
თანამედროვე ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც საცხოვრებელი სახლების ფართობის შემცირებას და მცირედით დაკმაყოფილებას გულისხმობს, სულ უფრო და უფრო პოპულარული პატარა ბინები ხდება. სწორედ ამიტომ, როცა ლონდონში მხოლოდ 2 მეტრი სიგანის სახლი გასაყიდად გამოიტანეს, მან დიდი ინტერესი არა მხოლოდ ვიწრო ფორმების და მაღალი ფასების გამო გამოიწვია. როგორც უძრავი ქონების აგენტები ირწმუნებიან, სახლის ყველაზე დიდ უპირატესობას არა მხოლოდ ადგილმდებარეობა, არამედ შესანიშნავი ინტერიერი წარმოადგენს.
ეს ძალიან ვიწრო სახლი, რომლის სიგანეც მხოლოდ 2,3 მეტრია ლონდონში, ბატერსის რაიონში მდებარეობს. სინამდვილეში, ორი სახლის გასასვლელში არის აშენებული, როცა ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბნებს მაქსიმალურად ტვირთავდნენ, ამიტომ წინა მფლობელებს სახლის ძალიან ვიწრო ჩარჩოებში აშენება მოუწიათ. ასეთ უჩვეულო ფორმის გამო მას Slim House (ვიწრო სახლი) უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოპირდაპირე კედლებს გაშლილი ხელებით თითქმის შეიძლება მიწვდეთ, სახლი არც თუ ისე პატარა ჩანს – საერთო ფართობი 98 კვ.მეტრს შეადგენს. ბინისთვის ახლანდელი მფლობელები 1,2 მლნ ევროს ითხოვენ.
სრული რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც ცნობილმა დიზაინერულმა კომპანიამ განახორციელა, ძალიან ვიწრო სახლმა ახალი სიცოცხლე მიიღო. სპეციალისტებმა შენობა მთლიანად გადააკეთეს, თითოეულ სართულს დამატებით ფანჯრიანი ოთახი დაუმატეს.
მას შემდეგ, რაც მფლობელებმა ბინის გაყიდვაზე განაცხადეს, უძრავი ქონების აგენტებმა მასზე წვდომა მოიპოვეს. ისინი ნანახით უბრალოდ აღფრთოვანებულნი იყვნენ.
უძრავი ქონების აგენტი ამ არასტანდარტულ შენობას ძალიან დადებითად აღწერს: „ახალი დაგეგმარებისა და შინაგანი სივრცის უბრალოდ შესანიშნავი მოწყობის, და უნიკალური პროპორციების წყალობით „წვრილი სახლი“ იშვიათ აღმოჩენას და ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ბინას წარმოადგენს.“
სურათების წყალობით ამ ვიწრო სახლის დათვალიერება და უნიკალური ინტერიერის საკუთარი თვალით შეფასება შეგიძლიათ.
რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება ვიწრო სახლის მოწყობა ისე, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გაართულოთ. დიზაინერებმა სივრცე იმდენად რაციონალურად და სწორად აითვისეს, რომ შიგნით შესვლისას წარმოუდგენელ სიმარტივეს და ჰაეროვნებას იგრძნობთ. სწორად შერჩეული ფერები, სწორი განათება და შენახვის სისტემა სრულყოფილი ბინის ილუზიას ქმნის. ამასთან ბინა ოჯახისთვის აუცილებელი ყველა პირობით უზრუნველყოფილია.
პირველ სართულზე მისაღები ოთახი, სრულყოფილი სამზარეულო და სასადილო კუთხეა მოწყობილი. ასევე საკმაოდ კარგი ზომის სააბაზანოს ოთახის მოწყობა მოახერხეს თავისი სველი წერტილებით, ასევე შესანახი კუთხე, სადაც მფლობელების პირადი ნივთების და სპორტული სეზონური ინვენტარის, დიდი ჩემოდნების და ძვირადღირებული ჩანთების შენახვაც კი შეიძლება.
მეორე სართულზე ორი კომფორტული საძინებელი, სამუშაო ოთახი, მისაღები და სააბაზანო ოთახია მოწყობილი. მესამე სართული არის მანსარდი, სადაც ორი მინიმალისტური სტილის საძინებელი, სველი წერტილი და მცირე დასასვენებელი კუთხე დაგხვდებათ.
მცირე სივრცის მიუხედავად შიდა პატარა ეზოსთვის ადგილი დარჩა, სადაც სუფთა ჰაერზე დასასვენებას და ყვავილების დარგვას შეძლებთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ახალ მფლობელს ძალიან გაუმართლა, რადგან ის თანამედროვე კომფორტულ სახლს პრაქტიკული დაგეგმარებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით მიიღებს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.