რატომ შევარჩიეთ მოკლე ფარდები სამზარეულოსთვის: უახლესი იდეები

სამზარეულოში ფარდები განწყობას ქმნის. ოთახში, სადაც უამრავი საყოფაცხობრებო ნივთი და ხელსაწყოა, სწორედ ფანჯრის იერი ანელებს რუტინას. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი, სამზარეულოში კარგი და სწორი დეკორაცია.

ჩვეულებრივ, სამზარეულოს ფარდები ოთახების ფარდებისგან სიგრძით განსხვავდება. იგი უფრო მოკლეა და ამისთვის არსებობს მიზეზიც. თუ ფანჯრის რაფაზე საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებია: მიკროტალღური ღუმელი, ყავის მანქანა, ჩაიდანი – მოკლე ფარდების შემთხვევაში, ისინი უფრო ხელმისაწვდომია.

სამზარეულოს ფარდები

სამზარეულოს ფარდები პრაქტიკული უნდა იყოს. თუ წყლის ნიჟარა ან გაზქურა ფანჯარასთან ახლოსაა, გრძელი ფარდა მუდმივად დაბინძურდება ორთქლისგან.

ასევე, მოკლე ფარდები – ეს ფარდების სწრაფად გახსნის საშუალებაცაა, საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, სამზარეულოში არავის სძინავს, ამიტომ სინათლისგან და მეზობლებისგან დამალვა ამ ოთახში აუცილებელი არაა.

თუ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სამზარეულოსთვის ფარდები ან მათ განახლებას აპირებთ, გთავაზობთ რამდენიმე იდეას. შარჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენს სამზარეულოს.

1. ინგლისური ფარდები

ასეთი ფარდების შეკერვა შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე შეკვეთით. ინგლისური ფარდისთვის ნებისმიერი ტექსტურისა და ფერის ქსოვილი გამოგადგებათ. მარცხენა ფოტოზე მძიმე, ყვავილებიანი მასალაა, რომელიც შუქს ცუდად ატარებს. იგი მათთვისაა, ვისი სამზარეულოს ფანჯარაც მზის მხარეს გადის.

მარჯვენა ფოტოზე მსუბუქი ბამბის ქსოვილია, რომელიც შუქს ატარებს, ლამაზად იკეცება, არ იქცევს ზედმეტ ყურადღებას, სამაგიეროდ ქმნის კომფორტს.

2. ბადისებრი ქსოვილისა და ფარდის კომბინაცია

ფარდები ფირუზისფერი გაფორმებით ხაზს უსვამს ფანჯრის სილამაზეს და არ ფარავს მას. რამდენადაც ფანჯრის მიღმა აივანია, მთლიანად ფანჯრის დაფარვა საჭირო არცაა.

3. მოკლე ფარდების შეხამება მაქმანებიან ბადისებრ ქსოვილთან

ეს კლასიკური ვარიანტია. უხდება ისეთ სამზარეულოებს, სადაც ფანჯარა მცირე ზომისაა და კედლის ცენტრშია მოთავსებული. მაქმანებიანი ქსოვილი ფარდების სქელ ქსოვილთან კონტრასტისთვისაა აუცილებელი, რათა ეს უკანასკნელი უხეშად და არაესთეტიკურად არ გამოიყურებოდეს.

4. ორგანზის ფარდა სამზარეულოს დეკორისფერი ელემენტებით

ორგანზა სხვადასხვა ფერისაა და კარგია მათთვის, ვისაც ფანჯრის დამალვა სურს. ეს ქსოვილი ფანჯარას ისე აფორმებს, რომ იგი საერთო ფონს ერწყმის.

5. მოკლე მოფარდაგება და დაკიდებული ფარდა

ორიგინალური გადაწყვეტილებაა. დრაპირება შეიძლება დასრულდეს იქაც, სადაც ფარდა იწყება. ასეთ შემთხვევაში, შუაში არ იქნება სინათლისთვის დატოვებული ადგილი, ფანჯრის ქვედა ნაწილის დამალვა კი ყოველთვის შეიძლება.

სამზარეულოს ფანჯრისთვის ფარდები შემდეგი კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს

1. ფერი – თუ გსურთ ფანჯარაზე აქცენტის გაკეთება, შეარჩიეთ მკვეთრი ფერის ფანჯრები. ხოლო თუ პირიქით, ორგანულად გინდათ რომ ერწყმოდეს ოთახს, მაშინ შეარჩიეთ ფარდები, რომელიც სამზარეულოს ავეჯის ან კედლების ფერშია.

2. სიგრძე – თუ დაბალჭერიანი ბინა გაქვთ, შეაჩერეთ არჩევანი მოკლე ფარდებზე.

3. სტილი – იმედია, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რომელიმე ვარიანტი მოგეწონათ. ფარდის სტილი განსაზღვრავს ქსოვილის ტექსტურასაც.

იმედია ამ რეკომენდაციების შემდეგ საქმე ცოტათი მაინც გაგიმარტივდებათ.