ლოჯის დათბობა: გამოუცდელი მეპატრონეების 9 მნიშვნელოვანი შეცდომა

ზამთარი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა, და თქვენც გადაწყვიტეთ, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა ლოჯის მომავალი ცივი სეზონისთვის მოსამზადებლად? შესანიშნავი გადაწყვეტილებაა! თუმცა, აღნიშნული წამოწყება კარგ მომზადებასა და ცოდნას მოითხოვს. დღეს ჩვენ დაგეხმარებით ლოჯის გარემონტებისას შეცდომის თავიდან აცილებაში.

ლოჯის დათბობა დამოუკიდებლად

ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანები დამოუკიდებლად ცდილობენ ლოჯის მიერთებას დანარჩენ ოთახებთან, ისინი ნანობენ ამ გადაწყვეტილებას. საქმე ისაა, რომ ეს არაა ჩვეულებრივი რემონტი, რომელსაც მხოლოდ სამშენებლო მასალებისა და ზოგიერთი ინსტრუმენტის ქონა სჭირდება. ლოჯი ბინის ნაწილი რომ გახდეს, საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო.

ლოჯის გარემონტებისას გამოუსწორებელი შეცდომები რომ არ დაუშვათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც თქვენთვის შევაგროვეთ.

9 გავრცელებული შეცდომა ლოჯის გარემონტებისას

1. მკვეთრი გეგმის უქონლობა

რემონტისას ყველაზე მნიშვნელოვანია აუჩქარებლობა და დეტალების გათვალისწინება. სანამ სარემონტო მასალებს შეიძენდეთ, მობილიზდით და რამდენჯერმე გადაამოწმეთ პარამეტრები იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მასალებს გამოიყენებთ, ასევე, შეძენამდე უკვე უნდა იცოდეთ, რა მეთოდით დაამონტაჟებთ მათ. ნუ გადადებთ სამომავლოდ და გაითვალისწინეთ ისეთი დეტალებიც კი, როგორებიცაა კუთხეების გამაფართოებელი პროფილები და მწერების საწინააღმდეგო ბადე.

2. ეკონომია

ლოჯის დათბობა შიგნიდან, საკუთარი ხელებით – სულაც არაა რთული, თუ პროცესს გონივრულად მიუდგებით. მაგალითად, ნუ დახარჯავთ ფულს იმ კედლის დათბობაში, რომელიც, მიერთების შემდეგ, ბინის შიდა კედლად იქცეა. ეს არანაირად არ იმოქმედებს ბინაში ჰავასა და ჰაერის ტემპერატურაზე, სამაგიეროდ, თანხას დაზოგათ.

3. იატაკის უსწორმასწორობა

ნუ გამოიყენებთ იატაკზე დიდი რაოდენობით მასალას მის გასასწორებლად. ლოჯში ზედმეტი სიმძიმე საჭირო არაა. ლოჯის იატაკის დათბობა აუცილებელია მხოლოდ ულტრამსუბუქი მასალებით. დააგეთ 2 ფენა დამათბობელი და ზემოდან 1 ფენა ბეტონის მასა.

4. ზედმეტი გერმეტიკი

ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, რომელიც ყოველ მეორე გარემონტებულ ლოჯში გვხვდება. ჭარბი გერმეტიკი, რომელიც ნაპრალებიდან ჩანს – ნამდვილი კოშმარია ნებისმიერი ბინის მფლობელისთვის. ეცადეთ, მოაჭრათ ეს ზედმეტი ნაწილები და კარგად გააშალაშინოთ ნაპრალები.

5. ორთქლის იზოლაციის უგულებელყოფა

თუ არ გინდათ, რომ კონდესატმა ოთახში ყველა ზედაპირი და გამათბობელი გაგიფუჭოთ, აუცილებლად გამოიყენეთ ორთქლის საიზოლაციო მასალები. ამისთვის, ჩვეულებრივ, საკმარისია სპეციალური თხელი ფენა, რომელსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია თქვენს ბინაში.

6. არასაკმარისი დათბობა

ბევრი ფიქრობს, რომ თუ კედლებში პენოპლასტებს ჩაამაგრებს, არავითარი დათბობა აღარ გახდება საჭირო. თუმცა ცდებიან. სამწუხაროდ, ასეთი სისქის ფენას მხოლოდ სიცივის შენარჩუნება შეუძლია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თავის დაზღვევის მიზნით დამატებით დათბობა.

7. დამატებითი შუშები

სივრცის ვიზუალური გაფართოების მიზნით, ბინის მფლობელები, ხშირად, მეტისმეტად დიდ ადგილს უთმობენ შუშებს. ასეთ კონსტრუქციებს მრავალი ნაკლი აქვს. მაგალითად, მისი ფასადი შენობის მთლიან ექსტერიერს აფუჭებს.

8. შუშების დამონტაჟება ჩარჩოების გარეშე

ეს თანამედროვე ევროპული იდეაა, რომლის განხორციელებაც ბევრს სურს საკუთარ ბინაში. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ამინდის პირობებიც. შუშებს შორის ნაპრალები ვერ დაგვიცავს სიცივისგან, თვითონ შუშა კი ძალიან სწრაფად იორთქლდება და ჭუჭყიანდება.

9. ნებართვის უქონლობა

თუ ბინასა და მომავალ ლოჯს შორის კედლის მონგრევა გინდათ, ამისთვის დიდი ჯარიმაა დაწესებული. გარდა ამისა, თუ ოდესმე ბინის გაყიდვას ისურვებთ, დიდ პრობლემებს წააწყდებით.

რემონტი მარტივი საქმე არაა და იგი მოითხოვს კარგ მომზადებას, ძალისხმევას, ნერვებს, დროსა და სახსრებს.

საუკეთესო რჩევა ის იქნება, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დაიქირავოთ პროფესიონალი.