6 ხშირი შეცდომა მცირე ზომის ბინის გაფორმებისას: გამოცდილი არქიტექტორის რჩევები

ბინის მოწყობისას ხშირად ვირჩევთ ავეჯის ჩვეულ განლაგებას და ვცდილობთ, მცირე სივრცეში მოვათავსოთ ყველაფერი ის, რაც აქამდე დიდ ბინაში ვნახეთ.

არსებობს შესანიშნავი საშუალებები, რომლებიც მოკრძალებულ კვადრატულ მეტრებს ვიზუალურად გააბევრებს.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ 6 ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას პატარა ბინის ინტერიერში, ასევე, გამოცდილი არქიტექტორის რჩევებს ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. მე ხვალვე შევუდგები გადალაგებას.

შეცდომები დიზაინში

1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა დაკავშირებულია დენცქვიტებისა და ჩამრთველების განლაგებასთან. კერძოდ: ელექტრობა მანამდე გაგვყავს, სანამ ავეჯის საბოლოო განლაგების გეგმას დავსახავთ.

შედეგად, შტეფსელები და ჩამრთველები დივნის ან კარადის უკან აღმოჩნდება ხოლმე. რაც შეეხება სამზარეულოს, არასწორი გაყვანილობა წაგართმევთ ზოგიერთი ტექნიკის მოთავსების საშუალებას.

ასეთი უსიამოვნო მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, დიდი ყურადღებით მოეკიდეთ შტეფსელების განთავსების საკითხს. თუ ეს ახალი ბინაა, ჯერ მისი დიზაინი დაგეგმეთ, მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ შტეფსელების განლაგება. ხოლო რემონტის შემთხვევაში, ეცადეთ ახალი ავეჯი უკვე გაყვანილ ელექტრობას მოარგოთ.

2. ახლა კი ვისაუბრებთ ბინაში ხალიჩის ადგილზე. საუბარი არა მის კედელზე დაკიდებაზე, არამედ პირდაპირ დანიშნულებაზე – იატაკის გათბობაზეა.

ამ შემთხვევაში, ზომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ხალიჩა პატარაა, იგი ოთახის ცენტრში უყურადღებოდ იქნება მიგდებული, ხოლო იატაკი ფრაგმენტებად აღიქმება, რაც ვიზუალურად აპატარავებს სივრცეს.

დაიმახსოვრეთ წესი: დაფარვის გაზრდასთან ერთად, იატაკის სივრცეც მომენტალურად იზრდება. ბევრი დიზაინერი საუბრობს იმაზე, რომ ხალიჩა ავეჯიდან მინიმუმ 40-50 სმ-თი უნდა გამოდიოდეს.

3. დეკორატიული ელემენტების სიჭარბე, იქნება ეს ფოტოები, სტატუეტები თუ სურათები – ეს უხეში შეცდომაა არამხოლოდ პატარა, არამედ დიდი ზომის ბინების გაფორმებისასაც. დიდი რაოდენობით დეკორაცია ბინას სუვენირების მაღაზიად აქცევს.

საკმარისია 1-2 თემატური ფოტო, ერთი ხალიჩა და სულ რამდენიმე სტატუეტი ან სანთლები, რათა ოთახი მყუდროდ და მოცულობითად წარმოაჩინოთ. დალაგებაც გაცილებით ნაკლებ დროს წაგართმევთ.

4. ფარდების დაკიდება პირდაპირ ფანჯრის ზემოთ ვიზუალურად აპატარავებს როგორც თვითონ ფანჯრებს, ისე ჭერსაც.

განათავსეთ ლავგარდანი უფრო მაღლა – ფანჯრიდან 20-35 სმ-თი ზემოთ ან ჭერზე. ეს ჭერს ვიზუალურად აამაღლებს.

5. მოერიდეთ ზედმეტ ზედაპირებს. ეცადეთ, არ გადაამეტოთ თაროების, ნიშების, ჟურნალის მაგიდებისა და სხვა ზედაპირების რაოდენობაში. ისინი მტვერს იდებენ და უწესრიგობას იწვევენ, რადგან არასაჭირო ნივთებს იზიდავენ.

წინასწარ დაფიქრდით, რამდენი ნივთი გაქვთ და სად უნდა მოათავსოთ ისინი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რისთვის გჭირდებათ და იყენებთ თუ არა ამ ნივთებს. ამის შემდეგ გონებრივად დაალაგეთ ისინი თაროებზე და კარადებში.

6. პატარა ოთახისთვის პატარა ავეჯი შესაფერისად მიგვაჩნია, თუმცა, ეს არასწორი მიდგომაა!

პატარა ავეჯი ქმნის არამყუდრო, ცარიელ სივრცეს მის გარშემო და აძლიერებს მინიატურულობის საერთო ატმოსფეროს.

გამოსავალია უფრო დიდი ზომის ავეჯის დადგმა. შესაზლოა, თქვენი ინტუიცია ამას არ მოგიწონებთ, თუმცა ოდნავ დიდი ავეჯით ოთახი ვიზუალურად გაიზრდება.

გაზაფხული იდეალური დროა რემონტის დასაწყებად, საცხოვრებლის განსაახლებლად და რამის შესაცვლელად. დაიწყეთ მოქმედება ახლავე!