
დღესდღეობით სახლის დინტერიერის გარდაქმნის აუარებელი შესაძლებლობა გვაქვს. ყოვლისშემძლე საიტები, დიზაინერების რჩევები, ხრიკები, რომლებიც ინტერიერს ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გარდაგასახინებთ… თუმცა, მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, ბევრმა არ იცის, როგორ შეცვალოს სახლი უკეთესობისკენ და გასული ათწლეულების სტერეოტიპებში აგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გვაქვს მათთვის, ვისაც სახლის ინტერიერის განახლება სურს, ოღონდ არ იცის, როგორ.
1. მონოქრომული ინტერიერი
მონოქრომული ინტერიერი საკმაოდ პოპულარული გახდა. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რა შეიძლება იყოს იმაზე სადა, ვიდრე ოთახის გაფორმება ერთ ფერთა გამაში? თუმცა, ჩვენ, ხშირად, ისე გვიტაცებს ერთფეროვანი ავეჯისა და აქსესუარების შერჩევა, რომ გვავიწყდება ინტერიერში ინდივიდუალური დეტალის დამატება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ მოსაწყენ ინტერიერს, რომელშიც არაფერია თვალწარმტაცი და საინტერესო, არც ინდივიდუალური. ამ შეცდომას თავიდან აგაცილებთ თქვენი საკუთარი ინტუიცია და სტილის შეგრძნება.
ავეჯისა და აქსესუარების შერჩევისას მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელი მკვეთრი დეტალის დამატებას ისურვებდით ბინაში? ფერადი ბალიშების ნაკრები, ყვითელი სავარძელი, უჩვეულო ხალიჩა, ორიგინალური სურათი – ეს სწორედ ის ნივთებია, რომლებსაც ინტერიერის გამოცოცხლება შეუძლია.
2. თაღები თაბაშირ-მუყაოსგან
სადღაც 2005 წლისთვის ასეთი თაღები ძალიან პოპულარული იყო. ადამიანები, რომლებსაც ამის საშუალება ჰქონდათ, ამ იდეას ახორციელებდნენ, ყველა გასასვლელს თაღად აქცევდნენ, დანარჩენები კი ჩუმად ოცნებობდნენ იმავეზე. დაახლოებით იმ დროშივე შემოვიდა მოდაში ბუტაფორული ბუხრები და სვეტები თაბაშირ-მუყაოსგან. გახსოვთ? რას ვიზამთ, უნდა შეგატყობინოთ, რომ ბუტაფორული სიმდიდრის ყველა ეს ატრიბუტი მოდიდან უკვე გადავიდა. თანაც, ეს წუხელ კი არ მომხდარა, არამედ, დაახლოებით, 5 წლის წინ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლავე უნდა მოშალოთ ყველა ასეთი თაღი, რომელიც უკვე გაკეთებული გაქვთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ აღნიშნული ფაქტი და როგორც კი რემონტს დაგეგმავთ, თავიდან მოიცილეთ ეს უგემოვნობა. გახსოვდეთ, ახლა მოდაში მარტივი ხაზები და ნატურალური მასალებია.
3. დენცქვიტები და ჩამრთველები
ალბათ, მათ დიდ ყურადღებას არც აქცევთ, თუმცა, ამ აუცილებელი ატრიბუტების არასწორი განლაგება საკმაოდ აფუჭებს ინტერიერს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა მოწყობილობის ჩართვა შტეფსელში, რომელიც კარადის უკანაა დაყენებული, ან ჩამრთველის ძებნისას ნივთებზე ფეხის წამოკვრა. ამ ყველა უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ ყველა დენცქვიტისა და ჩამრთველის განლაგებას ყურადღებით დაგეგმავთ.
4. იაფფასიანი ქსოვილები
ფარდები, ხალიჩები და საწოლის თეთრეული – ის ნივთები არაა, რომლებზეც ეკონომია უნდა გააკეთოთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს წვრილმანებია, თუმცა ისინი საშინაო სიმყუდროვის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტებია. სწორედ ამიტომ, თუ ფარდის კონკრეტულ სახობაზე ოცნებობთ, თუმცა ხარისხიანი ქსოვილისთვის სახსრები არ გყოფნით, უარი თქვით ამ იდეაზე. უმჯობესია, რაღაც დრო ფარდების გარეშე იცხოვროთ, ვიდრე შეიძინოთ ის, რაზეც უბრალოდ ფინანსები არ გყოფნით. იგივე ეხება ხალიჩებს: მოითმინეთ, დააგროვეთ, ოღონდ ნუ დასჯერდებით მცირედს. საწოლის თეთრეულთან ყველაფერი შედარებით რთულადაა, რადგან მის გარეშე ყოველდღიურობა წარმოუდგენელია.
