
თუ შემოქმედებითი ადამიანი საკუთარი სახლის შექმნის იდეით გატაცებულია, ბევრის გაკეთებას შეძლებს. ის, რაც ამ ახალგაზრდა კანადელმა გოგომ შეძლო, ნამდვილ აღფრთოვანებას და პატივისცემას იწვევს. ძველი ზღვის კონტეინერების ამგვარად გადაკეთება ჯერ ვერავინ მოახერხა. ამასთან ასეთი ძალისხმევა სხვებისგან გამორჩევის სურვილით კი არა, სულ სხვა მიზეზით გაიღო.
პატარა ქალაქის, მირაბელის (კანადა) მაცხოვრებელი კლაუდია დუბრეილი უკვე რამდენიმე წელია სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, სადაც ხის კოტეჯების და მრავალბინიანი სახლების მშენებლობის პროცესს ხელმძღვანელობს. ის, რასაც კომპანია აკეთებს, კლაუდიას შემოქმედებით სურვილს ვერ აკმაყოფილებს, რადგან ხშირად მცირე ბიუჯეტიანი და ერთფეროვანი დიზაინის პროექტების შესრულება უწევს. მის შემოქმედებით ბუნებას გარეთ გამოსვლა სურდა და ამიტომ პირადი პროექტის მიხედვით საკუთარი სახლის აშენება გადაწყვიტა.
ბევრი ვარიანტის განხილვის შემდეგ მან ზღვის კონტეინერები აირჩია, რისთვის მონრეალში, საპორტო ქალაქში წავიდა და უპრობლემოდ, გონივრულ ფასში საჭირო რაოდენობის კონტეინერები შეიძინა. ამრიგად, 1 დღეში და 12 ათას დოლარში კრეატიული ჩანაფიქრის გასახორციელებლად საკუთარი სახლის კედლების შეძენა შეძლო.
რამდენიმე კვირის შემდეგ კონტეინერები დანიშნულ ადგილას ჩამოიტანეს. უკვე მშენებლობის დაწყება შეიძლებოდა.
კონტეინერებს სქელი ლითონის კედლები აქვს, ხოლო უფანჯრო და უკარო სახლი წარმოუდგენელია, ამიტომ მას კედლების გამოსაჭრელად შესაბამისი ოსტატების მოძებნა მოუწია. ძიებამ დიდი დრო წაიღო, რადგან რთული და მძიმე სამუშაოს გამო ბევრი უარს ეუბნებოდა. ამასთან კლაუდიას კონტეინერების გადასაბმელად სპეციალური ხვერელების გაკეთებაც სჭირდებოდა.
მისი ჩანაფიქრით სახლი ორ სართულიანი უნდა ყოფილიყო, ამიტომ კონტეინერები ერთმანეთს პერპენდიკულურად დაადეს. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იპოვა კომპანია, რომელთან ერთადაც მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა მთელი 2 წელი გაგრძელდა!
პირველი სართულის დამონტაჟებამდე საძირკველი სპეციალური ბეტონის ფილებისგან გააკეთეს, სადაც ორი გადმობრუნებული კონტეინერი მოათავსეს, ხოლო შემდეგი ორი კონტეინერი 90 გრადუსიანი კუთხით გაამაგრეს. ამრიგად, ორიგინალური არქიტექტურის ფორმა გამოვიდა, რომელსაც დიდხანს შრომა მოუწიათ.
მყარი საფუძვლის და იატაკის გასაფორმებლად მთელ ფართობს 12 სმ ბეტონის ფენა დაასხეს, რომელშიც წინასწარ „იატაკის გათბობის“ სისტემა გაითვალისწინეს. ჭერის გასამაგრებლად დამატებითი საყრდენები გამოიყენეს, რომლებიც დეკორის საინტერესო ელემენტები გახდნენ.
სახლი რომ თბილი გამოსულიყო და ტყის ლანდშაფტს შერწყმოდა, გარე ფასადი დაათბუნეს, შემდეგ კი ნატურალური ნაძვის დაფებით დაფარეს. დიასახლისმა გადაწყვიტა, რომ არ შეეღება, უბრალოდ სპეციალური ხსნარით დაამუშავა, რომელიც მწერებისა და ტენისგან დაეცვა.
კლაუდის შიდა ნაწილი გამოხატული სურათებით იმდენად მოეწონა, რომ მეორე სართულის კედლები უბრალოდ თეთრად შეღება. პირველ სართულზე კი ისე დატოვა, როგორც თავდაპირველად იყო. ასეთი გადაწყვეტილების წყალობით სახლმა არა მხოლოდ ორიგინალური სახე, არამედ სივრცე შეინარჩუნა, რადგან ხის ან სხვა მასალით კედლების დამუშავება ფართობს შეამცირებდა.
დიდი სივრცის გამო სივრცე რამდენიმე ზონად დაყვეს. ამისთვის რამდენიმე ხის და ზოგიერთ ოთახში აგურის ტიხრები გამოიყენეს. შენობის ეს ნაწილები ოთახში აქცენტს შესანიშნავად აკეთებს, ამიტომ დამატებითი გაფორმება საჭირო არ გახდა.
კლაუდიამ ინტერიერი ლოფტის სტილში გააფორმა, მას არაფერი ზედმეტი და დახვეწილი არ შეუძენია. ავეჯი შეკვეთით ნატურალური მასალისგან და უხეში ზედაპირისგან დაამზადებინა. ზოგიერთ ოთახში მხოლოდ ხის ყუთები ან ლითონის თაროები გამოიყენა. რომლებმაც ავეჯის ზოგიერთი ნივთი წარმატებით ჩაანაცვლა.
ერთადერთი გამონაკლისი სამზარეულო გახდა, სადაც თანამედროვე ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაამონტაჟეს, რომ კერძების მომზადება და შენახვა შესაძლებელი ყოფილიყო.
უზარმაზარმა პანორამულმა ფანჯრებმა, რომლის შექმნაზეც კლაუდია დიდი ხანია იბრძოდა, ოთახში არა მხოლოდ ბევრი შუქი და სითბო შემოიტანა, არამედ სახლს უჩვეულო შიდა სივრცე მიანიჭა.
დახვეული კიბე ინტერიერის მთავარი ხიბლი და დიასახლისის სიამაყე გახდა, როგორც სააბაზანოს და საძინებლის დაკავშირების იდეა. ამაზე გოგონა მთელი ცხოვრება ოცნებობდა, მართალია მისი ბინა ღვთაებრივ საცხოვრებელს არ ჰგავს, მაგრამ ასეთმა ნაბიჯმა ინტერიერს ექსცენტრიულობა შემატა.
ასევე კონტეინერების განლაგებით, მეორე სართულზე ღია ზონა წარმოიშვა, რომელსაც მოხერხებული გოგონა ზაფხულში, ღია ცის ქვეშ შხაპის მისაღებად იყენებს.
ამ უჩვეულო გარდაქმნას 2 წელი და საკმაოდ ბევრი თანხა – 370 ათასი დოლარი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, სახლი ნამდვილად უჩვეულო გამოვიდა, დიასახლისმა – ოსტატმა, არქიტექტორმა და დიზაინერმა – მორალური კმაყოფილება მიიღო და ძალიან ამაყობს, რომ ოცნება აისრულა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.