ამ სამზარეულოს ფოტოზე ვერავინ შეამჩნევს ტექნიკას, ყველაფერი კომპაქტურია

ჰიუგეს ცნება სკანდინავიურ ქვეყნებში გაჩნდა. იგი ცხოვრების ისეთ სტილს ასახავს, რომელსაც შვედები და დანიელები ძველი დროიდან მისდევენ: ზომიერი, კეთილდღეობითა და კმაყოფილების გრძნობით აღსავსე.

ერთ-ერთ უახლესი მოდური ტენდეციად იქცა ჰიუგეს ცნების გადატანა ინტერიერში – ესაა ყველაფერი, რაც კომფორტს უკავშირდება. მაგალითად, შეშის ბუხარი, სავარძელი, პლედი, გვერდით წიგნების თარო – სიმყუდროვისა და კომფორტის ეტალონია.

ვნახოთ, როგორ გამოიყურება ჰიუგეს სტილში მოწყობილი სამზარეულო მცირე სივრცეში.

დიასახლისს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ პატარა ოთახისთვის ფუნქციურობის მისანიჭებლად. ამავდროულად, მასში ყველაფრის ისე განსალაგებლად, რომ სამზარეულოში ყოფნა სიამოვნებას გვრიდეს.

ჰიუგეს სტილი

სამზარეულო ასე რემონტის დასრულებისას გამოიყენებოდა. მისი ფართობი შეადგენდა 2×2.1 მ-ს. ამიტომ, დიასახლისის მთავარი მიზანი იყო, მასში ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთი და ტექნიკა მოეთავსებინა ისე, რომ სივრცე მეტისმეტად არ გადაეტვირთა.

ზედა თეთრი კარადები და თეთრი გამწოვი ქმნის უწონასწორობის ეფექტს. კარადები საკმაოდ ტევადია, თუმცა არა მოცულობით. ქვემოთ მოთავსდა: სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 3 უჯრა და ჩაშენებული მაცივარი ზედა 40-სანტიმეტრიანი თაროთი.

აქვეა დიდი ზომის სამუშაო ზედაპირიც. თუ სამზარეულოში სტუმრის სახით შედიხართ, მთელ ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერც შენიშნავთ, აქ მხოლოდ სიმყუდროვე დაგხვდებათ. ესეც თქვენი ჰიუგეს სტილი.

კიდევ რა გვაქვს? მაგიდის ზედაპირი, ნიჟარა, ორი ჩაშენებული ქურა. პატარა ოჯახისთვის სავსებით საკმარისია.

ასეთად იქცა სამზარეულო ღია თაროების შევსების შემდეგ. მათზე ნებისმიერი რამის დადება შეიძლება, დაწყებული პროდუქტით სავსე ქილებითა და დასრულებული ჭურჭლით, ბოკლებით, პოსტერებით, ყვავილებით…

აღნიშნულ შემთხვევაში, ორი თარო იდეალურად ჩაჯდა კუთხის დასაკიდ კარადასა და ჩაშენებულ მაცივარს შორის.

სამზარეულომ შეიძინა ის იერი, რომელზეც დიასახლისი ოცნებობდა. გაჩნდა საპურე, ჩაიდანი… ყველაფერი მოთავსდა ისე, რომ არ გაჩნდა გადავსების გრძნობა.

სივრცე ყველა დამალულ თაროსა და უჯრაშიც შესანიშნავადაა ორგანიზებული. ზოგიერთი თარო დაყოფილია ზონებად, აქაა თეფშების დამჭერით აღჭურვილი თაროც, უჯრები 60 სმ სიღრმით…

ერთ-ერთ ასეთ უჯრაში მოთავსდა ყველა აუცილებელი მოწყობილობა, მეორეში კი ტაფები და თასები. მესამეში დიასახლისმა მოათავსა ქვაბები, მრავალი სამზარეულო წვრილმანი.

კუთხის კარადაში მოთავსდა ყველა ფინჯანი, ბოკალი, ჭიქა, პატარა სანაყინეები, ფრენჩპრესი. ნიჟარის ქვედა კარადა ფუნქციურად იქნა გამოყენებული. ორგანაიზერში, რომელიც კარზე დაკიდეს, ყველა საოჯახო აქსესუარი ჩალაგდა, ხოლო თაროზე – საყოფაცხოვრებო ქიმია.

ჰიუგეს სტილს ამ სამზარეულოს ინტერიერში სრულყოფილად შეესხა ხორცი. მასში კომფორტულია საკვების მომზადება, სასიამოვნოა იქ ყოფნა, სამზარეულო აკმაყოფილებს თანამედროვე დიასახლისის ყველა მოთხოვნილებას.

თქვენ რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას სამზარეულოში? რატომ?