5. პარამეტრების შეუსაბამობა
ლამაზი სახლის მთავარი პრინციპია – ჰარმონია ყველაფერში. პირველ რიგში, ეს ავეჯს ეხება. მისი შერჩევისას აუცილებელია არამხოლოდ სტილის, არამედ ზომების გათვალისწინებაც. ჩვენი ინფორმაციით, დაბალი ავეჯი შესანიშნავი არჩევანია მცირე ზომის, დაბალჭერიანი ბინებისთვის, თუმცა იგი დიდ ბინაში დაიკარგება. ბუნებრივია, გიგანტური საწოლი მოუხერხებელი იქნება მცირე ზომის საძინებელში, მაშინაც კი, თუ იქ ამ საწოლის გარდა არაფერი დევს. ასევე, ეცადეთ, შეარჩიოთ ერთი ზომის ავეჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არაპროპორციულობა მუდმივად თვალშისაცემი იქნება და საერთო სურათსაც გააფუჭებს.
6. მრავალდონიანი ჭერი
თაბაშირ-მუყაოს მრავალდონიანი ჭერები – კიდევ ერთი პოპულარული ტრენდი წარსულიდან, რომელსაც ჯერ კიდევ იყენებენ არასათანადოდ კვალიფიცირებული დიზაინერები. ასეთი ჭერები ამძიმებს სივრცეს და ძალიან ხელოვნურად გამოიყურება. ამასთან, რატომ უნდა გამოვიყენოთ წარსულის ტენდენციები, როცა ახლა გაცილებით მიმზიდველი ვარიანტები არსებობს. მაგალითად, გასაჭიმი ჭერები შესანიშნავად ფარავს ტიხრებსა და უსწორმასწორობებს. მეტიც, მოელვარე ეფექტის ხარჯზე, ვიზუალურად ზრდის სივრცეს.
7. სათავსო სისტემები
სათავსოების არარსებობა დიდი შეცდომაა, რომელიც, საბოლოოდ, უწესრიგობას გამოიწვევს. ამიტომ, თუ კარადაზე ან თაროებზე უარს ამბობთ, მოემზადეთ იმისთვისაც, რომ ზედმეტი ნივთების შენახვა იატაკზე მოგიხდებათ. გირჩევთ, არ თქვათ უარი სათავსოებზე, პირიქით, ეძებეთ მათი შექმნის წარმატებული ვარიანტები.
8. უცნაური განლაგება
ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, ნებისმიერი საშუალებით მოათავსოს ერთ ოთახში ყველაფერი ის, რაც ჩაიფიქრა. თუმცა, თუ თავიდან ასეთი გადაწყვეტილება გახარებთ, მალე მიხვდებით, რომ სისულელე ჩაიდინეთ, იჩქარეთ და არ გაითვალისწინეთ განლაგების ყველა ნიუანსი, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ ავეჯსა და კომუნიკაციებს შორის. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ უხერხულობას მოგიტანთ.
9. სასახლის ინტერიერი
ოქროსფერი გობელენები, ბროლის ჭაღები და მარმარილო კარგად გამოიყურება სასახლეებსა და მუზეუმში, თუმცა, სავსებით შეუთავსებელია ბინის ინტერიერთან. მეტიც, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების გამომჟღავნების ასეთი სურვილი ხაზს გაუსვამს არასრულფასოვნების კომპლექსსა და უგემოვნობას. ასეთი იდეების რეალიზება მცირე ზომის ბინაში კი საერთოდ დიდი სისულელეა.
10. გაუთვლელი დეტალები
ეს პუნქტი იმ ადამიანებს უფრო ეხებათ, რომლებიც თვითონ გეგმავენ ინტერიერის დიზაინს. ხშირად, მათ იტაცებთ გარკვეული იდეები და პოტენციურ სურათსას კარგად ხედავენ, თუმცა, არ ითვალისწინებენ ისეთ ნიუანსებს, როგორებიცაა მინიმალური დაშორება ავეჯებს შორის, გასაშლელი სისტემის სიდიდე და სხვ. საბოლოო ჯამში კი ქმნიან სასურველ სურათს, თუმცა ყველაფერი აირევა, როცა ნივთების გამოყენებას დანიშნულებისამებრ გადაწყვეტენ.
მაგალითად, დივნის განლაგების გამო შეუძლებელია ტუმბოს კარის გახსნა, კარადას ვერ ვხსნით ბოლომდე სხვა ავეჯის სიახლოვის გამო და ა.შ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საცხოვრებლის დიზაინი დიდი პასუხისმგებლობაა და უნდა გაითვალისწინოთ თითოეული დეტალი, გულმოდგინედ გაზომოთ და გათვალოთ ნიუანსები.