ყველასთვის თავის მოსაბეზრებელი ოთხკუთხედი ფილების ნაცვლად: სამზარეულოს საფარველი თანამედროვე დიასახლისებისთვის

რამდენიმე იდეა მათთვის, ვისაც ბინის გადაკეთება სურს. დღეს კედლის ფილებზე, უფრო ზუსტად ექვსკუთხა ფილებზე გესაუბრებით, რომელთაც ასევე ჰეკსაკონს უწოდებენ.

ახლა ასეთი ფილები მოდაშია. ის უჩვეულოდ, ორიგინალურად გამოიყურება და ყურადღებას იზიდავს. ფილები სხვადასხვა ზომის და ფერის არსებობს. მისი კედელზე მიმაგრება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ოთხკუთხედის. ამასთან მიმაგრებას სპეციალური ცოდნა არ სჭირდება.

ექვსკუთხა ფილებს ყველაზე ხშირად სამზარეულოში, სააბაზანოსა და სადარბაზოში შეხვდებით. ინტერიერში ასეთი ფილების შეტანის ყველაზე მარტივი გზა სამზარეულოს საფარველის შექმნა არის. მცირე ზომის, მაგრამ ფუნქციური ფილები ბევრ ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს.

ექვსკუთხა ფილა

ფილებისგან გაკეთებული საფარველი კომფორტულია, რადგან მისი გარეცხვა ბევრად უფრო მარტივია. გაწმენდი საშუალებები მას არ აზიანებს და კედელს ლაქებისა და ტენისგან იცავს.

1. ექვსკუთხა ფილებისგან გაკეთებული მუქი ფერის საფარველი კომპიუტერულ ეკრანზე პიქსელს ჰგავს.

2. თეთრ კედელზე ღია ფერის ფილები არა თანაბრად, არამედ ტალღურად არის განლაგებული. ერთი შეხედვით დაუსრულებული გეგონებათ. სინამდვილეში კი დასრულებული, შემოქმედებითი კომპოზიციაა. ზემოთ დაკიდული სურათი გამოსახულებას კიდევ უფრო ავსებს.

3. მსხვილი ზომის ექვსკუთხა ფილები მუქი ფერის გამხსნელით – იდეალური გადაწყვეტილებაა სკანდინავიური სამზარეულოსთვის. თითქოსდა ქათქათა კედელი, სინამდვილეში კი ფილები, რომლის გარეცხვაც კომფორტულია.

4. მუქი-ლურჯი და ნაცრისფერი ფერების შეხამება, რომლებიც საინტერესოდ არის შეხამებული.

5. კიდევ ერთი თამაში მუქი-ლურჯი და თეთრი ფერების კონტრასტით. იმის წყალობით, რომ ფილები კედლის მხოლოდ ნახევარზე გაკეთებულია, ძალიან ნაზად გამოიყურება.

6. წვრილი მწვანე და ნაცრისფერი ექვსკუთხა ფილები, რომლებიც დაგამშვიდებთ, მაგრამ არ მოგაწყენთ – სწორედ ის, რაც სამუშაო კაბინეტისთვის ან შემოქმედებითი სახელოსნოსთვის გჭირდებათ.

7. კარგი სამუშაო ზონა სამზარეულოში – შემთხვევით წესით განლაგებული თეთრი და ნაცრისფერი ფილები.

8. აგურის კედლის და მუქი ექვსკუთხა ფილების და თეთრი გამხსნელი სითხის კომბინაცია. ძალიან მოდურად გამოიყურება. ასეთი სილამაზისთვის, კედელზე აგურის გამოყენებას ყველა ვერ გაბედავს. აი კაფისთვის ან გასაქირავებელი შენობისთვის შესანიშნავი იდეაა.

9. კუნძული, რომელიც ხის ტექსტურის მქონე ექვსკუთხა ფილებით არის გაფორმებული. შექმნილია იმისთვის, რომ კედელი შხეფებისგან დაიცვას. ჩვეულებრივი მართკუთხა ფილებით ასეთი სილამაზის შექმნა გაგიჭირდებოდათ.

10. კარგი იდეა სააბაზანოსთვის. მშვიდადა და მონუმენტურად გამოიყურება. ეს ჩანაფიქრი შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და საკუთარ სააბაზანოში უფრო ნაზი ფერებით გაიმეოროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.