
თუ თქვენს ბინაში ყველგან ყრია მტვრის ტილოები, კარადის უკნიდან მუდმივად ვარდება იატაკის ჯოხი, ხოლო მტვერსასრუტი ძლივს ეტევა საწოლის ქვეშ – ეს სტატია სწორედ თქვენთვის ყოფილა!
დასალაგებელი ინვენტარი
დღეს ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ ყველაზე პრაქტიკულ და მოსახერხებელ საშუალებებს ბინაში წესრიგის დასამყარებლად. დასალაგებელი ინვენტარის შეძენა ერთი საქმეა, ხოლო მისი ბინაში მოსახერხებლად განთავსება, განსაკუთრებით, თუ ინვენტარი დიდი ზომისაა, საკმაოდ რთულია.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ გვინდა, ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს და, ამავდროულად, ფეხქვეშ არ გვედებოდეს და დიდ სივრცეს არ იკავებდეს. წესრიგის მოყვარული დიასახლისებისთვის ჩვენ მოვამზადეთ ინვენტარის შენახვის გზების მთელი სია.
1. ამ მეთოდს ცოტაოდენი პრაქტიკული უნარი სჭირდება. საწმენდი საშუალების ბოთლებისა და ჯოხების დამაგრება შეგიძლიათ კარადაში ჩამაგრებულ დეკორეატიულ თოკებზე. ამისთვის ხვრელების გაკეთება და თოკების გაკვანძვაა საჭირო.
2. დასალაგებელი საშუალებების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი გზაა კედლის კარადაში ან საწყობში დალაგება. ამისთვის იქ სპეციალური საკიდების გაკეთება შეგიძლიათ ჯოხების დასაკიდავად.
3. თუ ბინაში საკმარისი ადგილი გაქვთ, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური კარადა დასალაგებელი ინვენტარისთვის. აუცილებლად შეიძინეთ სტელაჟი ან მაღალი, ვიწრო კარადა. აუცილებლობის შემთხვევაში, მას სასურველ ფერში გადაღებავთ, რათა მოარგოთ აბაზანას ან სამზარეულოს.
4. ახლა ძალიან პოპულარულია წვრილი, დასაკიდი კარადები, 20 სმ-მდე სიგანით. მათში კარგად ეტევა გრძელი ინვენტარი, მაგალითად, ფანჯრების საწმენდი ჯოხი გრძელი ტარით. ასეთი კარადის მთავარი პლუსი ისაა, რომ დიდ ადგილს არ იკავებს.
5. შეგახსენებთ, რომ საპირფარეშოს დასალაგებელი საშუალებები სხვა დანარჩენებისგან მოშორებით უნდა შეინახოთ. გარდა ამისა, სასურველია მათი მარკირება ან როგორღაც დანიშნვა.
6. ძალიან მოსახერხებელია გამჭვირვალე ორგანაიზერიც. მისი დაკიდება შეგიძლიათ იქ, სადაც გინდათ და მასში ტილოები, ღრუბლები, ჯაგრისები და საწმენდი საშუალებები ჩალაგდება.
7. საზღვარგარეთ, ხშირად, ინვენტარის შესანახვად იყენებენ სპეციალურ დახვრეტილ დაფას, რომელზეც ამ ნივთებს კიდებენ. ასეთ დაფას სამშენებლო მასალების სუპერმარკეტებში იპოვით. ის მოსახერხებელია იმითაც, რომ მასზე იმდენ კაუჭს დაკიდებთ, რამდენიც გსურთ და გადაიტანთ იქ, სადაც გინდათ.
8. კომპაქტური უჯრებისა და კარადების ჩადგმა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ – ასე დიდ სივრცეს არ დაკარგავთ, სამაგიეროდ, მასში უამრავ ნივთს მოათავსებთ.
9. აუცილებლად წაიკითხეთ საწმენდი საშუალებების ეტიკეტზე დატანებული შენახვის პირობები – მათი უმეტესობის შენახვა არ შეიძლება მზის შუქზე ან კონკრეტულ ტემპერატურაზე. ზოგიერთი კი იმდენად ტოქსიკურია, რომ სამზარეულოს კარადაში შენახვა დაუშვებელია. ყურადღებით იყავით!
თქვენ სად ინახავთ დასალაგებელ ინვენტარს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.