის გარდაქმნა სურს.
1. ქაღალდის აბაჟური
ამ აბაჟურის შემხედვარე რთული წარმოსადგენია, რომ მის შესაქმნელად A4 ფორმატის სქელი ქაღალდი, ძაფი, რამდენიმე ხის მძივი და ორმხრივი წებოვანი ლენტა (ან დეკორატიულო სკოჩი) დაგჭირდებათ.
თქვენ დაგჭირდებათ:
- A4 ფორმატის სქელი, თეთრი და შავი ფერის ქაღალდი
- ნათურის დამჭერი კაბელით
- ხის მძივები
- ფანქარი
ინსტრუქცია:
1. A4 ფორმატის ქაღალდი გაკეცეთ ისე, რომ კონუსის ფორმა მიიღოთ და ფანქრით მცირე ზომის აღნიშვნა გააკეთეთ იქ, სადაც ქაღალდი ერთმანეთს ეხევა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
2. ქაღალდი გაშალეთ და ორმხრივი წებოვანი ლენტა ფანქრით მონიშნულ ადგილზე დაამაგრეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
3. კაბელი ქაღალდის შუაში მოათავსეთ. წებოვან ლენტას დამცავი ფენა მოაშორეთ, ქაღალდი კაბელთან გაკეცეთ და დაამაგრეთ იქ, სადაც თქვენ წებოვანი ლენტა დააკარით.
4. კონუსის ზემოთ ძაფი აიტანეთ და ბოლოში ხის მძივები დაუმატეთ. დარწმუნდით, რომ მძივები საკმაოდ ქვემოთ არის დამაგრებული, რომ მათი დანახვა შეძლოთ.
2. აბაჟური ხელოვნური მცენარეებისგან
კიდევ ერთი საინტერესო იდეა, შეგიძლიათ უნიკალური აბაჟურის შესაქმნელად ხელოვნური მცენარეები გამოიყენოთ. აქ შემოქმედებითი მიდგომა დაგჭირდებათ, ამიტომ ნებისმიერი ხელოვნური მცენარე აირჩიეთ და ისე მოაწყვეთ, როგორც თავად ჩათვლით საჭიროდ. შექმენით ორიგინალური კომპოზიციები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 20 წუთი დრო
- აბაჟურის ჩარჩო
- ნათურის დამჭერი კაბელით
- ნათურა
- მცირე ზომის სახრახნისი შურუპისთვის
- ხელოვნური მცენარე
- თოკი ან ძაფი მცენარეების შესაკვრელად
- სპრეი საღებავი თუ ჩარჩოს შეღებვას გადაწყვეტთ
ინსტრუქცია:
- ჩარჩოს შეღებვით დაიწყეთ, თუ ეს აუცილებელია.
- მცენარეები ნათურის კონსტრუქციას შემოახვიეთ.
- ხელოვნური მცენარეები შეკარით იქ, სადაც აუცილებელია.
- ჭერის და ნათურის კაბელები შეაერთეთ.
- ნათურა დაამაგრეთ.
- თოკის სიმაღლე დაარეგულირეთ.
3. აბაჟური დაწნული კალათა
ამ იდეის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ყველა საშუალება კარგია. ორიგინალური აბაჟურის შესაქმნელად ირგვლივ მიმოხედვა და ჩვეულებრივ ნივთებზე ყურადღების მიქცევა საკმარისია. ამ შემთხვევაში, ეს არის მარტივი დაწნული კალათა, რომელიც რამდენიმე მარტივი ხრიკის დახმარებით მდიდრულ აბაჟურად წარმატებით გარდაიქმნება.
თქვენ დაგჭირდებათ:
- თეთრეულის დაწნული კალათა
- აბაჟურის მარტივი ჩარჩო
- მაკრატელი
ინსტრუქცია:
1. კალათის ფსკერზე კვადრატი ამოჭერით. ნახვრეტი ცენტრში და საკმაოდ დიდი ზომის უნდა გააკეთოთ.
2. მზა ნახვრეტში ნათურა თავისი დამჭერით მოათავსეთ.
