10 ძალიან მაგარი გადაწყვეტილება 2 მ²-თვის, რომლებიც პატარა სააბაზანოს სწორად მოწყობაში დაგეხმარებათ

მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი უსწრაფესად წინ მიიწევს მრავალ ოთახიანი ბინები გასულ საუკუნეში დარჩა. მცირე ოთახები, სამზარეულო და ძალიან პატარა სააბაზანო, სადაც სულისა და სხეულის დასვენება არაკომფორტულია არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ სააბაზანაშო საშხაპე და უნიტაზის კუთხის გარდა სარეცხი მანქანა, ნივთების შესანახი ყუთი, ონკანი, პირსახოცი და შინაური ცხოველების კუთხე უნდა მოაწყოთ. ასევე ლამაზი დეკორის შეხამების სურვილიც გვაქვს.

პატარა სველი წერტილი სასჯელი არაა. დიზაინერები 3-5 კვ.მ ფართობის სააბაზანოზე გიჟდებიან, რადგან ფანტაზიის წყალობით მისი კარგად მოწყობა შეიძლება. სასარგებლო იქნება ჩაშენებული კარადები, კარგად მოფიქრებული შენახვის სისტემა და არასტანდარტული ზომის სანტექნიკა. გთავაზობთ 10 იდეას, რომლებიც პატარა სააბაზანოს გარდაქმნაში დაგეხმარებათ.

სააბაზანო ოთახის გაფორმება

1. თუ ონკანისთვის ადგილი აღარ დარჩა, აბაზანის ზემოთ მოათავსეთ. ასე ხელის დაბანა კომფორტული იქნება, აბაზანის მიღების პროცესში მასზე შეგიძლიათ ჰიგიენის სხვადასხვა საშუალებები დადოთ.

2. სააბაზანო სამზარეულოს სტილში მოაწყვეთ: ჩაშენებული ტექნიკა, მაგიდა…ძალიან კომფორტული და მრავალფუნქციური!

3. უნიტაზის ირგვლივ სივრცის დატოვება მიღებული პრაქტიკაა, თუმცა უფრო გონივრული იქნება, თუ ხელმისაწვდომ სივრცეს კარადებისთვის გამოიყენებთ.

4. ასე სარეცხი მანქანა ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის.

5. ხშირად საშხაპე კაბინა იმდენივე ადგილს იკავებს, რამდენსაც სააბაზანო. სწორედ ამიტომ გირჩევთ კაბინა არ შეიძინოთ, არამედ კარგი გადინება და გამყოფი ზოლი უზრუნველყოთ. ახლა ეს ძალიან აქტუალურია და ევროპაში დიდი ხანია იყენებენ.

6. მრავალფუნქციური ავეჯი – ყველაფერი თქვენია.

7. მოდური მინიმალიზმი პატარა სააბაზანო ოთახს კარგად შეესაბამება. მთავარია, გაფორმების დროს ფერები სწორად შეარჩიოთ.

8. გამჭვირვალე საშხაპე კაბინა გამოიყენეთ, რომ სივრცე ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდეს. ასევე ყველა წვრილი ნივთი ტუმბოსა და კარადაში შეინახეთ.

9. უკვე დიდი ხანია ხელსაბანს კვარცხლბეკით და უნიტაზს ცისტერნით არავინ იყენებს. ეს ადგილი შეგიძლიათ რაციონალურად ტუმბოებისთვის გამოიყენოთ.

10. სააბაზანო ოთახი მოაწყვეთ იმ ყველაფრით, რაც თქვენ გჭირდებათ. მაგალითად, თუ შემოსასვლელში ნივთების შესანახად უზარმაზარი კარადა გაქვთ, აუცილებელი არაა სააბაზანოში კარადის მოწყობა. პატარა სივრცის მოწყობის მთავარი წესი – არ გადატვირთოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.