
თუ საკმარისად ფართო საცხოვრებელი ფართი არ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ბინის გასარემონტებლად კრეატიული მიდგომა დაგეხმარებათ, რომ პატარა ფართი ყველაფრით აღჭურვოთ. შეუძლებელი არაფერია, პატარა ბინაშიც შეგიძლიათ კომფორტული კუთხე შექმნათ, სადაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენებას შეძლებთ.
როგორ გავაკეთოთ რემონტი საკუთარი ხელით
დღეს გიამბობთ როგორ გაარემონტოთ სახლი თავად სწრაფად, ხარისხიანად და ორიგინალურად. უნიკალური გადაწყვეტილება გამოადგება პატარა ბინის მფლობელს, რომელიც მარტო ცხოვრობს. სუსტი გოგოც კი შეძლებს ბინაში რემონტის თავად გაკეთებას.
ანამ 30 კვ.მ ბინა თავად გადააკეთა, მშენებლების და სხვების დახმარების გარეშე. რემონტზე საუბარს უკვე შესასვლელში იწყებს. აქ ჩანს, რომ მოსაბრუნებელი ადგილი არაა, მაგრამ დაინახავთ სარკეს, ფეხსაცმლის და წვრილი ნივთების შესანახ სივრცეს. „მაღაზიაში ყველაზე წვრილი ტუმბო ვიპოვე, რომელიც ჩემს ვიწრო მისაღებს შეეფერება“ – ამბობს ბინის დიასახლისი.
სარკის მოპირდაპირედ მოკრძალებული მისაღები აქვს: აქ ნივთების დალაგებას და ზედა ტანსაცმლის დაკიდებას შეძლებთ. კაუჭები და ანტრესოლი ჩვეულებრივი ფანერისგან და ყველაფერი მზადაა. სხვათა შორის, შესასვლელის კედლებს ყურადღება მიაქციეთ: გოგონამ აგურის მსგავსად თავად მოხატა, სახლი კი პანელისაა.
სააბაზანო ოთახში ერთი კაცი ძლივს დაეტევა, სწორედ ამიტომ აქ საშხაპე კაბინა, მოპირდაპირედ სარკე და ხელსაბანი პატარა ტუმბოთია მოთავსებული. სააბაზანოს წვრილმანი დეტალების შესანახად ანამ წვრილი, მაგრამ მაღალი თაროები გააკეთა.
სამზარეულოზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. სივრცე ტუმბოებით რომ არ გადაეტვირთა, ანამ სამზარეულოს ჭურჭლის შესანახად ღია თაროები გამოიყენა. „ჭურჭელი მაინც ძალიან ცოტა მაქვს, ასე სამაგიეროდ სივრცე უფრო ჩანს, ეს დამოუკიდებელი ტუმბოები ბევრ ადგილს იკავებს“.
ანა მარტო ცხოვრობს, ამიტომ პატარა გაზქურა სავსებით ყოფნის მაშინაც კი, როცა სტუმრები ყავს. ზედაპირი შეუკვეთა და ონკანის და გაზქურის ჩასაშენებლად თავად გამოჭრა. მაგიდას მოძრაობაში ხელი რომ არ შეეშალა, სამუშაო ზედაპირი ბოლომდე გააგრძელა. მის ქვეშ ორი ტუმბოა მოთავსებული, სადაც პროდუქტები, წვრილმანი ნივთები და სარეცხი ფხვნილი ინახება.
აქვე მოთავსებულია პატარა ზომის სარეცხი მანქანა, რომელიც პატარა სააბაზანო ოთახში არაფრით არ დაეტია. მისი შემჩნევა ცოტა გაგიჭირდებათ, ანამ თვითნაკეთი ფარდით დაფარა. სხვათა შორის სამზარეულოს ფარდა თავად შეკერა.
ანას სიამაყე ორსართულიანი საძინებელია, რომელიც შემაღლებულზე დგას. აქვეა თვითნაკეთი კიბე და მის გვერდით ნივთების შესანახი ყუთები.
ყველაზე საინტერესო ნაწილი გარდერობია! ეს არა უბრალოდ პატარა კარადა ან კომოდი, არამედ საკმაოდ კარგი გარდერობის ოთახია. ის პირდაპირ კედელშია მოთავსებული. აქ ანა ყველა ნივთს ინახავს.
საძინებლის ქვეშ საკმაოდ დიდი ადგილია დარჩენილია, სადაც ინახება ნივთები, რომელთაც ანა იშვიათად იყენებს. ასევე გასარეცხი თეთრეული და მტვერსასრუტი.
მდიდრული გარდერობის გარდა ოთახში მცირე ზომის კომპიუტერის მაგიდა და სავარძელია მოთავსებული, ხოლო მოპირდაპირედ სტუმრებისთვის პატარა დივანი. ბიუჯეტური რემონტი საკუთარი ხელით რეალურია, მხოლოდ სურვილი და საქმეს შეგიძლიათ შეუდგეთ.