3. დარწმუნდით, რომ სინათლე გამორთულია და სანათურის ქვედა ნაწილი მოაშორეთ, შემდეგ კი ნახვრეტიდან კალათაში მოათავსეთ. ქვედა ნაწილში მოწყობილობა მოათავსეთ და აბაჟური დაამაგრეთ.
4. ნათურა დაატრიალეთ და მიღებული სანათი გამოიყენეთ.
4. ორიგინალური იდეები საკუთარი ხელით აბაჟურის შესაქმნელად
1. აბაჟური სლაიდებისგან
სივრცის გასაფორმებლად სურათები ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნივთებს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ინტერიერი უფრო პირადული, თქვენი მსგავსი გახადოთ. სურათები სხვადასხვანაირად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათ შორის აბაჟურის შესაქმნელად. ამ შემთხვევაში სჯობს აირჩიოთ სლაიდები, რადგან სინათლის წყალობით გამოსახულებები ახალ სიცოცხლეს შეიძენენ და სტუმრების ყურადღებას მიიპყრობენ.
2. მოდური აბაჟური ქსოვილისგან
ამ სპეციფიკური აბაჟურის შექმნა საკმაოდ მარტივია. აბაჟური თხელი ქსოვილის, წრის ამოსაჭრელი ინსტრუმენტის, წებოვანი იარაღისა და აბაჟურის ჩარჩოსგან არის გაკეთებული.
3. გალაქტიკის პრინტი
ორიგინალური პრინტის ქსოვილი გაქვთ? მისი გადაგდება არ იჩქაროთ, შეიძლება საინტერესო აბაჟურის შესაქმნელად გამოგადგეთ, რომელიც პატარებს ძალიან მოეწონებათ. ფანტაზია, სპრეი საღებავი, წებოვანი იარაღი და რამდენიმე ლამაზი სტიკერი – ყველაფერია, რაც ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ.
4. აბაჟური მძივებისგან
ხის მძივები შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს არასტანდარტული აბაჟურის ან ჭაღის შესაქმნელად. თქვენ დაგჭირდებათ აბაჟურის ძველი ჩარჩო, რომელიც წვრილ ძაფზე აწყობილი ხის მძივებით და ფოჩოებით არის მორთული.
5. აბაჟური ხის ჩხირებისგან
მსგავსი აბაჟური, ალბათ, არაერთხელ გინახავთ. ისინი ძალიან ფართო, ლითონის, გრაფიკულია და ნათურასთან ერთად იდეალურად გამოიყურება. იცით, რომ მსგავსი აბაჟურის შექმნა ხის ჩხირებისგან თავადაც შეგიძლიათ. ეს გეომეტრიული აბაჟური სურათის ლითონისგან დამზადებული არაა, ეს უბრალოდ სპრეი საღებავია, რომლის წყალობით მსგავსი ეფექტი მიიღწევა.
6. ნაქსოვი აბაჟური
ეს საყვარელი აბაჟური სითბოს და მყუდროებას ასხივებს. შეგიძლიათ მსგავსი აბაჟურის შესაქმნელად ძველი სვიტრი გამოიყენოთ ან სურვილის შემთხვევაში რაღაც საინტერესო და ორიგინალური თავად მოქსოვოთ.
7. აბაჟური პლასტმასის ბოთლებისა და თოკისგან
ეს აბაჟური უბრალოდ შეუდარებელია. შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ ის პლასტმასის ბოთლისა და თოკისგან არის დამზადებული. გასაოცარია, რომ შემოქმედებით გონებას უჩვეულო რესურსებისგან მსგავსი შედევრის შექმნა შეუძლია. აი, როგორ ხდება: თქვენ იღებთ პლასტმასის ბოთლს და ზედა ნაწილს ჭრით. შემდეგ ძირში სილიკონის წებოს ასხამთ და ბოთლის ირგვლივ თოკის შემოხვევას იწყებთ, სანამ მას ბოლომდე არ დაფარავთ. შეგიძლიათ ახალი აბაჟური შეღებოთ. ფსკერზე კაბელისთვის ნახვრეტის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.